იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ…
დღე: ოქტომბერი 28, 2024
შალვა პაპუაშვილი-რამე რომ გაყალბებულიყო ან ქართველ ამომრჩეველს ან თუნდაც ოპოზიციას რა შეაჩერებდა პროტესტისგან, მაგრამ წავიდნენ და მშვიდად დაიძინეს იმიტომ, რომ იციან, ქართველი ხალხისგან მიიღეს პასუხი საკუთარი უსამშობლობის გამო
„მთავარი მიზანი რაც მათ ჰქონდათ, რომ ხელისუფლება გადაებარებინათ მათი უცხოელი დამკვეთებისთვის, ეს მიზანი ვერ შეასრულეს და…
შალვა პაპუაშვილი: NDI-ის პასუხისმგებლობაა, რომ მოუწოდონ და აიძულონ ISFED გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის სრული ანგარიში, რომელშიც ზუსტად იქნება ყველა ის სიყალბე, რომელსაც ახლა აბრალებს ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, თუ ზოგიერთი უცხოელი აქტორი საქართველოს
მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს, ასევე დაადასტურებდა ISFED-ის პარალელური დათვლის ანგარიში, რომელსაც ISFED მალავს. გუშინ თქვენ ნახეთ,…
შალვა პაპუაშვილი აპარატურით მანიპულაციაზე: პრეზიდენტის სასახლიდან როდესაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, იმისთვის, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და მათ ემოციებზე ითამაშონ ეს არის გაუგონარი ამბავი
შალვა პაპუაშვილი: აპარატურასთან დაკავშირებით ამერიკულმა კომპანიამ, რომელიც ამისთვის იყოს წინასწარ შერჩეული ჩაატარა აუდიტი, არანაირი შეუსაბამობა აპარატურასთან…
შალვა პაპუაშვილი: თუ დიდ მასშტაბებს ვერ თვლის ბატონი მელიას კალკულატორი, წალენჯიხაზე გეტყვით, რომ გადასატან ყუთზე ადგილობრივ არჩევნებზე 2021 წელს 778 ადამიანი იყო რეგისტრირებული – საოცრება, უფრო მეტი ყოფილა ვიდრე 2024 წელს, ასეთი მარტივი ტყუილებით ატყუებენ ადამიანებს
გუშინ, „მთავარ არხზე“, ნიკა მელია ძალიან გახარებული ავრცელებდა სასულეებს. აქ უკვე დარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ, ცოდნა…
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: 2012 წელს რამდენიმე დღე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი, 2016 წელს რამდენიმე კვირა დასჭირდათ, 2020 წელს რამდენიმე თვე დასჭირდათ და ახლაც იგივე მდინარეში შევიდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც იგივე მარცხის აღიარება მოუწევთ
დიდი იმედი არა, მაგრამ, გულის კუნჭულში მქონდა მაინც იმედი, რომ 2020 წელივით არ მომიწევდა გამოსვლა და…
ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ენჯეოები, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის – ეს ძალები უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას, თუმცა, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე
ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის ენჯეოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ეს ძალები ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას, თუმცა, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და კონსტიტუციურ ვერავინ შეარყევს. „კიდევ ერთხელ მეორდება ის, რაც ხდებოდა ყველა არჩევნებზე. ოპოზიცია ვერ ეგუება საარჩევნო მარცხს და მათთან ერთად დგანან ის ენჯეოები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში იბრძოდნენ საკუთარი ფინანსების გაუმჭვირვალობისთვის და ვხედავთ, რეალურად, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. ეს ძალები ერთად კიდევ ერთხელ უპირისპირდებიან კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში. სცადეს, დაპირისპირებოდნენ, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეარყევს“, – განაცხადა პრემიერმა
პრემიერი – მინდა ქართველ ხალხს გადავუხადო მადლობა, დღეიდან განვაახლებთ ყოველდღიურ მუშაობას, შრომას, რომ ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადავიყვანოთ 4 წლის თავზე
მინდა ქართველ ხალხს გადავუხადო მადლობა. ყველაზე რთულ წუთებშიც ქართველი ხალხი იდგა ჩვენს გვერდით და სწორედ ამან…
ირაკლი კობახიძე -გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემდეგი 4 წლისთვის და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება
გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემდეგი 4 წლისთვის და ეს გეგმა აუცილებლად განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 12-წლიანმა და განსაკუთრებით ბოლო 4-წლიანმა პერიოდმა შექმნა ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ 4 წლის თავზე თვისებრივად განვითარების სხვა დონეზე გადავიდეს ქვეყანა, რაც არის სამთავრობო გუნდის უმთავრესი ამოცანა.„ჩვენ კონკრეტულ ამოცანებზეც გვქონდა საუბარი, ეს არის მაგალითად ეკონომიკის გაზრდა 130 მილიარდ ლარამდე, რაც სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ არის სავსებით რეალური. 40 მილიარდს უნდა გადააჭარბოს ბიუჯეტმა 4 წლის თავზე, ესეც არის აბსოლუტურად მიღწევადი და აქაც სრულად უნდა ვიყოთ მობილიზებული. 4 პროცენტს უნდა ჩამოსცდეს უმუშევრობის მაჩვენებელი, ასევე 4 პროცენტს უნდა ჩამოსცდეს სიღარიბის მაჩვენებელი, სულ მცირე 300 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ უნდა დაძლიოს სიღარიბე ამ ქვეყანაში მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ესეც არის ძალიან ამბიციური ამოცანა, თუმცა სავსებით რეალური ამ მიზნის შესრულება, ამისათვის საჭიროა ჩვენი ყოველდღიური მუშაობა. ჩვენ გვინდა, სულ მცირე 9 მილიარდი დოლარის ინვესტიციების მოზიდვა შემდეგი 4 წლის განმავლობაში, რაც სავსებით რეალურია და ამისთვისაც არის ძალიან კარგი საფუძვლები შექმნილი გასული წლების განმავლობაში. გაგრძელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ძალიან მკაფიო, კონკრეტული გეგმა გვაქვს შემდეგი 4 წლისთვის და ეს გეგმა სრულად უნდა განხორციელდეს და აუცილებლად განხორციელდება, მათ შორის საგზაო პროექტები და მრავალი მიმართულებით გვაქვს ასეთი პროექტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
ირაკლი კობახიძე – თბილისსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც 2028 წლისთვის დასრულდება
ჩვენ მიერ დაანონსებული საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც 2028 წლისთვის უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი სტუდენტებს მისცემს საშუალებას, რომ საქართველოში მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის პირობებში. „ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენ მიერ დაანონსებული საუნივერსიტეტო კამპუსების განვითარების პროექტი, როგორც თბილისში ასევე ქუთაისში. საუბარია სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რაც ჩვენს სტუდენტებს მისცეს საშუალებას, რომ უშუალოდ საქართველოში მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურის პირობებში და შესაბამის გარემოში. ეს მისცემს მათ სრულიად სხვაგვარად საკუთარი ინტერესების რეალიზების საშუალებას. მთელი ყურადღება დაეთმობა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელიც უნდა დასრულდეს 2028 წლისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია -ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას,რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება
გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია არის ევროინტეგრაცია. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობის ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულდეს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო 2030 წლისთვის ევროკავშირის წევრი გახდება. “გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია არის ევროინტეგრაცია. ჩვენ ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას, რაც ვფიქრობთ, ინტენსიურ რეჟიმში მომავალი წლის დასაწყისიდან წარიმართება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულებები, რაც გვეკისრება ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. ჩვენი ამბიციური ამოცანაა, რომ 2028 წლისთვის ორივე მიმართულებით ამ ვალდებულებების 90%ზე მეტი შევასრულოთ, რაც საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო მიაღწევს 2030 წლისთვის იმ საბოლოო მიზანს, რომელიც გვაქვს დასახული და ეს არის ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაცია. ამისთვის, მათ შორის არის საჭირო ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით ეკონომიკის ზრდა. ყველას ესმის, რომ თუ ეკონომიკური მაჩვენებლები არ იქნება სათანადო, ქვეყანას ევროკავშირში არავინ მიიღებს. ამიტომ, ყველა მიმართულებით განვითარებას აქვს მნიშვნელობა, იმისათვის, რომ ჩვენ 2030 წლისთვის მივაღწიოთ ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას და ამისათვის ყველაფერი გაკეთდება“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – აეროპორტების მიმართულებით, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები – აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, ასევე იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება
აეროპორტების მიმართულებით, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები – აშენდება თბილსის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, ასევე იგეგმება ქუთაისის…
ირაკლი კობახიძე – ჯარზე და პოლიციაზე ზრუნვა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ჩვენი ჯარი და სამართალდამცავი უწყებები ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია
ჯარზე და პოლიციაზე ზრუნვა გაგრძელდება მუდმივ რეჟიმში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ჩვენი ჯარი და სამართალდამცავი უწყებები ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.მისივე თქმით, ხელისუფლების ვალია განსაკუთრებულად იზრუნოს ჯარსა და პოლიციაზე. „ჩვენი ვალია განსაკუთრებული ზრუნვა როგორც ჯარის, პოლიციის, სამართალდამცავი სტრუქტურების განვითარებაზე, ისე თითოეული ჯარისკაცის, პოლიციელის, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, სახელმწიფო დაცვის, დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლის ინტერესების რეალიზებასა და მათი ღვაწლის დაფასებაზე. ამას, რა თქმა უნდა, მუდმივ რეჟიმში გავაკეთებთ,“- განაცხადა პრემიერმა.
თამარ ჩიბურდანიძე: ენტონი ბლინკენს ავიწყდება, რომ სწორედ მსგავსმა განცხადებებმა მიაღებინა მილიონზე მეტ გაბრაზებულ ქართველს ეს გადაწყვეტილება. მოუწევს ამერიკას ჩვენი ხალხის არჩევანის აღიარება
„მოუწევთ საქართველოს სუვერენული უფლებებისადმი პატივისცემა. ეს ქვეყანა აღარ იყიდება. ვინც მათ მიჰყიდა საქართველო, სწორედ მათგან ჩვენი…
ირაკლი კობახიძე – ჩვენ 4 წლის თავზე განვითარების სრულიად სხვა დონეზე უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა, რისთვისაც ყველანაირი საფუძველი არის შექმნილი
ჩვენ უპრეცედენტო ნდობა გამოგვიცხადა ქართველმა ხალხმა და ეს უპრეცედენტო ნდობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასაც ქართველი ხალხის წინაშე,…