ნიკუშა გაბელაია-ხვალ 26 ოქტომბერია, დიდი დღეა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვებს ქართული ოცნება საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა აირჩევს…
დღე: ოქტომბერი 25, 2024
თამარ ჩიბურდანიძე: ბაჩიაშვილს რომ ბოლო, კულმინაციურ აკორდად გამოიყენებენ, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ცუდად არის ოპოზიციის საქმე?
„როგორც ჩანს, ბაჩიაშვილს სხვა გზა არ დაუტოვეს და მოსთხოვეს საჯაროდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დეზინფორმაციული ჩვენება. მაგრამ,…
ლევან მაჭავარიანი: ბაჩიაშვილი არის ხავსს მოჭიდებული ახალგაზრდა, რომელმაც იცის, რომ მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულზე, რაც ჩადენილი აქვს და ცდილობს, ოპოზიციასთან დაახლოებით თავი გამოიძვრინოს
ბაჩიაშვილის არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს და სხვა გზა რომ ვერ იპოვა, მოდი, ახლა ოპოზიციას შევუერთდები,…
ლევან მაჭავარიანი: თემურ ჭყონია მუქარის ტონით მოუწოდებს თანამშრომლებს, რომ აუცილებლად ხმა უნდა მისცენ ოპოზიციას, მაგრამ მისი თანამშრომლები, რომ შევლენ საარჩევნო უბანზე და მარტო დარჩებიან, გაიაზრებენ, რომ მათ უკან დგანან ოჯახები, მშობლები და მათ ურჩევნიათ მშვიდობა
ჩვენთან გამოდის ეს ინფორმაციები, რომ ბატონი ჭყონია მოუწოდებს თავის თანამშრომლებს, თან მუქარის ტონით მოუწოდებს, რომ აუცილებლად…
ირაკლი კობახიძე – ძალიან რთული ისტორიული წარსული გვაქვს, ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ, ეს გამოცდილება გვეხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოქმნილი ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში
ჩვენ ძალიან რთული ისტორიული წარსული გვაქვს, განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,- ამის…
ირაკლი კობახიძე – საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება წარმოადგენს ჩვენს უმნიშვნელოვანეს ამოცანას, დავიწყეთ შავ ზღვაზე ახალი პორტის მშენებლობა, ვაშენებთ ახალ საერთაშორისო აეროპორტს თბილისში, ვაფართოებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს
საქართველოს დაკავშირებადობის გაძლიერება წარმოადგენს ჩვენს უმნიშვნელოვანეს ამოცანას, განსაკუთრებით ახალი გეოპოლიტიკური გარემოებების პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს…
ირაკლი კობახიძე – „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო რუსეთის კანონთან„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი ჩვენი ერის გადაწყვეტილებას წარმოადგენს
ჩვენ მივიღეთ კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც შინაარსობრივად არაფერი აქვს საერთო არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ რუსეთის კანონის შინაარსთან. ჩვენთან საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილებები მიიღო საქართველოს მთავრობამ და ამ გადაწყვეტილებებს არაფერი აქვთ საერთო რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან. „კიდევ ერთი რამ, რაც გათვალისწინებულია ამ კანონით, არის ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აბარებენ იუსტიციის სამინისტროს თავიანთ ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციებს – სულ ეს არის. არ არის გათვალისწინებული არანაირი შეზღუდვები. სწორედ ამ მიზეზით აბსოლუტურად ყალბია გზავნილები რუსულ კანონთან დაკავშირებით. რაც შეეხება კანონს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ, ის ასევე წარმოადგენს ჩვენი ერის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე – ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ევროპასა და აშშ-ში
ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Euronews-ის ჟურნალისტის კითხვას,…
ირაკლი კობახიძე -საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად
საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Euronew-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ოპოზიცია დაჟინებით ითხოვდა საქართველოს მთავრობისგან სანქციებზე მიერთებას, მაგრამ სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. „ძალიან მარტივად შემიძლია აგიხსნათ ყველაფერი. საქართველოს წილი რუსეთის მთლიან ვაჭრობაში არის 0.3%. რა თქმა უნდა, საქართველოს არ შეუძლია ეკონომიკური სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება. ამავე დროს, სანქციების შემოღება კონფლიქტის ესკალაციის ტოლფასი იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვქონდა ძალიან მყარი საფუძველი, არ დაგვეკმაყოფილებინა ოპოზიციის მოთხოვნა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა აღვკვეთოთ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე -რუსეთი ვერ შეძლებს არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე
რუსეთი ვერ შეძლებს არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში. „შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში. არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის მოახდენდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის მოხდენას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე“, – განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews -ის ეთერში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.
ირაკლი კობახიძე -გამოწვევების მიუხედავად,ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება
გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “ევრონიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნიშნავს ომის პირობების გარემოცვაში ყოფნა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, პრემიერმა აღნიშნა,რომ ეს ქვეყანას რთულ მდგომარეობაში აყენებს. „რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ძალიან რთულ მდგომარეობაში გვაყენებს. მაგრამ ვიმეორებ, რომ, გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება“, განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სატელევიზიო ვერსია Euronews-ის ეთერში დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე გავა.
ირაკლი კობახიძე – ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არაერთხელ დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია
ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ არაერთხელ დავგმეთ რუსეთის სამხედრო აგრესია,…
თამთა მეგრელიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებზე: მან შეგნებულად არ დაუტოვა ბიძინა ივანიშვილს დრო ბრალდებაზე საპასუხოდ, რადგან ჩანაფიქრია, რომ ამ ტყუილით ზემოქმედება მოახდინონ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდებებს ეხმიანება, რომლის მიხედვით…
ზურაბ ქადაგიძე: ნაძირალა ბაჩიაშვილის თაღლითობასაც რომ თავი დავანებოთ, არჩევნების წინა დღით გაახსენდა პატრიოტიზმი და ქვეყნის ბედი? ერთით მეტი ნაძირალა შეემატა ნოდარ მელაძის რესპონდენტების კოლექციას, მეტი არაფერი
ისე, როგორ ხდება ხოლმე, რომ ყველა თაღლითი და გაიძვერა, ვინც ბუნებამაც მოიმდურა, ნოდარა მელაძესთან მიდის და…
დავით ქართველიშვილი Financial Times-ის მიერ საქართველოში არეულობების მოწყობის შესახებ გამოქვეყნებულ გაფრთხილებაზე: გასაგები ხდება ვინ არის დაინტერესებული არეულობის ორგანიზებაში და დამატებითი აღიარებითი ჩვენება ზედმეტი არ იქნება
„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შეტაკებები და არეულობა თითქმის გარდაუვალია, რადგან ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გამარჯვების მოლოდინშია. მთავრობაშიც…