უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და ომში ჩართვა. „ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, იმიტომ რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარეობს. ვიცით, ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო და არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართ. უნგრეთშიც ასეა“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
დღე: ოქტომბერი 29, 2024
ირაკლი ჭეიშვილი: ბათუმში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო 45 631 ხმა, ჯამში ოთხივე პარტიას მოვუგეთ დაახლოებით 6 000 ხმით, მეორე ადგილზე მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას” მოვუგეთ 33 700 ხმით – ამის შემდეგ რომ იტყვით არჩევნები გაყალბდაო, უნამუსო უნდა იყო ადამიანი
“ქართული ოცნების” აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი ჭეიშვილი, “ქართული ოცნების” გამარჯვებასთან დაკავშირებით ოპოზიციის სპეკულაციებზე, სოციალურ ქსელში…
ირაკლი კობახიძე -განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ძალისხმევას, დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, მათ შორის, ქრისტიანული ფასეულობები ჩვენ გვაქვს და ვიბრძვით იგივე ფასეულობებისთვის
ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები, ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით , საქართველოს აქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და იბრძვის მის დასაცავად.„ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები, ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობები და გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და ვიბრძვით იგივე ფასეულობებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს-მადლობას ვუხდით უნგრეთს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოსა და უნგრეთს შორის თანამშრომლობის ყველა ასპექტი, პოლიტიკური თანამშრომლობა. მადლობას ვუხდით უნგრეთს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო უნგრეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას, ასევე ისაუბრა შავი ზღვის ელექტროგადამცემ პროექტზე და აღნიშნა,რომ ერთობლივი პროექტების განხორციელებას მომავალშიც დიდი ყურადღება დაეთმობა. „მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება უნგრეთთან, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივად ინვესტიციების განხორციელებას, როგორც უნგრეთში, ისე საქართველოში. ამ მიმართულებით, მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა. ასევე, განსაკუთრებული პრიორიტეტია თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში. ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, განვითარებას და მოხარულები ვართ, რომ აქაც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და მომავალშიც ხელს შევუწყობთ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას. იცით, რომ ერთობლივად ვმუშაობთ პროექტებზე და აღსანიშნავია შავი ზღვის ელექტროგადამცემი, ინტერნეტის გადამცემი კაბელის პროექტი, სადაც ერთად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნები, სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების განხორციელებას მომავალშიც ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა. ჩვენ, შეხვედრის დროს, საუბარი გვქონდა თანამშრომლობის ყველა ასპექტზე. კმაყოფილები ვართ დღევანდელი მდგომარეობით, დღევანდელი მოცემულობით, თუმცა არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პოტენციალი და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ რესურსის მაქსიმალურად ასათვისებლად. კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ მისი დამოკიდებულების,…
ირაკლი კობახიძე-საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება
განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. „მადლობას ვუხდი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ბატონ ვიქტორ ორბანს, საქართველოში ჩამობრძანებისთვის. ის წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად იმყოფება საქართველოში და მისი ვიზიტი ისევე, როგორც ზოგადად, თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის, არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. ეს თანამშრომლობა, პარტნიორობა, მეგობრობა ეფუძნება ჩვენს ხალხებს შორის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და გაღრმავებას. განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორციელდება უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით უნგრეთს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უნგრეთი იყო საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე და უნგრეთმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებისას და ამისათვის მე პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს უნგრელ მეგობრებს, უნგრეთის ხელისუფლებას მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. რა თქმა უნდა, მომავალშიც გვაქვს მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი და მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უნგრელ მეგობრებს, პირადად ბატონ ვიქტორ ორბანს ამ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმართება ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრები მედიისთვი ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ
თამარ ხიდაშელი: ჩვენ არ დაგვითვლია რამდენი ადამიანი დააშინეს, ეს შეუძლებელი იქნებოდა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი თამარ ხიდაშელი გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ არჩევნების პერიოდში ამომრჩევლებზე დაშინების შესახებ…
დავით ქართველიშვილი მეთიუ მილერის განცხადებაზე: როდემდე უნდა გვამყოფონ კოლექტიურმა “მეთიუმილერებმა” ნეანდერტალელთა როლში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო…
სამტრედიაში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს
სამტრედიის მუნიციპალიტეტს სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მთავრობის დადგენილებით სტიქიის ფონდიდან 345 000 ლარი გამოეყო და მიმდინარეობს…