პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „”წინასაარჩევნო პერიოდმა ჩაიარა მშვიდ ატმოსფეროში”…
დღე: ოქტომბერი 26, 2024
ირაკლი კობახიძე – უნდა გამოვიდეს ქუდზე კაცი, ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, რაც ნიშნავს ყველაზე მყარი გარანტიების შექმნას ქვეყნის გრძელვადიანი, სტაბილური განვითარებისთვის
სრული მობილიზაცია გვაქვს, ვმუშაობთ პარტიულად, თუმცა არის ამომრჩეველი, რომელიც შეიძლება ჯერ კიდევ ფიქრობდეს სახლში დარჩენას, ხედავს…
ირაკლი კობახიძე – ქვეყნის მშვიდობის მთავარი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,ევროკავშირისკენ სწრაფვა რომ იყოს მშვიდობის გარანტი, უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა
ქვეყნის მშვიდობის ერთადერთი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ღირსეული დამოკიდებულება ყველას მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც აშშ-სთან ისე ევროკავშირთან „ქვეყნის მშვიდობის მთავარი გარანტი არის ღირსება, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მხოლოდ ევროინტეგრაცია რომ იყოს მშვიდობის გარანტი, ამ შემთხვევაში უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა. ევროკავშირისკენ სწრაფვა რომ იყოს გარანტი მშვიდობის, უკრაინაშიც იქნებოდა მშვიდობა. მაგრამ ერთადერთი გარანტი მშვიდობის არის ღირსება, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ღირსეული დამოკიდებულება ყველას მიმართ. როგორც კი დასრულდება ეს არჩევნები, როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, სრულად გადაიტვირთება ურთიერთობები, როგორც აშშ-სთან, ისე ევროკავშირთან. გვაქვს ძალიან კარგი სიგნალები, მათ შორის გუშინდელ სიგნალებსაც ვგულისხმობ. გვაქვს არაჩვეულებრივი სიგნალები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობები ძალიან მალე გადაიტვირთება, იმაზე მალე შეიძლება, ვიდრე მანამდე ვპროგნოზირებდით. ვგულისხმობ სიგნალებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, ვგულისხმობ კომუნიკაციას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს არჩევნებია – ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
დღეს საქართველოს პარლამენტის, სამტრედიისა და ჩოხატაურის საკრებულოს შუალედური და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.…
ირაკლი კობახიძე -ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით 60-პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიციის უმძიმესი მარცხი
ჩვენ ნებისმიერ შედეგს ვაღიარებთ, მაგრამ ვაღიარებთ იმას, რაც დაიდება ცესკოს მიერ, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დაახლოებით…
ირაკლი კობახიძე – ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს არჩევნებს, ჩვენ ველოდებით მილიონზე ბევრად მეტ ხმას ამ არჩევნებში და ეს იქნება რეკორდული მაჩვენებელი
ეს იქნება მორიგი, მე-9 შემთხვევა, როდესაც ოპოზიცია ძალიან მძიმედ წააგებს ამ არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოს…
ირაკლი კობახიძე-2012წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა, ეს არის იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველაფერი
2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა, ეს არის იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია ჩააბარებს ყველაფერს, რაც დარჩენილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს არჩევნებში დაახლოებით 60 პროცენტს. „2012 წლის შემდეგ ჩვენ გვაქვს რეკორდული მხარდაჭერა, ეს არის იმის შედეგი, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველაფერი. ოპოზიცია ჩააბარებს ყველაფერს, რაც დარჩენილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მიიღებს არჩევნებში დაახლოებით 60 პროცენტს. ოპოზიციამ უნდა აღიაროს არჩევნების ოფიციალური შედეგები, მოვუწოდებ ოპოზიციას, აღიაროს არჩევნების შედეგები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე- ქართველი ხალხის დაახლოებით 60 პროცენტი დღეს მხარს დაუჭერს მშვიდობიან განვითარებას
ქართველი ხალხის დაახლოებით 60 პროცენტი დღეს მხარს დაუჭერს მშვიდობიან განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს სოციოლოგიური კვლევის შედეგები, ასევე კარდაკარის შედეგები. „არსებობს სოციოლოგიური შედეგები, რომელიც გვაქვს ჩვენ, არსებობს „გორბის“ კვლევის შედეგები. ასევე რაც მთავარია ჩვენთვის, არსებობს კარდაკარის შედეგები, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მუშაობას 73 შტაბი. ყველა პასუხისმგებლობით აღჭურვილი პარტია ატარებს კარდაკარს. ჩვენ ამ არჩევნებზე ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელმაც ჩაატარა კარდაკარი. კარდაკარი გულისხმობს იმას, რომ ჩვენი პარტიის წევრები, მხარდამჭერები დადიან თითოეულ ოჯახში და იღებენ ინფორმაციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, სადაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ უნდა გადაწყდეს ქვეყნის განვითარების მიმართულება
დღეს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ ეს არის ძალიან პრინციპული, გადამწყვეტი არჩევნები, რეფერენდუმის და…
ირაკლი კობახიძე – მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცეკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, შეეგუონ იმას, რომ საბოლოოდ თქვა ქართველმა ხალხმა უარი ბნელ წასულში დაბრუნებაზე
მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, აღიაროს ცეკოს მიერ წარმოდგენილი არჩევნების შედეგები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. …