დედაქალაქის მერმა ნაძალადევის რაიონში რეკრეაციული სივრცე გახსნა

ნაძალადევის რაიონში, მეტროსადგურ ,,ღრმაღელესთან“ მდებარე სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.დასასვენებელი სივრცე თბილისის მერმა კახა კალაძემ, მოადგილეებთან –…

ეკა სეფაშვილი: ჯერჯერობით არსებული განცხადებები დასავლეთის მხრიდან არ ტოვებს იმის აღქმას, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები ნამდვილად ობიექტურად იქნება შეფასებული

„ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტი და სხვა სტრუქტურები ამ თავიანთი წინასაარჩევნო შეფასებებით ცდილობენ გარკვეულწილად ზემოქმედების მოხდენას, ეს…

დავით ჩიხელიძე ევროკავშირის ელჩს-ჩვენმა ქვეყანამ საკმარისზე დიდი მსხვერპლი გაიღო, რომელსაც ვერ ან არ ხედავთ. ბანერების გავრცელება, არსებული რეალობის ფართო მასებამდე მიტანას ემსახურება, ხალხმა უნდა იცოდეს რას გადაურჩა საქართველო და წინ როგორი პერსპექტივა გვეშლება

„ჩვენმა ქვეყანამ საკმარისზე დიდი მსხვერპლი გაიღო, რომელსაც ვერ ან არ ხედავთ“- ასე მიმართავს ექსპერტი დავით ჩიხელიძე…

გია აბაშიძე: ამერიკის საელჩოს მორიგ პროვოკაციულ ნაბიჯზე, რომ ფრთხილად იყვნენ მისი მოქალაქეები საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებულ რაღაც ექსცესებზე, ყურადსაღებია ის საგანგაშო ვითარება, რაც მუდმივადაა თავად აშშ-ში. სხვის თვალში ფარისევლურად ბეწვს ვითომ ხედავენ, ხოლო საკუთარში დირეს ჯიუტად არა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის საელჩოს მიერ საკუთარ მოქალაქეებისთვის დაგზავნილ იმეილებს ეხმიანება, რომლითაც მათ მოუწოდებენ გამოიჩინონ სიფრთხილე…

ეკა სეფაშვილი: 24 ევროპარლამენტარის მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში თავშივე წერია, რომ ის მხოლოდ მათ აზრს ასახავს და არა მთლიანად – ევროსაბჭოს დამოკიდებულებას

უმრავლესობის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე ისაუბრა, რომელიც ევროპარლამენტარ…

თამთა მეგრელიშვილი რადიკალური ოპოზიციის გეგმებზე: დესტრუქციის ხარჯზე ეცდებიან დააჯერონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ არჩევნებში არ წაუგიათ, გაუყალბეს და იმსახურებენ ხელისუფლებაში მოსვლას

„მოლოდინი იმის, რომ არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირმა განაცხადოს, არჩევნები არ იყო ევროპული სტანდარტით ჩატარებულიო, ძალიან დიდია,“ –…

თამარ ჩიბურდანიძე: დემოკრატები ოპოზიციას არც კრძალავენ და არც კლავენ. ეს ბანერი ჩვენ უნდა გამოგვეფინა დასავლეთისთვის

„საქართველოში თუ ვინმეზე ძალადობენ და ემუქრებიან, ეს ხელისუფლებაა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი…

რომან დოლიძე: გავითავისოთ ქართველებმა, ძალა ერთობაშია – ჩვენი შესანარჩუნებელია ჩვენი კულტურა, ტრადიციები, ადათ-წესები და ქართველობა

UFC-ის მებრძოლი, რომან დოლიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც საუბრობს მოახლოებული არჩევნების წინ საზოგადოების ორ ბანაკად…

ირაკლი კობახიძე საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გასაძლიერებლად ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი საგზაო მაგისტრალების განვითარებას

დღეს ჩვენ ვხსნით კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის 85 კმ-იანი მონაკვეთიდან 35 კმ-იან ჩქაროსნულ გზას, რომელიც ფარავს თბილისიდან საგარეჯომდე…

პრემიერ-მინისტრმა საგარეჯოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ბაღი, რომელიც 180-240 აღსაზრდელზეა…

თამთა მეგრელიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ევროპარლამენტში ლობიზმის ხარისხი იმდენად მაღალია, მიუკერძოებლობაზე საუბარი უბრალოდ უხერხულია

„ეს არის იმ დიდი ფულის ხარჯვის შედეგი, რომლითაც ოპოზიცია ყიდულობს ასეთ რეზოლუციებს, რათა ქართულ საზოგადოებაში, ქართველ…

ზაალ მიქელაძე: ჩვენი ყველა რესურსით თანავუგრძნობთ უკრაინას საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა დავუშვათ მეორე უკრაინა

უმრავლესობის დეპუტატმა ზაალ მიქელაძემ მედიასთან „ქართული ოცნების“ სამშვიდობო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის…

ირაკლი კობახიძე  მხოლოდ მიმდინარე  წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური  გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში

მხოლოდ მიმდინარე წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით, მათ შორის, აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კილომეტრი.  „ჩვენი ძალისხმევის შედეგები სახეზეა, რასაც ადასტურებს მარტივი ციფრებიც – დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით. მათ შორის, აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კმ. დასრულების ფაზაშია საუკუნის პროექტის – რიკოთის ჩქაროსნული გზის მშენებლობა. დასრულებულია ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი მთავარი და საევაკუაციო 9 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბების გაჭრა. გრძელდება სამუშაოები როგორც გვირაბების, ისე 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასასრულებლად. სამუშაოები გრძელდება კახეთის მაგისტრალის განვითარებისთვისაც. შედარებისთვის, შეგახსენებთ, რომ 2012 წელს აშენებული იყო მხოლოდ 68 კმ მაგისტრალური გზა; დღეისათვის უკვე გახსნილია 4-ჯერ მეტი –  341 კმ მაგისტრალური გზა. მხოლოდ წელს, საერთო ჯამში, გაიხსნება კიდევ  90 კმ-მდე მაგისტრალური გზა, საიდანაც 60 კმ-ით ტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიღწევები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო პოტენციალის სრულად განვითარებისათვის, დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის და ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის. „ეს მიღწევები ცხადყოფს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო პოტენციალის სრულად განვითარებისათვის, დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის, ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის, ტურიზმისა და ბიზნეს შესაძლებლობების სტიმულირებისა და მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ეს შედეგები ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. პირველ რიგში, დიდი მადლობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის  მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ პროექტის განხორციელებას, ასევე სამინისტროს ყველა თანამშრომელს, თითოეულ ხელმძღვანელ პირს, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენს პარტნიორებს მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენს ჩინელ და თურქ მეგობრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროექტის განხორციელებაში. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

იუსტიციის სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას  განაგრძობს

მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა უფლებების მაქსიმალური რეალიზაციის მიზნით იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ქსანში №10 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალაშენებული ინფრასტრუქტურა გახსნა. დაწესებულებაში მოეწყო იუსტიციის სახლი, ადვოკატებთან შეხვედრის ოთახები, აშენდა საამანათო, ხანგრძლივი და მოკლევადიანი პაემნების, საშვების და ვიდეოპაემნის სივრცეები. დაწესებულებაში გახსნილი იუსტიციის სახლის სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებით როგორც პატიმრები, ისე თანამშრომლები შეუზღუდავად ისარგებლებენ. ეს რიგით მე-6 იუსტიციის სახლია, რომელიც პენიტენციურ სისტემაში გაიხსნა. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა და მას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს შეეძლებათ, ისარგებლონ სრულიად ახალი და კომფორტული ინფრასტრუქტურით, რომელიც ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებისთვის მოეწყო. სივრცეები აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ინვენტარით. მსჯავრდებულებს პაემნის სივრცეებით უფასოდ სარგებლობის საშუალებას 2024 წელს ამოქმედებული პენიტენციური კოდექსი აძლევს. №10 პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი ინვენტარით და ტექნიკით აღიჭურვა საამანათო სივრცეც, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს დაწესებულებაში აკრძალული ნივთების მოხვედრის შესაძლებლობას. საშვების სივრცეში დამონტაჟდა ახალი სკანერი, რომლითაც დაწესებულებაში შემსვლელ პირთა შემოწმება ხორციელდება. ასევე, მოეწყო ცალკე ოთახი დაწესებულებაში მისული ვიზიტორების ფიზიკური შემოწმებისთვის. ახალი ინფრასტრუქტურის გახსნის ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ესწრებოდნენ

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ-სინამდვილეში ტყულია-პლატფორმა “სინამდვილეში”

სოციალურ ქსელში, პლატფორმა “სინამდვილეში” ამერიკის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს .გთავაზობთ უცვლელად : ❌ აშშ-ის საელჩოს…