პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რადიკალური ოპოზიციის დასავლელ პარტნიორების განცხადებებსა და ქმედებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.…
დღე: ოქტომბერი 28, 2024
პაატა ზაქარეიშვილი-მინდა 2 კვირა, დღე და ღამე, 100 000 კაცი მთელ ქუჩებში იყოს. უნდა მოხდეს საქართველოს პარალიზება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ შემდეგ არჩევნებს დაველოდოთ
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს, რომ ოპოზიციამ ხალხი ქუჩაში უნდა გამოიყვანოს.როგორც ზაქარეიშვილი აცხადებს, მას მთელი საქართველოს პარალიზება…
კახა კალაძე არჩევნების შედეგების გამოძიების მოთხოვნაზე: თუკი ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, გაერთიანდნენ, მობრძანდნენ და რამდენი უბანიც უნდათ, დაითვალონ
„მზად ვართ, ვისაც უნდა, რამდენი უბანიც უნდა, თვითონ აირჩიონ. ყველა უბნის გადათვლა უნდათ? – პრობლემა არ…
ნიკოლოზ მეტრეველი- ქართველი ხალხის ნებას ვერავინ შეაჩერებს. ამ 12 წლის განმავლობაში, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, არ ყოფილა არცერთი ომი, ამას ხედავს ყველა ჩვენი მოქალაქე და იმიტომაც არის ეს კარგი შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დადო
„როდესაც ქართველი ხალხის ნება არის ურყევი, ვერავინ შეაჩერებს, ამის დასტურია 2012 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ურთულეს…
კახა კალაძე: წარმოუდგენელია, შეუძლებელია ელექტრონული სისტემით ვინმემ რაიმე გააყალბოს
თბილისის მერი კახა კალაძე შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ელექტრონული სისტემის პირობებში ვინმემ არჩევნების შედეგი გააყალბოს.როგორც მან დღეს…
ახა კალაძე ოპოზიციაზე: როდესაც გარედან იმართები, ხარ მოღალატე, აგენტი, ქართველი კაცი ხმას არავითარ შემთხვევაში არ მოგცემს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ეუთო/ოდირ-ის წინასწარ დასკვნებში პოზიტიურად…
კახა კალაძე: გამოვიდნენ, შეიკრიბონ, თუმცა, ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი მკაცრი პასუხი გაეცემა
საქართველოს მოსახლეობა დადგა იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა, რადიკალურმა ოპოზიციამ კი მიიღო ის, რასაც იმსახურებდნენ“, –…
კახა კალაძე: სალომე ზურაბიშვილის სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, სამარცხვინო იყო
„სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, სამარცხვინო იყო“, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე…
მამუკა მდინარაძე-როგორც ჩვენთვის ცნობილია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და უკრძალავენ პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გამოქვეყნებას- კეთილი ინებონ მოახსენონ საზოგადოებას თითოეული ხმის შესახებ, ეს ბოლომდე გააქრობს მანიპულაციის სივრცეს
„როგორც ჩვენთვის ცნობილია და შევეცდებით დავაზუსტოთ ინფორმაცია, რომ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელზე მიმდინარეობს ბულინგი და მას უკრძალავენ…
მამუკა მდინარაძე საერთაშორისო შეფასებებზე: საქართველოში შედგა არჩევნები, რომლის ვერ აღიარება ყველაზე ანტაგონისტურად, სუბიექტურად თუ რაც გნებავთ დავარქვათ, განწყობილმა ძალებმაც ვერ შეძლეს
გამოვეხმაურები საერთაშორისო შეფასებებს, შეგვიძლია ჩვენ ამ შეფასებებს დავარქვათ კრიტიკული აღიარება. კრიტიკის ნაწილში არ ვეთანხმებით, აღიარების ნაწილში…
ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება
ჩემი დღევანდელი ბრიფინგის თემა არის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ უკვე დღე-ნახევრის შემდეგაც კი ვერ თუ არ გაკეთებული…
“ქართული ოცნების“პოლიტსაბჭოს წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის,შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე ხმების დათვლა სრულად დაასრულა. არჩევნების შედეგები უკვე ნათელია, თითქმის 900 ათასი ხმით „ქართულმა ოცნებამ“ აჯობა შემდეგ პარტიას, რომელიც მეორე ადგილზეა ამ არჩევნებში და ეს არის ქართველი ხალხის, დიდი გამარჯვება, რომელმაც, ფაქტობრივად გაიმეორა ის ნაბიჯი, რომელიც ხალხმა 2012 წელს გადადგა, გაუსწორა რა თვალი იმ რისკებს და საფრთხეებს, რომელიც 2012 წლის არჩევნების წინ რეალობა იყო და მოიცილა ეს საფრთხეები, ხოლო, ამ არჩევნებზე იყო რისკი, რომ განმეორდებოდა.დიდი იმედი არა, მაგრამ, გულის კუნჭულში მქონდა მაინც იმედი, რომ 2020 წელივით არ მომიწევდა გამოსვლა და ტყუილების მხილება, მაგრამ, გამართლდა ჩვენი წინასწარმეტყველება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა არჩევნებისთვის, არამედ, არჩევნების მეორე დღისთვის. ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, მთელი ეს პერიოდი ზუსტად ამით იყვნენ დაკავებული და გამართლდა ის, რაც ჩვენ ვთქვით: გამართლდა ის, რომ მათ არ სურთ აღიარონ ხალხის ნება, გამართლდა ის, რომ ისინი არ აპირებენ მიიღონ ის მანდატი, რომელიც ხალხმა გადასცა. გამართლდა ის, რომ ამ ლოგიკიდან არ ამოვარდებოდნენ- 2012 წელს რამდენიმე დღე დასჭირდათ, რომ ეღიარებინათ მარცხი, 2016 წელს რამდენიმე კვირა დასჭირდათ რომ ეღიარებინათ მარცხი, 2020 წელს არ აღიარეს და რამდენიმე თვე დასჭირდათ,რომ ეღიარებინათ მარცხი და ახლაც იგივე მდინარეში შევიდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც იგივე აღიარება მოუწევთ. ახლა რაც შეეხება დეზინფორმაციებს, რომლებიც ასე უკვე შეჩვეული ვართ, რომ ვრცელდება არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენ ადრე გვქონდა, ძირითადი მანიპულაცია რასაც ოპოზიცია აწარმოებდა იყო ბიულეტენები, ოქმები, გახსოვთ ფრიალი და ასე შემდეგ, ჩაიხსნა მთლიანად იმიტომ, რომ ჩვენ შემოვიღეთ ელექტრონული სისტემა და ახლა გადავიდა სხვა სახის მანიპულაციებზე. ვნახოთ რა არის ეს: პირველი- “ედისონ რისერჩის” გაყალბებული ეგზიტპოლები. ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, მას შემდეგ, რაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ დაადასტურა, რომ მათი დათვლა და ცესკოს დათვლა ერთმანეთს ემთხვევა, შეგვიძლია უკვე ღიად ვთქვათ, რომ “ედისონ რისერჩმა” გააყალბა ეგზიტპოლი. ეს არის ცალკე საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ იქნას შესწავლილი. რა თქმა უნდა, მან საკუთარ რეპუტაციას მიაყენა მძიმე დარტყმა, ფაქტია, რომ ამის უკან სავარაუდოდ დგას რაღაც უკანონო გარიგება, რომლის მიზანი რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქნებოდა დემოკრატიული არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და დისკრედიტაცია. ასე რომ ეს არის ერთი ფაქტი და ზუსტად ამას იყენებდა ოპოზიცია და მათ შორის, უცხოელი აქტორები იმისთვის, რომ გაეტარებინათ ცრუ ნარატივი, თითქოს მოხდა გაყალბება და ასე შემდეგ. თქვენ ხედავთ სქრინზე გიორგი კანდელაკი, რომელიც ორმაგი ფუნქციის მატარებელი არის ჩვენს საზოგადოებაში. ის ერთის მხრივ არის პოლიტიკოსი და მეორეს მხრივ არის ენჯეოს წარმომადგენელი, უცხოური დაფინანსებით მოქმედი პოლიტიკოსია შეგვიძლია ასე ვთქვათ და გამოირჩევა იმით, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს ხოლმე და ის თავის სოციალურ მედიაში აქვეყნებდა ზუსტად ამ შედარებას, თუ როგორი აცდენა არის ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის და ამით ამყარებდა ცრუ ნარატივს იმასთან დაკავშირებით, თითქოს მოხდა გაყალბება. რომელსაც ასევე იზიარებს ქალბატონი ლორა თორნტონი. როგორც იცით ის გახლავთ ავტორი იმ ანგარიშისა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წარედგინა ამერიკაში, სადაც ზუსტად აღწერილი არის ის სცენარები და გახსოვთ, ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, რაც დღეს ხდება. გახსოვთ თქვენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნებს, მიუხედავად ამისა უნდა იყოს პროტესტები და ამას უნდა მიაქციონ ყურადღება და მხარი დაუჭირონ სხვადასხვა პოლიტიკოსებმა. და ვხედავთ, რომ ის მთლიანად ჩართული არის ტყუილის, ცრუ ბრალდებების გავრცელებაში ეგზიტპოლთან დაკავშირებით და არის მონაწილე დემოკრატიული არჩევნების დისკრედიტაციისა. კიდევ ერთხელ, თავად „სამართლიანი არჩევნების“ პარალელურმა დათვლამ დაადასტურა, რომ “ედისონ რისერჩმა” გააყალბა განზრახ ეგზიტპოლები და ამით იყო მცდელობა, რომ შემოეტანათ შფოთი, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში და დისკრედიტაცია მოეხდინათ არჩევნების. მეორე საკითხი შეეხება თავად აპარატურას, თქვენ გახსოვთ როგორ იფიცებოდა ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, რომ შეუძლებელია რაიმე მოხდეს აპარატურასთან დაკავშირებით და გუშინ ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ მოხდა აპარატურით მანიპულაცია, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სასახლიდან როდესაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, იმისთვის, რომ ადამიანები შეიყვანონ შეცდომაში და მათ ემოციებზე ითამაშონ ეს არის რა თქმა უნდა გაუგონარი ამბავი და ხედავთ, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართული არის იმ სცენარში, რასაც ჰქვია ქვეყნის არევა ოპოზიციასთან ერთად და ჩვენ გვესმოდა, …
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებას ულოცავს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას…
რატი ბრეგაძე -გუშინ პრეზიდენტის სასახლეში აღქმაკრატიის იდეოლოგიის მიმდევართა კლუბის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე :“ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, მხოლოდ საკუთარი აღქმებისა…
გერმანელი დეპუტატი ანდრეი ჰუნკო – პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას . ეჭვგარეშეა, რომ უმრავლესობამ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი
ქართველი ხალხის ნებას პატივი უნდა ვცეთ. ეჭვგარეშეა, რომ უმრავლესობამ მმართველ პარტიას დაუჭირა მხარი,- ამის შესახებ გერმანიის…