უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი…
დღე: ოქტომბერი 29, 2024
ილია დარჩიაშვილი- უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი ქვეყანა ევროკავშირის შიგნით, რომელიც დაეხმარება საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით
უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და კიდევ ერთხელ დადასტურდა ბატონი ორბანის მხრიდან, რომ უნგრეთი იქნება ერთ-ერთი…
ზაალ ანჯაფარიძე “ლელოზე” და გახარიაზე: რას აპროტესტებს ეს ორი? „ნაცმოძრაობის“ დაბალ შედეგებს თუ საკუთარს? მათ მიიღეს თითქმის ის შედეგები, რასაც კეზერაშვილის წინა “გამოკითხვები” უწერდათ და ამაყად აფრიალებდნენ ყველგან
ისმის კითხვა: რას აპროტესტებს ეს ორი? „ნაცმოძრაობის“ დაბალ შედეგებს თუ საკუთარს? მათ მიიღეს თითქმის ის შედეგები,…
ნინო ფოჩხუა-დესტრუქციული ოპოზიციის მხარდამჭერებო, ნუ მოატყუებინებთ თავს ამ მავნებლებს, წაიკითხეთ კონსტიტუცია და ნახავთ, რომ გატყუებენ, კანონი სულ სხვას ამბობს, ეს უღირსი ლიდერები პარლამენტშიც შევლენ და ხელფასსაც დასწრებაზე აიღებენ
ექსპერტი ნინო ფოჩხუა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შესახებ, ოპოზიციის მიერ გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებებზე, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის…
შალვა პაპუაშვილი: გახარია და “ლელო” რას აპროტესტებენ? იმ ეგზიტპოლით, რომელიც მათ მოეწონათ, 8-9% ჰქონდათ. ცესკოს შედეგებითაც 8-9% აქვთ და რით არიან უკმაყოფილოები? „ნაციონალური მოძრაობის“ და გვარამიას შედეგებით?
მე ვერ ვხვდები გახარია და „ლელო“ რას აპროტესტებენ, რით არიან უკმაყოფილო? რისი შედეგებით? ვისი შედეგებით? ანუ…
დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებამ დაიცვა მმართველი გუნდი, მმართველი გუნდი დაიცავს საზოგადოების ხმებს. ორივე ერთად კი საქართველოს ინტერესების მხარეს იდგება, რისი გათვალისწინებაც მოუწევს ყველას!
პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ოპოზიციაც ელოდა საარჩევნოდ ამ შედეგს…
ვიქტორ ორბანი – არჩევნების შედეგები უდავოა, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ
არჩევნების შედეგები უდავოა. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ…
ვიქტორ ორბანი – უნგრეთი ყოველწლიურად 80 ქართველი სტუდენტის უნგრეთში სწავლას აფინანსებს
უნგრეთი ყოველწლიურად 80 ქართველი სტუდენტის უნგრეთში სწავლას აფინანსებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრეთში სწავლის ინტერესი გაცილებით დიდია, მაგრამ 80 სტუდენტისთვის გამოიყოფა სტიპენდია. „მინდა, გავახსენო, რომ უნგრეთი სახელმწიფოს სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს. ყოველწლიურად 80 ადგილის დაფინანსება ხდება. ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე 80, მაგრამ 80-ისთვის გამოიყოფა სტიპენდია და ვაფინანსებთ ქართველი სტუდენტების სწავლას უნგრეთის უნივერსიტეტებში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ვიქტორ ორბანი-უნგრეთი მზად არის, რომ საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის მიმართულებით წვლილი შეიტანოს
უნგრეთი მზად არის, რომ საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის მიმართულებით წვლილი შეიტანოს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, საქართველო და უნგრეთი სტრატეგიული მიმართულებით განავითარებენ ურთიერთობებს. „ჩვენ უნგრული ავიაკომპანია დავნიშნეთ საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენ ეკონომიკურ აღმავლობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, ტურიზმისა და წყლის რესურსების განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ერთად შეგვიძლია მუშაობა უმსხვილესი პროექტის ფარგლებში. ევროკავშირისთვის უმსხვილესია ეს პროექტი, რადგან უშველებელი ევროპული გეგმა გულისხმობს მწვანე ელექტროენერგიის მიწოდებას კავკასიის რეგიონიდან ევროპაში, რომელიც არის მეგაევროპული პროექტი. ამისათვის მადლობა მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში აქტიურად მუშაობას. აზერბაიჯანი, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან აქტიურად მუშაობას. აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი მუშაობენ ამ მიმართულებით და ერთობის საწარმოც გვაქვს და ესგადამწყვეტია ამ მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ევროკავშირის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ვიქტორ ორბანი-საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო
თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იმ განცხადებების ფონზე რაც ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ლიდერისგან ისმის, ვიქტორ ორბანმა ასე უპასუხა:„ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებული, ზოგიერთი ქვეყანა ასე ამბობს, მაგრამ თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო,“- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის,უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრ ორბანის ვიზიტის მნიშვნელობას უნგრეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში. აღინიშნა, რომ ეს ადასტურებს საქართველოს პრიორიტეტებისადმი უნგრეთის მხარდაჭერას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ირაკლი კობახიძემ ვიქტორ ორბანს მადლობა გადაუხადა ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უნგრეთმა განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს მიერ კანდიდატის…
ვიქტორ ორბანი-მინდა,მივულოცო საქართველოს მთავრობას,რომ არსებულ პირობებში, როდესაც თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ,არ დაუშვით, თქვენი ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო,ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი
მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ არსებულ პირობებში, როდესაც თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არ დაუშვით, თქვენი ქვეყანა მეორე უკრაინად გადაქცეულიყო, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისივე თქმით, უნგრეთი აფასებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთგულებას მშვიდობის იდეისადმი და დარწმუნებულია, რომ ათწლეულის ბოლოს საქართველო იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. „ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად ვარ დარწმუნებული, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დახმარება აღმოგიჩინოთ. ჩვენ უნგრელი ექსპერტები გამოვგზავნეთ თბილისში, ასევე მივიღეთ თქვენი ქვეყნის ექსპერტები ვიზიტით, რომლებიც დაძმობილების პროგრამაში ჩაერთნენ,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს -ალბათ,თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში,რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დააკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პირობებში ერთგულების კითხვის ქვეშ დაყენება სასაცილოა
მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი გააკეთა, ევროპული არჩევანი გააკეთა და ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ევროინტეგრაცია საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა. „ალბათ, თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა დააკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ პირობებში ერთგულების კითხვის ქვეშ დაყენება ნამდვილად სასაცილოა,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
ვიქტორ ორბანი – საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე შევისწავლე უნგრელი დამკვირვებლების ანგარიში, ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი და ამიტომ მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრს
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე შევისწავლე უნგრელი დამკვირვებლების ანგარიში, ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ…
ვიქტორ ორბანი – მინდა, მივულოცო პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, ვაკვირდები კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო გამოხმაურებასაც ვეცნობი, არავის გაუბედავს თქმა, რომ არჩევნები ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული
მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება. ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება, საერთაშორისო…