განათლების სექტორში გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მთავარ ინიციატივას გამოვყოფ – ეს არის თბილისში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი…
დღე: ოქტომბერი 24, 2024
ირაკლი კობახიძე -ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ ვადების რადიკალურად შემცირება იგეგმება, რის შედეგადაც გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილე კლინიკებისა და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა. „ჩვენ გავაგრძელებთ ჯანდაცვის სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებშიც ახლო მომავალში იგეგმება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეფორმები. პირველ რიგში, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს იყო ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რასაც მუდმივად აყენებდნენ კლინიკები და კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ შესაბამისი ანაზღაურების ვადები მნიშვნელოვნად შემცირდეს. ამ ვადების რადიკალურად შემცირება იგეგმება, რის შედეგადაც არსებითად გაიზრდება ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილე კლინიკებისა და სამედიცინო პერსონალის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ეფექტიანობა.ასევე დარეგულირდება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისას კლინიკებისთვის გათვალისწინებული ანაზღაურების წესი, რაც სატარიფო პოლიტიკას გახდის უფრო ცხადს და სამართლიანს“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – პაციენტების სამედიცინო სერვისებზე წვდომა უმჯობესდება, მათ ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა,განაგრძონ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით სარგებლობაან ისარგებლონ ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე
მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიზანი იქნება პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება, კერძოდ, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული, სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, პაციენტი სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ VIP მომსახურების საფასურის გადახდას. „გვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივები ჯანდაცვის მიმართულებით. აქ ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიზანი იქნება პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება. ასევე, სამედიცინო პერსონალისთვის და კლინიკებისთვის ანაზღაურების უფრო მეტად სამართლიანი პირობების დადგენა. დიდი მადლობა ჯანდაცვის მინისტრს ამ წინადადების მომზადებისთვის. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა, განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული, სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე. რა დროსაც, სრული ოდენობის ფარგლებში მიიღებს პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებით ის საკუთარი არჩევანით იკისრებს მხოლოდ ე.წ VIP მომსახურების საფასურის გადახდას. რაც შეიძლება გულისხმობდეს აყვანილ ექიმს, ექთანს, არჩეულ პალატას, სახარჯ მასალას და ა. შ. ეს მიდგომა ერთის მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს პაციენტის ფინანსურ მდგომარეობაზე, რადგან ათასობით მოქალაქეს აღარ მოუწევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლა, მხოლოდ იმის გამო, რომ მას სურვილი აქვს, განსხვავებული სამედიცინო მომსახურება მიიღოს, რაც შეუძლებელი იყო არსებული რეგულაციების პირობებში. მეორე მხრივ, ეს უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ წვდომას საჭირო სამედიცინო მანიპულაციების საკუთარი სურვილის შესაბამისად შერჩეული ექიმის, ექთნის მონაწილეობით, ან სასურველი სახარჯი მასალის გამოყენებით განხორციელებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.მთავრობის მეთაურის თქმით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტები. „დადგენილების მიხედვით, მინისტრის ბრძანებით დადგინდება მომსახურებაზე თანაგადახდის პირობები, მათ შორის, თითოეული სახის მომსახურებაზე შეთავაზების ლიმიტები. ასევე სხვა გარემოებები, რომელიც გამორიცხავს მომსახურების ანაზღაურების მეთოდის არჩევისას მოსარგებლის ნების თავისუფალი გამოვლენის შეზღუდვას. მინისტრი მიმდინარე წლის ბოლომდე განსაზღვრავს ასეთ შემთხვევებს და პირობებს, რაც მომავალშიც გაგრძელდებასამედიცინო სექტორთან აქტიური და ინტენსიური კონსულტაციების გზით. ანუ საქმე ეხება ე.წ. DRG სისტემის გადახედვას და შესაბამისი რეგულაციების შემსუბუქებას, რაც დადებითად აისახება როგორც პაციენტების მდგომარეობაზე, ასევე შესაბამისი კლინიკების ინტერესებზე“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – 2028 წლისთვის 130 მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნის ეკონომიკა, ამისთვის არის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები, პროექტები და დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიზანს ჩვენ წარმატებით შევასრულებთ
2028 წლისთვის 130 მილიარდს გადააჭარბებს ქვეყნის ეკონომიკა, ამისთვის არის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები, პროექტები და დარწმუნებული ვართ,…
მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდ-პანდემიის პერიოდში დაჯარიმებული კლინიკები, 20 %-ის გადახდის შემთხვევაში, ჯარიმის სრულად გადახდისგან გათავისუფლდებიან
კოვიდ-პანდემიის პერიოდში, მთელ რიგ კლინიკებს დაეკისრათ გარკვეული ჯარიმები, შემოწმების შედეგად. აქ მიღებული იქნება გადაწყვეტილება შეღავათების დადგენის თაობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, 20 %-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. „20 %-იანი გადახდის პირობებში, კლინიკები გათავისუფლდებიან ჯარიმის სრულად გადახდისგან. ამისათვის შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტები დაინიცირდება უახლოეს მომავალში,“- განაცხადა პრემიერმა
ირაკლი კობახიძე – ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები, კმაყოფილება მინდა, გამოვთქვა, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი
ორ დღეში საქართველოში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპული საპარლამენტო არჩევნები, კმაყოფილება მინდა, გამოვთქვა, რომ არჩევნები ტარდება უპრეცედენტოდ…
ირაკლი კობახიძე -გვაქვს ამბიციური გეგმები განათლების, მეცნიერების,ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის მიმართულებით, რაც ჩვენი 4-წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია და ჩვენს ახალ კოლეგებთან ერთად ყველა ამ გეგმას წარმატებით განვახორციელებთ
ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები განათლების, მეცნიერების, ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის, მიმართულებით, რაც არის ჩვენი 4-წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალ კოლეგებთან ერთად ყველა ამ გეგმას დიდი წარმატებით განვახორციელებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ახალ მინისტრებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. „მთავრობის სხდომას პირველად ესწრება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ალექსანდრე წულაძე, ასევე პირველად ესწრება სხდომას კულტურისა და სპორტის ახალი მინისტრი, ქალბატონი თინათინ რუხაძე, ასევე მინდა, განსაკუთრებით მივესალმო ბატონ შალვა გოგოლაძეს. ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ დეკემბრიდან ცალკე გამოიყოფა სპორტის სამინისტრო და ბატონი შალვა დეკემბრიდან დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ყველა მიმართულებით, განათლება, მეცნიერება, ახალგაზრდობა, კულტურა და სპორტი, რაც არის ჩვენი 4-წლიანი გეგმის შემადგენელი ნაწილი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ახალ კოლეგებთან ერთად ყველა ამ გეგმას დიდი წარმატებით განვახორციელებთ. კიდევ ერთხელ მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატებები“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – წლევანდელი რთველი იყო ძალიან წარმატებული, გადამუშავდა რეკორდული რაოდენობის, 320 000 ტონამდე ყურძენი, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 390 მილიონ ლარს მიაღწია
წლევანდელი რთველი იყო ძალიან წარმატებული, გვქონდა რეკორდული, უპრეცედენტო შედეგები, ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და…
ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ, მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ, 2025 წლის ბოლომდე დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის…
შალვა პაპუაშვილი – სტრასბურგმა წერტილი დაუსვა „რუსული კანონის“ საუკუნის ტყუილს, კანონის უზენაესობის რეიტინგმა კი საბოლოოდ გააშიშვლა დეზინფორმაციის ის მასშტაბი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მომართული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ კანონის უზენაესობის ახალ, 2024 წლის მსოფლიო რეიტინგში, რომელიც გუშინ…
დავით ქართველიშვილი უცხოური ძალების მიერ საქართველოში დაგეგმილ რევოლუციაზე ტელეგრამ-არხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში არჩევნების შესახებ ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც საუბარია…
გიორგი ნათენაძე „მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თაღლითურად მომატყუეს, დაწყებული გვაქვს სასამართლო პროცესები“
„მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თაღლითურად მომატყუეს და აუცილებლად ამ მიმართულებით გავაგრძელებ სასამართლო პროცესებს…“ – ამის…
მამუკა მდინარაძე ევროკავშირის წევრი ქვეყნის 13 მინისტრის განცხადებაზე-შეიძლება სერიოზული სკანდალი იყოს, რადგან არსად იძებნება ამ 13 ქვეყნის თუ ელჩის, განცხადება. ევროკავშირის საიტზე არ არის, ამის არანაირი წყარო არ არსებობს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს საკითხზე ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის…
ირაკლი კობახიძე – არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტიგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში
მე მგონია, რომ არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე…
ირაკლი კობახიძე – გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და ამ გეგმებს ზურგს უმაგრებს ის მიღწევები, რომელიც გვაქვს გასული 12 წლის განმავლობაში
გეგმები გვაქვს ძალიან ამბიციური და ამ გეგმებს ზურგს უმაგრებს ის მიღწევები, რომელიც გვაქვს გასული 12 წლის…