შალვა პაპუაშვილი: გახარია და “ლელო” რას აპროტესტებენ? იმ ეგზიტპოლით, რომელიც მათ მოეწონათ, 8-9% ჰქონდათ. ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილოები? „ნაციონალური მოძრაობის“ და გვარამიას შედეგებით?

მე ვერ ვხვდები გახარია და „ლელო“ რას აპროტესტებენ, რით არიან უკმაყოფილო? რისი შედეგებით? ვისი შედეგებით? ანუ…

დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი, მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს. ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას!

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ოპოზიციაც ელოდა საარჩევნოდ ამ შედეგს…

ვიქტორ ორბანი – არჩევნების შედეგები უდავოა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ

არჩევნების შედეგები უდავოა. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ…

ვიქტორ ორბანი – უნგრეთი ყოველწლიურად 80 ქართველი სტუდენტის უნგრეთში სწავლას აფინანსებს

უნგრეთი ყოველწლიურად 80 ქართველი სტუდენტის უნგრეთში სწავლას აფინანსებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრეთში სწავლის ინტერესი გაცილებით დიდია, მაგრამ 80 სტუდენტისთვის გამოიყოფა სტიპენდია.  „მინდა, გავახსენო, რომ უნგრეთი სახელმწიფოს სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს. ყოველწლიურად 80 ადგილის დაფინანსება ხდება. ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე 80, მაგრამ 80-ისთვის გამოიყოფა სტიპენდია და ვაფინანსებთ ქართველი სტუდენტების სწავლას უნგრეთის უნივერსიტეტებში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანი-უნგრეთი მზად არის, რომ საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის მიმართულებით წვლილი შეიტანოს

უნგრეთი მზად არის, რომ საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის მიმართულებით წვლილი შეიტანოს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, საქართველო და უნგრეთი სტრატეგიული მიმართულებით განავითარებენ ურთიერთობებს.  „ჩვენ უნგრული ავიაკომპანია დავნიშნეთ საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენ ეკონომიკურ აღმავლობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ტურიზმისა და წყლის რესურსების განვითარებაში  მივიღოთ მონაწილეობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ერთად შეგვიძლია მუშაობა უმსხვილესი პროექტის ფარგლებში. ევროკავშირისთვის უმსხვილესია ეს პროექტი, რადგან უშველებელი ევროპული გეგმა გულისხმობს მწვანე  ელექტროენერგიის მიწოდებას კავკასიის რეგიონიდან ევროპაში, რომელიც არის მეგაევროპული პროექტი. ამისათვის მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომელიც  ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად მუშაობას. აზერბაიჯანი, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან აქტიურად მუშაობას. აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი მუშაობენ ამ მიმართულებით და ერთობის საწარმოც გვაქვს და ესგადამწყვეტია ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ევროკავშირის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანი-საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო

თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ  ირაკლი კობახიძესთან  ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის  წევრი სახელმწიფო იმ განცხადებების ფონზე რაც ზოგიერთი  წევრი  სახელმწიფოს ლიდერისგან ისმის, ვიქტორ ორბანმა ასე უპასუხა:„ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებული, ზოგიერთი ქვეყანა ასე ამბობს, მაგრამ თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,“- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის,უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს  შორის ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრ ორბანის ვიზიტის მნიშვნელობას უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს  თავმჯდომარეობის პერიოდში. აღინიშნა, რომ ეს ადასტურებს საქართველოს პრიორიტეტებისადმი უნგრეთის მხარდაჭერას.  პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ორბანს მადლობა  გადაუხადა ევროინტეგრაციის  გზაზე  მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთმა განსაკუთრებული  როლი შეასრულა საქართველოს  მიერ კანდიდატის…

ვიქტორ ორბანი-მინდა,მივულოცო საქართველოს მთავრობას,რომ არსებულ პირობებში, როდესაც თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ,არ დაუშვით, თქვენი ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო,ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი

მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ არსებულ პირობებში, როდესაც თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არ დაუშვით, თქვენი ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, უნგრეთი აფასებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთგულებას მშვიდობის იდეისადმი და დარწმუნებულია, რომ ათწლეულის ბოლოს საქართველო იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. „ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, გახდეს ევროკავშირის  წევრი სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დახმარება აღმოგიჩინოთ. ჩვენ უნგრელი ექსპერტები გამოვგზავნეთ თბილისში, ასევე მივიღეთ თქვენი ქვეყნის ექსპერტები ვიზიტით, რომლებიც დაძმობილების პროგრამაში ჩაერთნენ,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს -ალბათ,თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში,რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დააკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პირობებში ერთგულების კითხვის ქვეშ დაყენება სასაცილოა

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი გააკეთა, ევროპული არჩევანი გააკეთა და ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ევროინტეგრაცია საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა. „ალბათ, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დააკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ პირობებში ერთგულების კითხვის ქვეშ დაყენება ნამდვილად სასაცილოა,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანი – საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე შევისწავლე უნგრელი დამკვირვებლების ანგარიში, ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი და ამიტომ მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრს

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე შევისწავლე უნგრელი დამკვირვებლების ანგარიში, ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ…

ვიქტორ ორბანი – მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, ვაკვირდები კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი, არავის გაუბედავს თქმა, რომ არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული

მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო…

ვიქტორ ორბანი – არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა  და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო და არჩევანი გააკეთა მშვიდობის სასარგებლოდ

უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და ომში ჩართვა. „ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, იმიტომ რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიცით, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო და არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართ. უნგრეთშიც ასეა“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ირაკლი ჭეიშვილი: ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000  ხმით, მეორე ადგილზე მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას” მოვუგეთ 33 700 ხმით – ამის შემდეგ რომ იტყვით არჩევნები გაყალბდაო, უნამუსო უნდა იყო ადამიანი

“ქართული ოცნების” აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჭეიშვილი, “ქართული ოცნების” გამარჯვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე, სოციალურ ქსელში…

ირაკლი კობახიძე -განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, მათ შორის, ქრისტიანული ფასეულობები  ჩვენ გვაქვს და ვიბრძვით იგივე ფასეულობებისთვის

ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები, ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით , საქართველოს აქვს  ზუსტად იგივე ფასეულობები  და იბრძვის მის დასაცავად.„ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები, ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობები და გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და ვიბრძვით იგივე ფასეულობებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს-მადლობას ვუხდით უნგრეთს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის

ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა. მადლობას ვუხდით უნგრეთს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო უნგრეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა შავი ზღვის  ელექტროგადამცემ პროექტზე  და აღნიშნა,რომ ერთობლივი პროექტების განხორციელებას მომავალშიც დიდი ყურადღება დაეთმობა. „მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება უნგრეთთან, ეკონომიკური  თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივად ინვესტიციების განხორციელებას, როგორც უნგრეთში, ისე საქართველოში. ამ მიმართულებით, მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა. ასევე, განსაკუთრებული პრიორიტეტია თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განვითარებას და მოხარულები ვართ, რომ აქაც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და მომავალშიც ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. იცით, რომ ერთობლივად ვმუშაობთ პროექტებზე და აღსანიშნავია შავი ზღვის ელექტროგადამცემი, ინტერნეტის გადამცემი კაბელის პროექტი, სადაც ერთად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნები, სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. ჩვენ, შეხვედრის დროს, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის ყველა ასპექტზე. კმაყოფილები ვართ დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი მოცემულობით, თუმცა არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად. კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულების,…