„პაციენტს ექნება არჩევანის შესაძლებლობა – განაგრძოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სტანდარტულად მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა, ან ისარგებლოს ე.წ. თანაგადახდის ახალი მექანიზმით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გასვლის გარეშე“

,აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ, მთავრობის სხდომისდასრულების შემდგომ განაცხადა.ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი,პაციენტთათვის სამედიცინო სერვისებზე წვდომის…

თბილისი მსოფლიოს 7 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა

ინდური ავიაკომპანია Vistara-ს საბორტო ჟურნალი მგზავრებსა და გამოცემისონლაინ მკითხველებს საქართველოში დასვენებას ურჩევს. ჟურნალისწარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა…

ირაკლი კობახიძე – გაგრძელდება ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება,  რაც ხელს შეუწყობს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის მეტად გამოკვეთას, გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში აისახება  მოსახლეობის ცხოვრების დონეზე

ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი რამდენჯერმე არის გაზრდილი, მომავალშიც გაგრძელდება ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის კიდევ უფრო მეტად გამოკვეთას, გაძლიერებას, რაც საბოლოო ჯამში აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ეკონომიკურ ზრდაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილია  9 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნისთვის. „მაგისტრალების მიმართულებით გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი. ჩვენ გვქონდა საუბარი ირაკლი ქარსელაძესთან მიღწეულ შედეგებთან დაკავშირებით, უბრალოდ წარმოუდგენელი მაჩვენებლებია. წინა ხელისუფლების პირობებს რომ შევედაროთ, მაშინ მხოლოდ 68 კილომეტრი ავტომაგისტრალი აშენდა ქვეყანაში. ამ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მხოლოდ 34 კილომეტრი სიგრძის გვირაბი გაიჭრა და 22 კილომეტრი სიგრძის ხიდები აშენდა, აქ საუბარია მხოლოდ რიკოთის მონაკვეთზე, არ არის საუბარი სხვა კობი-ქვეშეთის გვირაბზე და ა.შ. ისე არის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებელი. რეალურად რამდენჯერმე  არის გაზრდილი  ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი. ვისარგებლებ შემთხვევით და ირაკლი ქარსელაძეს ამისათვის განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი. მომავალშიც გაგრძელდება ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის კიდევ უფრო მეტად გამოკვეთას და გაძლიერებას, ეს საბოლოო ჯამში აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ეკონომიკურ ზრდაზე და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – პენსიები გაიზრდება ყოველწლიურად, 6000 დევნილი ოჯახი  მიმდინარე პროექტების საფუძველზე დაკმაყოფილდება ახალი საცხოვრისით

პენსიები გაიზრდება ყოველწლიურად, 6000 დევნილი ოჯახი მიმდინარე პროექტების საფუძველზე დაკმაყოფილდება ახალი საცხოვრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ,  მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ასევე ამბიციურად გაგრძელდება მუშაობა ყველა მიმართულებით. „პენსიები გაიზრდება ყოველწლიურად. ამასთან დაკავშირებით ჩვენს პროგრამაში კონკრეტული მონაცემები გვქონდა წარმოდგენილი. დევნილების ღირსეული საცხოვრისით დაკმაყოფილება – 6000 ოჯახი მიმდინარე პროექტების საფუძველზე დაკმაყოფილდება ახალი საცხოვრისით. ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ გეგმების, რაც  გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. ერთი საინტერესო დეტალი ის არის, რომ როდესაც მიწევს ხოლმე საუბარი მთავრობის ანგარიშზე, გეგმებზე, მიწევს ხოლმე დაახლოებით 90%-ის გაფილტვრა იმ გეგმებიდან და შესრულებული სამუშაოებიდან,  რაც არის ხოლმე წარმოდგენილი.  აქედან ჩანს, თუ რამხელა მასშტაბის სამუშაოებს ატარებს თითოეული სამინისტრო და ასევე ამბიციურად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ზრუნვას ქართული ჯარის გაძლიერებაზე, ზრუნვას პოლიციაზე, სამართალდამცავ უწყებებზე“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი – გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის  სრულად აღმოფხვრა,გეგმები არის ძალიან ამბიციური, დანარჩენი გადაწყდება 26 ოქტომბერს და დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას

გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა,  ესენია – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სიღარიბის სრულად აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ  მთავრობის  სხდომაზე  განაცხადა. პრემიერის თქმით, 4 %-ს ჩამოცდება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის. მისივე განცხადებით, რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, შერიგების გარეშე გამთლიანება ვერ შედგება. „სიღარიბის აღმოფხვრის ნაწილში, რა თქმა უნდა, უფრო მეტია უშუალოდ ჩვენზე დამოკიდებული. როგორც უკვე ითქვა, 4 %-ს ჩამოცდება სიღარიბის მაჩვენებელი 2028 წლისთვის  და საშუალოვადიან პერსპექტივაში,  საბოლოოდ ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ ამ მაჩვენებლის განულებას, სიღარიბის სრულად აღმოფხვრას. რაც შეეხება მეორე ეროვნულ ამოცანას -ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, აქ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული…

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანა  გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და ამისთვის ყველა პირობა იქნება მომზადებული

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების გაძლიერება და ჩვენ გვაქვს, კონკრეტულად, ევროინტეგრაციის მიმართულებით ამბიციური გეგმა, რომ 90 %-ზე მეტი შევასრულოთ  იმ ვალდებულებებისა,  რომლებიც არის გათვალისწინებული, როგორც ასოცირების შეთანხმებით, ისე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა. „ჩვენი ამბიციური მიზანია, 2030 წლისთვის ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ქვეყანა და ამისთვის ყველა  პირობა იქნება მომზადებული,  საქართველო იქნება ყველაზე  მეტად მზად ევროკავშირში ინტეგრაციისთვის,2030 წელს. ყველა თვალსაზრისით, როგორც ვალდებულებების შესრულების კუთხით, ისე ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით და ზოგადად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, თუ ნებისმიერი სხვა ასპექტი, რაც დაკავშირებულია ქვეყნის განვითარებასთან. ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული პროგრესი, რაც არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ  ჩვენი ქვეყანა გაძლიერდეს, მოსახლეობას ჰქონდეს ცხოვრების უკეთესი პირობები,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა

მამუკა მდინარაძე – უსამშობლო აგენტების მხარეს ისეთი პანიკა აქვთ, აგონიაში მყოფები დავალებას იძლევიან, საპროტესტო მუხტი გვჭირდება და იქნებ რაიმე სახის აქციების ჩატარება მოვახერხოთო, ქართველი ხალხი მორიგი, ღირსეული გამარჯვებისთვის ემზადება და ისინი – წინასწარ ჩავარდნილი აქციებისთვის

უღრმესი მადლობა ჩვენს ასიათასობით მხარდამჭერს, რომლებმაც გუშინდელ, თბილისის შემაჯამებელ აქციაზე გამარჯვების უდიდესი მუხტი დადეს! – წერს…

ირაკლი კობახიძე -ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან ამბიციური გეგმები,მათ შორის,დღეს გვექნება ჩვენ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს პრეზენტაცია

ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის, დღეს გვექნება ჩვენ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს პრეზენტაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ, მთავრობის  სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორის განვითარებას.„ჯანდაცვის სფეროში არის ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის, დღეს გვექნება ჩვენ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს პრეზენტაცია. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორის განვითარებას და ზოგადად, ჩვენი მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მათ ჯანმრთელობაზე უკეთ ზრუნვის საშუალებს მოგვცემს ეს და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა 200 ათასი  ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზე, რის შედეგადაც 4პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა, ასევე შემცირდება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა

გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემცირდება სიღარიბე და 2028 წელისთვის მაქსიმუმ 150 ათასი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა.  „რაც შეეხება უმუშევრობას, აქაც გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც 4-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდება  უმუშევრობა  ჩვენს ქვეყანაში  და ამისათვისაც კონკრეტული გეგმა არსებობს. სიღარიბეს რაც შეეხება, მილიონ 120 ათასი ადამიანი ცხოვრობდა საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, ეს მაჩვენებელი უკვე შემცირებულია 440 ათასამდე. ჩვენი გეგმის მიხედვით,მაქსიმუმ 150 ათასი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 2028 წელისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე  – მაქსიმუმ 2029 წელს მივიღებთ უკვე პირველ  გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან  პორტში, თბილისში  ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა რამდენიმე წელიწადში დასრულდება

მაქსიმუმ 2029 წელს, თუმცა იმედი გაქვს უფრო ადრეც, მივიღებთ უკვე პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სამუშაოები ძალიან ინტენსიურად წარიმართება. „უკვე დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა და ჩვენ გვქონდა საშუალება, ადგილზე გავცნობოდით სამუშაოებს. რა თქმა უნდა, ძალიან ინტენსიურად წარიმართება ეს სამუშაოები და მაქსიმუმ 2029 წელს, თუმცა იმედი გაქვს უფრო ადრეც, მივიღებთ უკვე პირველ გემს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დასრულდება ძალიან მალე“, –  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან დაკავშირებით. „გვაქვს ამბიციური გეგმები თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებთან დაკავშირებით. ერთ შემთხვევაში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის  გაფართოებაზეა საუბარი, მგზავრთნაკადი უნდა გაიზარდოს 5 მილიონამდე, დღევანდელი მაჩვენებელი არის 1.7 მლნ მგზავრი და  საუბარია თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაზე, რაც დასრულდება რამდენიმე წელიწადში და  რაც თბილისის აეროპორტს მისცემს 18 მლნ მგზავრის მიღების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს ასევე ეკონომიკის ზრდას, ტურიზმის ზრდას ჩვენს ქვეყანაში. ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ეს პროექტიც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წარმატებით განხორციელდება“, –  განაცხადა პრემიერმა

ირაკლი კობახიძე -ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი -ჩვენ საგანგებოდ გამოვყავით დამატებითი ყოველწლიური თანხა ბიუჯეტში,რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას

ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით,  ამისათვის მთავრობამ საგანგებოდ გამოყო ყოველწლიური დამატებითი თანხა ბიუჯეტში, რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას. „ხელოვნებაზე მეტი ზრუნვა, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ამისათვის ჩვენ საგანგებოდ  გამოვყავით ყოველწლიური დამატებითი თანხა ბიუჯეტში,  რაც მოხმარდება ხელოვნების სფეროს განვითარებას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება იმისათვის, რომ კულტურის მიმართულება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – 11 მილიონს უნდა მიაღწიოს  ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ,  ჩვენი გეგმის  მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6.4 მლრდ დოლარს მიაღწევს 2028 წლისთვის

ამოცანა არის ამბიციური, 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, გასული წლების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი ჰქონდა ქვეყანას ტურიზმის სექტორში და ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. „ტურიზმის სფეროში გვქონდა ძალიან დიდი პროგრესი, გასული წლების განმავლობაში და აქაც, ამოცანა არის ამბიციური, 11 მილიონს უნდა მიაღწიოს ტურისტების რაოდენობამ, თუ გაგრძელდა  პროცესები ისე, როგორც  გრძელდება და აუცილებლად გაგრძელდება, ეს შედეგი აუცილებლად იქნება მიღწეული. რაც შეეხება ტურიზმიდან შემოსავლებს, 6.4 მლრდ დოლარს მიაღწევს 2028 წლისთვის, ჩვენი გეგმის მიხედვით,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამბიციური, მაგრამ ასევე რეალისტური ამოცანაა, 2030 წლისთვის  საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ელექტროენერგიის კუთხით

ჩვენი ამბიციური, მაგრამ ასევე რეალისტური ამოცანაა, 2030 წლისთვის საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ელექტროენერგიის კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის  დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ენერგეტიკის მიმართულებით მთავრობას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. „უკვე შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი და ჩვენ ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2028 წლისთვის 8000 მეგავატს მიაღწევს დადგმული სიმძლავრის  მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში და 2030 წლისთვის მაჩვენებელი გადააჭარბებს 10 000 მეგავატს. შესაბამისად, ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით, ანუ გამომუშავება გადააჭარბებს  მოხმარებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის უფრო მეტად გამყარებასა,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა. ირაკლი კობახიძის თქმით, სოფლის მეურნეობის კუთხითაც ძალიან დიდი პროგრესი ექნება ქვეყანას, მომდევნო 4 წლის განმავლობაში. „სოფლის მეურნეობის სფეროში ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, თუ რამხელა მიღწევები გვქონდა გასული წლების განმავლობაში. ამ კუთხითაც გვექნება ძალიან დიდი პროგრესი შემდეგი 4 წლის მანძილზე, მაჩვენებლები გაორმაგდება სხვადასხვა მიმართულებით, ეს შეეხება სოფლის მეურნეობის გამომუშავებას, აგრარული პროდუქციის ექსპორტს და ა.შ. აქაც არსებობს ძალიან კონკრეტული გეგმები, მათ შორის, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფს ამ პროგრესის მიღწევას სოფლის მეურნეობის სფეროში. ქართული სოფლის გაძლიერება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა, შესაბამისად, ამ კუთხით მთავრობა მაქსიმალურად იზრუნებს შემდეგი წლების განმავლობაშიც,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – გასული 12 წლის განმავლობაში შევქმენით ძალიან მყარი საფუძველი, რათა გაგრძელდეს სწრაფი განვითარება და 4 წელიწადში ჩვენი ქვეყანა განვითარების სრულიად სხვა საფეხურზე გადავიდეს

გასული 4 წლის და მთლიანად გასული 12 წლის განმავლობაში შევქმენით ძალიან მყარი საფუძველი, რათა გაგრძელდეს ჩვენი…

ნანა კაკაბაძე: ხალხმა ყოველგვარი აღქმების გარეშე, ნანახი და საკუთარ თავზე გამოცდილი ფაქტებით კარგად იცის, რომ ამ დღეს რეალურად არჩევანი უნდა გააკეთოს ტოტალიტარული რეჟიმის დამამკვიდრებელ სისხლიან რეჟიმსა და ჩვენი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსამდე მიმყვან „ქართულ ოცნებას“ შორის

მართალია, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ ძალიან ეცადნენ ქართველ ამომრჩეველთა შორის ისეთი აღქმების გაჩენას, რომ თითქოს 26 ოქტომბერს…