ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ორპირში იუსტიციის სახლი აშენდება

ორპირის მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე სერვისს კომფორტულ და თანამედროვე გარემოში მიიღებს. სოფელში, რომელსაც დღეს მობილური იუსტიციის  სახლი ემსახურება,  მალე იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება.  ფილიალისათვის გამოყოფილი ტერიტორია იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძემ ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად  მოინახულეს. სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტია. ამ მიზნით, იუსტიციის სახლების რაოდენობა 2012 წლის შემდეგ 12-იდან 121-მდე გაიზარდა, მათგან 24 ფილიალი  უშუალოდ იმერეთის რეგიონში ფუნქციონირებს. დაინერგა ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი”, რომელიც სერვისს რაიონული ცენტრებისაგან მოშორებით მდებარე  90 სოფლის, მათ შორის, იმერეთის 15 სოფლის მოსახლეობას აწვდის. უახლოეს დღეებში გაიხსნება თერჯოლისა და შროშის იუსტიციის სახლები.  2028 წლამდე კი ფილიალების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 133-მდე გაიზრდება. ორპირში იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილას იმყოფებოდნენ იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩერქეზიშვილი.

გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ჟურნალისტებს, დააზიანონ „ქართული ოცნების“ ბანერები “არა ომს, აირჩიე მშვიდობა

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ჟურნალისტებს მოუწოდებს, „ქართული ოცნების“ ბანერი დააზიანონ. ამის შესახებ…

ლია კრიალაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ დამნაშავე პარტიაა და უნდა გაქრეს პოლიტიკური ორბიტიდან, მაგრამ არა მარტო პარტია, არამედ, მისი თითოეული წევრი უნდა გასამართლდეს, რომელიც მაშინ მოქმედი იყო და სისხლის სამართლის დანაშაულებს სჩადიოდა

მინდა მოვუწოდო ახალგაზრდებს, ნუ წამოეგებიან იმ ანკესს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები უგდებენ ევროპის…

ზაალ მიქელაძე: ,,გუშინდელი” მოძალადეები ვერ შექმნიან ვერაფერ ღირებულს, ,,მევახშეებისაგან” უსახლკაროებზე ზრუნვა ადამიანურობის დაცინვაა, ვითომ „გაახლებულების” ყველაფერი ქართულის სიძულვილი ვერ გადაიფარება ,,როთების” უღმერთოებით

„გონიერება ქართველ კაცს არასოდეს აკლდა. ყოველთვის ქვეყნისთვის რთულ ტურბულენტურ პერიოდში იღებდა სწორ გადაწყვეტილებას,“ – წერს სოციალურ…

ეკა სეფაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: ეს ქალბატონი მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებით მოქმედებს და სურს როგორმე ქვეყანას ავნოს და დააზიანოს

„ის პატივს არ სცემს არცერთ უწყებას – არც უწყებათაშორის კომისიას, არც იუსტიციის სამინისტროს, არც ქართულ კანონმდებლობას…

2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 მლრდ ლარი ჩაიდება -შალვა პაპუაშვილი

2025-2028 წლებში სოფლის მეურნეობაში 3 000 000 000 ლარი ჩაიდება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე…

ქალაქ ბოლნისში, არსენ იყალთოელის ქუჩაზე, გზის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან და…

თორნიკე მოლაშვილი: „ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და გავასამართლოთ, მარტო პოლიტიკური პარტია არაფერ შუაშია, ხალხმა, ვინც მათ უბიძგებს დანაშაულის ჩადენისკენ, უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა

„ქართული ოცნება“ როდესაც ამბობს, რომ პოლიტიკური პარტია უნდა აიკრძალოს და გავასამართლოთ – არავითარ შემთხვევაში, მარტო პოლიტიკური…

თამთა მეგრელიშვილი: “ნაცმოძრაობის” ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებული ტყუილი არის ბინძური პროვოკაცია, ეს სიცრუე განხილულ უნდა იქნეს როგორც წინასაარჩევნო პროცესზე მავნე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ ტყუილს ეხმიანება, რომლის თქმითაც,…

ბადრი ჯაფარიძე “აწარმოე საქართველოს” თანადაფინანსებით შექმნილ 500 საწარმოზე: ეს სრულიად სხვა რამეა

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “ღამის კურიერში” “აწარმოე საქართველოს” თანადაფინანსებით შექმნილ 500 საწარმოზე ისაუბრა. ჯაფარიძემ…

მიხეილ სარჯველაძემ, ზუგდიდში, დასაქმების ფორუმი გახსნა

ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.ფორუმზე 40 – ზე მეტმა ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები…

ირაკლი კობახიძე  – ვეტერანებმა ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი, მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსათვის თავდადებისთვის, იმ წვლილისათვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში

გავაგრძელებთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობას და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას. მათ შორის, ამ საკითხებზე გვექნება…

ირაკლი კობახიძე -წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის,   ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით

ვეტერანი ერთერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით,  წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მმართველმა გუნდმა დაიწყო  აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. „მინდა მოგილოცოთ ვეტერანთა დღე ჩვენს ძვირფას ვეტერანებს, თავდაცვის ძალების, პოლიციის, სპეციალური სამსახურების ღირსეულ მებრძოლებს, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს. ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც  თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით , როგორია მისი  დამოკიდებულება  სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომ, თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნვა, თქვენი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის, რომ წელს ამ დღეს მეათედ აღვნიშნავთ, სწორედ ამის დასტურია. წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით; საფუძველი ჩავუყარეთ ვეტერანთა საქმეების სამსახურის შექმნას და ვეტერანებზე ზრუნვა პრიორიტეტად ვაქციეთ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თქვენი დამსახურებების სათანადოდ დასაფასებლად“, – განაცხადა პრემიერმა.

შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტი გასულია სრულად როგორც კონსტიტუციიდან, ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, თავისი ფურცლით დადის საზღვარგარეთ და ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს უცხო ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან

პრეზიდენტი გასულია სრულად როგორც კონსტიტუციიდან ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ის ჩვეულებრივად ჩართულია საარჩევნო კამპანიაში “ქართული ოცნების”…

შალვა პაპუაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმავე წყაროებიდან ფინანსდებიან, ვინც დახურულ კარს შიგნით ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, გარედან უკვე ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების პირით აიძულებდა ხელისუფლებას ამ ნაბიჯზე წასვლას

ორ წელიწად-ნახევარი ჩვენ საჯაროდ არ ვამბობდით, რომ დახურულ კარს მიღმა ჩვენგან ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. მათ…