ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ისინი პრაქტიკულად კამპანიასაც კი არ ატარებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი არიან შეგუებული იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია წააგებს არჩევნებს და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები. „ყველა არის შეგუებული იმ ფაქტს, რომ ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის. ისინი პრაქტიკულად კამპანიასაც კი არ ატარებენ. არც სოფლებში გადიან, არც უბნებში გადიან, არსად არ ჩანან. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, კონკრეტული პარტიის ლიდერები, 10-15 კაცი, ჩადის ხოლმე რაიონულ ცენტრებში, არიგებს ფლაერებს და ბრუნდება უკან. არავითარი გაშლილი კამპანია არ არსებობს. ერთადერთი, ვინც აწარმოებს კამპანიას, არის „ქართული ოცნება“. აქედანაც ჩანს, რომ მათ საერთოდ არ აქვთ გათვლა არჩევნებში წარმატების მიღწევაზე. წინასწარ არიან შეგუებული იმას, რომ რადიკალური ოპოზიცია წააგებს არჩევნებს ძალიან მძიმედ და ერთადერთი, რისთვისაც ემზადებიან, არის არჩევნების შემდეგი დღეები“, – განაცხადა პრემიერმა.
თვე: ოქტომბერი 2024
ირაკლი კობახიძე – ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ასევე პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ
ხმის ფარულობა არის ის, რასაც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობა და ასევე პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლის შემდეგ,…
კახა კალაძე: ჩვენ არც ურთიერთობა გვეშლება და არც მეგობრობა, თუმცა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში არჩარევა პრინციპულად მნიშვნელოვანია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობები…
კახა კალაძე: წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
„სააჩევნო კამპანია მიმდინარეობს ძალიან მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ სუბიექტს აქვს საშუალება, საარჩევნო კამპანია…
კახა კალაძე: ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, არ გავხსენით მეორე ფრონტი და არ შევუერდით სანქციებს, ამის გამო თუ ვინმეს სურვილი აქვს, მოგვექცეს უსამართლოდ და დაგვსაჯონ
,”კი ბატონო არ არის ეს სწორი ინფორმაცია, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიის მიერ დასმულ კითხვას…
კახა კალაძე: აქ ვართ გამარჯვებულები, რადგან ჩვენ მხარესაა სიმართლე და ვერავინ შეძლებს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს დაჩოქებას
“ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა აქ შეკრების, სხვადასხვა საკითხზე საუბრის,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების”…
კახა კალაძე: აქ ვართ გამარჯვებულები, რადგან ჩვენ მხარესაა სიმართლე და ვერავინ შეძლებს ქართველი ხალხის და სახელმწიფოს დაჩოქებას
“ეს იქნება სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა აქ შეკრების, სხვადასხვა საკითხზე საუბრის,”- ამის შესახებ “ქართული ოცნების”…
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესი. უძრავი ქონების…
ირაკლი კობახიძე – მთავრობის მხრიდან ტურიზმის სფეროში პროექტების მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ასეთი პროექტები ნიშნავს მეტ დასაქმებას, ეკონომიკისა და რეგიონების გაძლიერებას
ტურიზმის მიმართულებით გვაქვს არაჩვეულებრივი ტენდენციები, სამჯერ არის გაზრდილი სასტუმროების რაოდენობა გასული 12 წლის მანძილზე, – ამის…
დავით ნარმანიამ ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ…
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების…
ჯემალ გამახარია: ქართული მხარე აყენებს საკითხს, რომ ჯერ გაიყვანეთ საოკუპაციო ძალები და შემდეგ ჩვენ აფხაზებთან, ოსებთან რა ხელშეკრულებას დავდებთ, ამას მოლაპარაკება გვიჩვენებს – პროცესი არის დაძრული, მაგრამ საით განვითარდება ჩვენზეც არის დამოკიდებული
ლავროვის განცხადებაში არის ერთი პატარა დეტალი, რომელმაც შეიძლება ეს დოკუმენტი მოაქცია ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში. რუსეთს…
რადიო თავისუფლება: აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ…
მამუკა მდინარაძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: მოვუწოდებ ირაკლი კობახიძეს, მოუწოდოს რაჟდენ კუპრაშვილს, არ მიანიჭოს აშშ-ის საელჩოს საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის სტატუსი!
პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ მორიგ…
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული კიდევერთი წარმატებული პროექტის შედეგები შეაჯამა.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა რეკომენდაციები კანონშემოქმედებით პროცესში ნორმატიული აქტების დასაბუთების სტანდარტის შესახებ. პროექტის ავტორებმა შეისწავლეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრაქტიკა კანონპროექტების განმარტებითი ბარათის დასაბუთების ფორმების და მექანიზმების შესახებ და წარმოადგინეს კვლევა. პროექტის მიზანია საქართველოში საკანონმდებლო პროცესის კიდევ მეტად სრულყოფა და განმარტებითი ბარათის სტანდარტის დაახლოება ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკასთან. რეკომენდაციებზე იმუშავეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ გონაშვილმა და პროფესორმა ნანა ჭიღლაძემ. საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაციას კვლევის ავტორებთან ერთად სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და აკადემიური წრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საგრანტო კონკურსს იუსტიციის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს. მისი მიზანი ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერება და სამართლებრივი უსაფრთხოების განმტკიცებაა. წელს იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 17 პროექტს აფინანსებს. საგრანტო პროგრამების მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.