მამუკა მდინარაძე ელექტრონული წესით ხმის მიცემაზე: ეს არის პროგრესი, ეს არის ევროპული სტილის დემოკრატიული არჩევნები, სადაც მანიპულაციის საშუალება რჩება ძალიან ცოტა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მან ელექტრონული…

ირაკლი კობახიძე – დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ტარდება ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები წარიმართება მშვიდ გარემოში და იმედია, ასევე გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში

„მოგეხსენებათ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ტარდება ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არჩევნები ჩვენი…

ირაკლი კობახიძე – გვაქვს ვებგვერდი shedegebi.ge, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით, 8 საათიდან მოცემული იქნება ინფორმაცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით

ჩვენ გვაქვს ვებგვერდი შექმნილი, რომელსაც shedegebi.ge ეწოდება. ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ მონაცემები ამომრჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით, –…

ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის ხმა და მაღალი აქტივობა, იმისათვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც იქნება ყველაზე მყარი გარანტია ქვეყნის სტაბილური, გრძელვადიანი განვითარებისთვის

ეს არის ძალიან პრინციპული არჩევნები, სადაც წყდება ის, თუ რა მიმართულებით განვითარდება ჩვენი ქვეყანა, მათ შორის,…

ირაკლი კობახიძე: გვესმის, რომ მაღალი აქტივობა აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას, მათ მედიასაშუალებებს, თუმცა, ამომრჩევლისთვის და ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხელის შეშლა არჩევნების პრინციპებს ეწინააღმდეგება

ჩვენ გვესმის, რომ მაღალი აქტივობა აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, მათ მედიასაშუალებებს, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ…

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადება

დღეს არის მოგეხსენებათ ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ტარდება ძალიან პრინციპული და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არჩევნები…

საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო…

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა დარღვევად მიიჩნია ოზურგეთის ერთ-ერთი სოფლის საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის და ამომრჩევლის გადაკოცნა, რის გამოც საჩივარი შეავსო

გვარამია-მელია-ხოშტარია-ჯაფარიძის „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელმა, თინათინ გობრონიძემ, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა და აღნიშნა, რომ სოფელ…

პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი კენჭისყრის დღეს საარჩევნო აგიტაციას ეწევა

ქუთაისში, მე-7 საარჩევნო უბანზე პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი საარჩევნო აგიტაციას ეწევა.კონკრეტულად, მას პარტია „ლელოს“ საარჩევნო ნომრის ამსახველი…

ბიძინა ივანიშვილი – მინდა მივმართო საზოგადოებას, გამოვიდნენ არჩევნებზე, ძალიან მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი: ან ვირჩევთ მთავრობას, რომელიც მოგემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ან ვირჩევთ აგენტურას, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის დავალებებს შეასრულებს

მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ გამოვიდნენ არჩევნებზე. ძალიან მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი: ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც…

ბიძინა ივანიშვილი: წლევანდელი არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ უცხო ქვეყანას გამოკვეთილი ინტერესები აქვს, როგორმე საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, გარწმუნებთ, ამას არ დასჭირდება დიდი დრო და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის განვითარებაზე ვიზრუნოთ, მივიღებთ კატასტროფას

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ხმა მთაწმინდაზე, 144-ე ბაგა-ბაღში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.…

ბიძინა ივანიშვილი: პოლარიზაციის საფუძველია ის, რომ პოლიტიკოსების ერთი ნაწილი ცდილობს ქვეყანა სამშვიდობოზე გაიყვანოს, მეორე ნაწილი, აგენტურად წოდებული პოლიტიკოსები ცდილობენ იმას, რაც აინტერესებს უცხო ქვეყანას და ეს ინტერესი დღეს გამოიხატება მხოლოდ ომში

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ამ არჩევნებით, რომ პოლიტიკა გავასუფთაოთ კრიმინალისაგან, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, ხარისხობრივად მივიღოთ ახალი საზოგადოება,…

კახა კალაძე: არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია, რადგან დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება

დედაქალაქის მერმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა. კახა კალაძემ საკუთარი არჩევანი საირმის ქუჩაზე მდებარე N41…

კახა კალაძე: რადიკალური ძალები განწირულნი არიან მარცხისთვის და ეცდებიან სპეკულაციებით გაიტანონ თავი დღის ბოლომდე

„არავის მივცემთ შესაძლებლობას უბნები აურიონ. ყველა მოქალაქე საკუთარ არჩევანს მშვიდ ვითარებაში გააკეთებს“, – ამის შესახებ დედაქალაქის…

ირაკლი კობახიძე – როცა იყო მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, ეს ოპოზიციიდან არავის გაუპროტესტებია  – ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“

როცა იყო პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, არავის გაუპროტესტებია ეს მოწოდებები ოპოზიციიდან. ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“,- –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა პრემიერის თქმით,  მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მობილიზება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ. „მნიშვნელოვანია თითოეული ამომრჩევლის მობილიზება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება „ქართული ოცნების“ მიერ. თქვენ გახსოვთ, ოთხი წელი ჩვენ რა გამოვიარეთ. ეს იყო ის, რომ ოპოზიცია ომისკენ ექაჩებოდა ამ ქვეყანას. გახსოვთ, მათი მოწოდებები სანქციებთან დაკავშირებით, უკრაინის უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით მთავრობის ოფიციალური თანხმობით ისინი პირდაპირ ცდილობდნენ ქვეყნის ომში ჩართვას. როცა იყო პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტისკენ, არავის გაუპროტესტებია ეს მოწოდებები ოპოზიციიდან. ერთადერთი, ვინც აპროტესტებდა, იყო „ქართული ოცნება“. იმიტომ, რომ ერთადერთი, ვინც იცავდა ამ ქვეყნის მშვიდობას, იყო „ქართული ოცნება“. ჩვენ გვჭირდება ქუდზე კაცი, იმისათვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს ასე მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.