„კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ ამ ძალადობრივი აქციების უკანპოლიტიკური პარტიები იდგნენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა…
დღე: დეკემბერი 6, 2024
კახა კალაძე: საქართველოში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა – ეს ყველაფერი უნდა შევაჩეროთ და ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში,დედაქალაქში განვითარებულმა მოვლენებმა კარგად აჩვენა, თუ რა პროცესებიმიმდინარეობს…
კახა კალაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კეზერაშვილი არის ყაჩაღი
„ის ძარცვავდა ქართულ ჯარს, შემდეგ უკვე გადავიდა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებაზე“, – ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა…
კახა კალაძე სპეცრაზმელების ფოტოების გავრცელებაზე: ეს ფაშისტების ხელწერაა
„ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სხვადასხვა ფორმით არისწარმოდგენილი, ერთად დგომით უნდა დავამთავროთ“, – ასე ეხმაურებაჟურნალისტებთან საუბრისას…
კახა კალაძე ოპოზიციაზე: ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხალხს დაამახსოვრეს თავი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი მთელ მსოფლიოს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია
„ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხალხს დაამახსოვრეს თავი იმით, თუ როგორი არუნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი, ოპოზიციაში ყოფნის…
ირაკლი კობახიძე – საქართველოში „ნაცმაიდანი“ საბოლოოდ ჩავარდა, ეს იყო მეოთხე და ბოლო მცდელობა, რომ საქართველოში ვიღაცას ეცადა რევოლუციის მოწყობა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა
საქართველოში „ნაცმაიდანი“ საბოლოოდ ჩავარდა, ეს იყო მეოთხე და ბოლო მცდელობა, რომ საქართველოში ვიღაცას ეცადა რევოლუციის მოწყობა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ძალადობამ არ გაჭრა და ახლა ოპოზიცია გადასულია თავის დამშვიდების ფორმებზე. „ეს არის ერთგვარი სასოწარკვეთილების გამოხატულება. ნახეს, რომ ძალადობამ არ გაჭრა, ახლა არიან გადასული თავის დამშვიდების ფორმებზე. რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი წარმატების რესურსი ვერ ექნება. თეატრების გაფიცვა არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რამ, მე მგონი, მსოფლიოში ასეთი რამ არ მომხდარა. არავითარი ეფექტი არ შეიძლება ჰქონდეს თეატრის გაფიცვას. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ იმედი არ დაკარგონ, თუმცა, ყველაფერი რეალურად არის დასრულებული. „ნაცმაიდანი“ საქართველოში არ შედგა და ვერც შედგება. ისინი არიან ჯერ კიდევ მცდელობების რეჟიმში, ამდენი წლის განმავლობაში იდებოდა რესურსი, მათ შორის, ფინანსური რესურსი საქართველოში მაიდნის მოწყობაში. ამდენი ტრენინგი ჩატარდა, შევიდნენ ყველგან ამ ლიბერალური ფაშიზმით, კულტურის, განათლების სფეროში. ყველგან შევიდნენ პრაქტიკულად, სფერო არ დატოვეს, სადაც არ სცადეს შეღწევა და ხშირ შემთხვევაში წარმატებით და ახლა ხედავენ, რომ ყველაფერი თავზე ჩამოეშალათ. ახლა ცდილობენ, რომ როგორღაც თავი დაიმშვიდონ, მაგრამ ყველას მინდა შევახსენო, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ საბოლოოდ ჩავარდა, ეს იყო მეოთხე და ბოლო მცდელობა, რომ საქართველოში ვიღაცას ეცადა რევოლუციის მოწყობა და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლა , – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ლიბერალური ფაშიზმი, ამ მასშტაბის სიძულვილი, რაც ხელოვნურად ითესება ჩვენს საზოგადოებაში, არ არის ქართული კულტურისთვის ორგანული მოვლენა, ეს არ შეიძლება, ასე დარჩეს, ყველა ზომა იქნება გამოყენებული კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში
ლიბერალური ფაშიზმი, ამ მასშტაბის სიძულვილი, რაც ხელოვნურად ითესება ჩვენს საზოგადოებაში, არ არის ქართული კულტურისთვის ორგანული მოვლენა…
ირაკლი კობახიძე – ალი ბაბაევის ინციდენტთან დაკავშირებით მე მხოლოდ პოლიტიკურად შემიძლია შევაფასო ალეკო ელისაშვილის ქმედება, როგორც ამორალური
ალი ბაბაევის ინციდენტის გამოძიება არის შესაბამისი უწყებების საქმე, მე მხოლოდ პოლიტიკურად შემიძლია შევაფასო ალეკო ელისაშვილის ქმედება,…
ირაკლი კობახიძე – თანმიმდევრულად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი სრულად აღმოიფხვრას
ჩვენ თანმიმდევრულად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში ლიბერალური ფაშიზმი სრულად აღმოიფხვრას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…
ირაკლი კობახიძე – რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება, მათ აღიზიანებთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი, მაგრამ იმედი უნდა გავუცრუო,, გაგრძელდება ყველა ეკონომიკური პროექტის განხორციელება, შემოვა ინვესტიციები
რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების ერთ-ერთი მიზანი იყო ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება. მათ ძალიან აღიზიანებთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი, მაგრამ აქაც მინდა, მათ იმედი უნდა გავუცრუო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ხელისუფლების გეგმაა, რომ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოიზიდოს ჩვენს ქვეყანაში. „რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების ერთ-ერთი მიზანი იყო ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეფერხება. მათ ძალიან აღიზიანებთ ის, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი, მაგრამ აქაც მინდა, მათ იმედი უნდა გავუცრუო გაგრძელდება ყველა ეკონომიკური პროექტის განხორციელება, შემოვა ინვესტიციები. ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში გვინდა, რომ 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციები მოვიზიდოთ მინიმუმ ჩვენს ქვეყანაში. ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება კონსულტაციები პოტენციურ ინვესტორებთან. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მენეჯმენტი ეკონომიკის სამინისტროში. გვყავს ძალიან ეფექტური მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტრო და მთლიანად მთავრობა აგრძელებს მუშაობას…
კახა კალაძე ზელენსკის მიერ სანქციის დაწესებაზე:ჩვენ გავაგრძელებთ ომს გამოქცეული უკრაინელი ოჯახების მხარდაჭერას და ეს იქნება ჩვენი პასუხი
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკი არ ეკუთვნისარც საკუთარ თავს და არც სამშობლოს, არამედ სხვა…
პრემიერი – ქვეყანა აგრძელებს მშვიდად განვითარებას, ეკონომიკა მუშაობს, გრძელდება ევროინტეგრაციის პროცესი, საქმე შანტაჟის ნაცვლად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი
ქვეყანა აგრძელებს მშვიდად განვითარებას, ხედავთ, რომ ლარის კურსი უკვე ჩამოვიდა ქვევით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
კახა კალაძე: ნაძვის ხე დედაქალაქში, რა თქმა უნდა, დაიდგმება. თუ როდისაინთება, ამაზე ინფორმაციას რამდენიმე დღეში მოგაწვდით
„ნაძვის ხე დედაქალაქში, რა თქმა უნდა, დაიდგმება, ქალაქი იქნება მორთული დპატარებს მიეცემათ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილები ჩაიფიქრონ“,…
პრემიერი- ქართველ ხალხს ხელი ჰკრეს, უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე, იგივე გრძელდება მოლაპარაკებების გახსნაზე,თან იმ პირობებში, როდესაც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ მოლდოვას გახსნილი აქვს მოლაპარაკებები, როგორც კი გახსნიან, იქვე ხელს ვაწერთ
ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში აღარ ვაყენებთ 2028 წლამდე მოლაპარაკებების გახსნას იმისათვის, რომ მათ არ დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტი, მაგრამ აქვე ვაცხადებთ, როგორც კი გახსნიან, იქვე ხელს ვაწერთ, შანტაჟი აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით,2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ხელი ჰკრეს ქართველ ხალხს და უარი უთხრეს, ახლაც იმავეს აგრძელებენ მოლაპარაკების გახსნასთან დაკავშირებით და სწორედ ამას ეფუძნებოდა ხელისუფლების გადაწყვეტილება. „გახსოვთ, რა ხდებოდა, მაგალითად, წელიწად ნახევრის განმავლობაში, როცა ვიბრძოდით კანდიდატის სტატუსისთვის. ჩვენ ვითხოვდით ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას, ისინი არ გვაძლევდნენ და თან ამბობდნენ, რომ ჩვენ ვიყავით არაევროპულები და ისინი იყვნენ პროქართულები. 2023 წლის დეკემბერში გამოაცხადეს, რომ ქართველ ხალხს მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. 2022 წლის ივნისში რატომ უთხრეს ქართველ ხალხს უარი კანდიდატის სტატუსზე, დღემდე არავის აუხსნია. არავითარი დასაბუთება არ ყოფილა, უბრალოდ ხელი ჰკრეს ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს ხელისუფლებას და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, 2022 წლის ივნისში, უარი უთხრეს კანდიდატის სტატუსზე. ახლა გრძელდება იგივე მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებითაც. არ გვიხსნიან მოლაპარაკებებს, აქაც ხელს ჰკრავენ ქართველ ხალხს და უარს ეუბნებიან მოლაპარაკებების გახსნაზე. თან ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც მოლდოვას აქვს გახსნილი მოლაპარაკებები. ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ა ევროპაში მოლდოვა, სუსტი ინსტიტუტებით, პრაქტიკულად დამოუკიდებელი ტელევიზია არ დატოვეს, არის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, მეორე არხი და განსხვავებული აზრი საერთოდ არ ისმის მოლდოვაში. აკრძალეს პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური პლურალიზმი აღარ არსებობს, ეკონომიკა ჩამოაქციეს და მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 % უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ქვეყანა რჩება დსთ-ს წევრად და არც სანქციები დაუწესებიათ, არც არაფერი, ნული კრიტიკა. ასეთ ქვეყანას…
ირაკლი კობახიძე – პრაქტიკულად არ არსებობს საქმე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ მოუგო ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში, ამის გაგრძელება იყო კეზერაშვილის საქმეც
პრაქტიკულად არ არსებობს საქმე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ მოუგო ქართულ სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოში, ამის გაგრძელება იყო კეზერაშვილის საქმეც,…