ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 21 ოქტომბრის №359 დადგენილების და შემოსავლების…
თვე: ოქტომბერი 2024
ირაკლი კობახიძე – ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებაში, პირველ ეტაპზე ქარხანაში 500 ადამიანი დასაქმდება
პროექტი მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, გაუმჯობესდება საგარეო სავაჭრო…
სამტრედიაში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა
სამტრედიაში, სამედიცინო ინვენტარის, აპარატურისა და სახარჯი მასალის საწარმო LINEMA დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ქართული სამედიცინო წარმოების ხაზი…
ირაკლი კობახიძე – ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნი პროექტი არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში – პროექტის საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს
საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. „მოხარული ვარ, რომ დღეს, თქვენთან ერთად ვმონაწილეობ ამ მასშტაბური პროექტის წარდგენაში. საქართველოში პირველი სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც „ბლექ სი პეტროლიუმი“ აშენებს, უმნიშვნელოვანესი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.ეს არის ყველაზე მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე დანადგარებით, რაც განაპირობებს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის მიღებას. საწარმო ფუნქციონირებას მომავალი წლის მარტში დაიწყებს და პირველ ეტაპზე წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს. ეს მოცულობა ეტაპობრივად 4 მილიონ ტონამდე გაიზრდება. 2028 წლის ბოლოსთვის, საწარმოში სრულად იქნება დანერგილი ნედლი ნავთობის და ნავთობპროდუქტების მაღალტექნოლოგიური გადამუშავება. ამის შემდეგ, „ბლექ სი პეტროლიუმი“ შეძლებს ადგილობრივ ბაზარს მიაწოდოს სხვადასხვა სახის ნავთობპროდუქტები. რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, პროდუქტი გავა ექსპორტზე ევროპაში და მსოფლიოს სხვა ბაზრებზე“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს საპატრიარქო: ეროვნული და სარწმუნოებრივი ღირებულებების დაცვა და ქვეყნის გამთლიანება, სუვერენტიტეტისა და მშვიდობის შენარჩუნება, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ასევე საზოგადოების მხრიდან უმთავრეს მიზანს წარმოადგენს
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ჩვენი ერისა და ქვეყნის ყველაზე დიდი გამაერთიანებელი და მოამაგე, პოლიტიკურ მხარედ ვერ…
მამუკა მდინარაძე: თუკი ვინმე იტყვის, რომ ან პირადობის მოწმობის გამორთმევა ამომრჩევლისთვის, ან სხვაგვარი კანონდარღვევა უნდა ჩაიდინოს, უთხარით, რომ ეს არის მავნებლობა, რომელსაც ზიანის მეტი არაფერი მოაქვს – არაფერში გვჭირდება თუნდაც მცირე გადახვევა კანონის ჩარჩოებიდან
როგორც ჩანს, პირადობის მოწმობების გამორთმევის თემა მთავარ ფეიკ თემად უნდათ რომ აქციონ. ამავე დროს, ამოვარდა ინფორმაციები,…
დავით ჩიხელიძე: სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტების ნახევარზე მეტი, ოპოზიციასთან პირდაპირ კავშირში იმყოფება – ნათლად გამოჩნდა, დასავლეთის მიერ გადმორიცხული თანხა არა სამოქალაქო სექტორის განვითარებას, არამედ კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესებს ემსახურება
ექსპერტი დავით ჩიხელიძე, “ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ 102…
თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე 23 ოქტომბერს მოძრაობა სრულად შეიზღუდება
23 ოქტომბერს დაგეგმილი ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა დარუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა…
ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილსა და აშშ-ის ელჩს შორის შეხვედრა, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე ძალიან მალე შედგება, ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ურთიერთობების გადატვირთვა როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან, ყველა ვართ მოხარული, რომ უკვე შეთანხმებულია ბიძინა…
ირაკლი კობახიძე – როგორი პროვოკაციებიც არ უნდა დაგეგმოს რადიკალურმა ოპოზიციამ,სახელმწიფო და უსაფრთხოების უწყებები დგანან თავიანთ ადგილზე,დარწმუნებული ვარ,რომ ყველა ზომა იქნება მიღებული ნებისმიერი პროვოკაციის პრევენციისთვის
რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რაღაც კამპანიებით ჩრდილი მიაყენოს საარჩევნო პროცესებს, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი გუნდი, რომ ვერავითარ საბაბს ვერ პოულობენ ამისათვის, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე კამპანიის აგორება სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. „ერთი კამპანიის აგორება სცადეს პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან მალე გაცამტვერდა მათი არგუმენტები. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ყალბი სიუჟეტი ID ბარათებთან დაკავშირებით რაც შეეხებოდა რუსთავს და საბოლოო ჯამში , მტკიცებულებებით დადასტურდა ის, რომ სრული სიცრუე გაავრცელა კონკრეტულმა ჟურნალისტმა ამ ტელეკომპანიის მეშვეობით. ასევე იყო მოხუცებულთა თავშესაფართან დაკავშირებით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, საბოლოო ჯამში, რაც გავარკვიეთ, ამ ადამიანებს ხმის მიცემის უფლებაც კი არ აქვთ შესაბამის საარჩევნო ოლქში, აქედან გამომდინარე, აზრიც კი არ ექნებოდა მათთვის პირადობის მოწმობების გამორთმევას. ისინი ცდილობენ, რაღაც კამპანიებით ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს, თუმცა იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი გუნდი, რომ ვერავითარ საბაბს ვერ პოულობენ ამისათვის. ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, 60 % რეიტინგი, ერთადერთი რაც ჩვენს ინტერესებში შედის, არის ის, რომ მშვიდად ჩავატაროთ ეს არჩევნები ბოლომდე, 26 ოქტომბრის ჩათვლით და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ყველაფერი. როგორი პროვოკაციებიც…
ირაკლი კობახიძე – არიან ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში მიეკუთვნებიან რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა რეგისტრირდებიან, როგორც ე.წ დამკვირვებელი ორგანიზაციები, თუმცა მათ არ შეუძლიათ, ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს საქართველოში
გავრცელებული პრაქტიკაა, არიან ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში მიეკუთვნებიან რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა რეგისტრირდებიან, როგორც ე.წ დამკვირვებელი ორგანიზაციები, თუმცა…
ირაკლი კობახიძე – 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროა, რომ პროცესებში, რასაც ჰქვია სიძულვილის დათესვის მცდელობა, უცხოური ფული არის ჩართული
26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას მათ შორის, ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ სიძულვილის დათესვის მცდელობაში უცხოური ფული არის ჩართული. „ლიბერალური ფაშიზმი არ არის ახალი მოვლენა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და მათთვის არ არსებობს არავითარი ფასეულობა. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არც ქართული სპორტი, არც ქართველი სპორტსმენი არ არის მათთვის სინამდვილეში ფასეული. მათი გულშემატკივრობაც არის აბსოლუტურად ყალბი. სხვანაირად შეუძლებელია, აიხსნას ისლიბერალურ-ფაშისტური გამოხტომები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ღირსეულ ადამიანებზე. თავად ამ ადამიანების უღირსობაზე მეტყველებს ის ბულინგის მცდელობა, რომელსაც ისინი ახორციელებენ. 26 ოქტომბრის არჩევნები ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას მათ შორის, ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილს, რომლის დათესვასაც ეს ადამიანები ცდილობენ. სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცესებში, რასაც ჰქვია სიძულვილის დათესვის მცდელობა, უცხოური ფული არის ჩართული. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ყველამ დაინახოს, თუ ვინ აფინანსებს სიძულვილის დათესვას საქართველოში “, – განაცხადა პრემიერმ
ირაკლი კობახიძე – ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს
ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ინტერვიუ იყო ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო. „იმდენად ყოვლისმომცველი იყო ეს ინტერვიუ და იმდენად ყველა თემას შეეხებოდა, რომ ბევრ თემაზე შეიძლება კომენტარის გაკეთება. ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით განუმარტა საზოგადოებას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად ყველაფერი, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა ამ ინტერვიუს ფარგლებში. ზოგადად, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი კობახიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და…
ირაკლი კობახიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, 500 მდე ადამიანი დასაქმდება, პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს
დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. მისივე განცხადებით, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს. „ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან, უკვე შეუდგა სამუშაოებს. პირველ ეტაპზე დადგეგმილია ნავასდგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში დიდი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული. „იან დე ნული“ სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სრულად, ან ნაწილობრივ, განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა – პანამის არხის გაფართოების პროექტი , სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში…