ირაკლი კობახიძე – ყველამ ნახა, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო  გამოსული ჩვენს შეხვედრაზე, ასეთივე რამდენჯერმე მაღალი შედეგი გვექნება ოპოზიციასთან მიმართებით ჩვენ ამ არჩევნებზე

გუშინდელი შეკრება იყო საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრა, ეს არ იყო მხოლოდ თბილისის შეკრება, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნიდან ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციასაც ჰყავდა რეგიონებიდან მობილიზებული ხალხი, მაგრამ თავისუფლების მოედნის გავსება ვერ შეძლეს.  „ოპოზიციასაც მთელი საქართველოდან ჰყავდა მობილიზებული ადამიანები, თუმცა ვერ შეკრიბეს ხალხი, ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. მობილიზაცია იყო, შემიძლია ციფრებით გითხრათ, რამდენი ადამიანის მობილიზება შეძლეს მათ რეგიონებიდან, თუმცა მაინც ვერ გაავსეს თავისუფლების მოედანი. ეს იყო საქართველოს მასშტაბით ორგანიზებული შეხვედრა, ეს არ იყო მხოლოდ თბილისის შეკრება, ასეც იყო დაანონსებული, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო მთელი ქვეყნიდან ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება. ჩვენ გვქონდა ხარჯები, მათ შორის ეს იყო ტრანსპორტირების, კვების ხარჯები და ეს ხარჯები იქნება დეკლარირებული ანტიკორუფციული სამსახურის წინაშე. რაც იყო დახარჯული ტრანსპორტირებაზე, კვებაზე, ხარჯები იყო მნიშვნელოვანი, ეს ყველაფერი იქნება დეკლალირებული ანტიკორუფციულ სამსახურში. ასეც და ისეც თქვენ ნახეთ, რამდენი ადამიანი იყო გამოსული, რამდენჯერმე მეტი, ასეთივე რამდენჯერმე მაღალი შედეგი გვექნება ოპოზიციასთან მიმართებით ჩვენ ამ არჩევნებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური  ზრდის თვალსაზრისით,ამას  ამბობს  საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეს არის მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ის პოლიტიკური  კინკლაობა, რომელსაც ჩვენ რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს

საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეს არის მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ის პოლიტიკური კინკლაობა, რომელსაც ჩვენ რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდია ქვეყანაში, მთავრობა, თითოეული სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა. „ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა. პირველ ადგილზე ვართ, როგორც რეგიონში, ასევე ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით. ეს არის ამ წლის მონაცემები და ასევე, საშუალოვადიანი პროგნოზითაც, საქართველო იქნება პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ამას ამბობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, კონკრეტული პროგნოზი არის მოცემული ციფრებში, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროგნოზსაც კი გადაჭარბებით შევასრულებთ. ეს არის მთავარი ჩვენი საზოგადოებისთვის და არა ის პოლიტიკური კინკლაობა, რომელსაც ჩვენ რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიქნებით კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე. ჩვენ არ შეგვიწყვეტია მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პერიოდია ჩვენს ქვეყანაში, მთავრობა, თითოეული სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და ქვეყნის განვითარება  აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, – განაცხადა პრემიერმა.

ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის, მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა მცირდება

აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ცვლილებები სექტორთან თანამშრომლობისა და მუდმივი…

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის პირველ მონაწილეებს ახალი ბინები გადაეცათ

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი დასრულებულია. სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7…

დავით ჩიხელიძე: მთავარი სოციოლოგიური გამოკითხვა თავისუფლების მოედანზე ჩატარდა, საზოგადოებამ კარგად დაინახა, ვინ უჭერს მხარს ოპოზიციას და ვინ მმართველ გუნდს

ტელეკომპანია მთავარმა და ფორმულამ საზოგადოებას სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გააცნეს, ძირითადი სურათი არ შეცვლილა, იმარჯვებს მმართველი…

ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე: თუ კი ლელო-ხაზარაძე ფიქრობს, რომ თავის „ახალი საიდუმლო გეგმით, ტექნოლოგიებით და ტაქტიკით“ არჩევნების დროს არეულობის მუხტი შეიტანოს ქვეყანაში, მაშინ მას სამართალდამცავებთან ექნება საქმე

თუ კი ლელო-ხაზარაძე ფიქრობს, რომ თავის „ახალი საიდუმლო გეგმით, ტექნოლოგიებით და ტაქტიკით“ არჩევნების დროს არეულობის მუხტი…

უკრაინაში ომის დაწყებიდან, ქვეყნის მოსახლობა 10 მილიონით შემცირდა

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონი ადამიანით, ანუ დაახლოებით ერთი მეოთხედით შემცირდა. ინფორმაციას…

ირაკლი კობახიძე – ყველა დარწმუნდა იმაში,რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური-ამაში დარწმუნდა საზოგადოება, როდესაც ჩავარდა ოპოზიციის აქცია და ახლა კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც გუშინ შეიკრიბა უამრავი ადამიანი, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად

ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური. ჯერ ამაში დარწმუნდა საზოგადოება, როდესაც ჩავარდა ოპოზიციის აქცია და ახლა კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც გუშინ შეიკრიბა უამრავი ადამიანი, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა პრემიერის თქმით,  საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მყარად გაგრძელდეს  ქვეყნის სტაბილური განვითარება. „ყველა დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენი ამბიციური მიზანი, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არის ძალიან რეალური. ჯერ ამაში დარწმუნდა საზოგადოება, როდესაც ჩავარდა ოპოზიციის აქცია და ახლა კიდევ უფრო გამყარდა ეს რწმენა, როდესაც გუშინ შეიკრიბა უამრავი ადამიანი, „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ეს მიზანი, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მყარად გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. გუშინდელი შეკრება იყო სწორედ ამის დემონსტრირება. ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი საკონსტიტუციო უმრავლესობის მისაღებად“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ვართ ქრისტიანი ერი, ევროპა კი, ყოველთვის იყო ასოცირებული ქრისტიანობასთან, სწორედ ამიტომაცაა ევროპა ბუნებრივი არჩევანი საქართველოსა და ქართველებისთვის

ევროპული ოჯახის წევრობა საქართველოსა და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი…

ირაკლი კობახიძე – რუსეთი ვერ შეძლებს, არსებითად,  რაიმე სახის გავლენა  მოახდინოს  დაგეგმილ  არჩევნებზე, საქართველოში რუსეთს არ აქვს გავლენა

შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ EURONEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. Euronews-მა პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს ამონარიდი გამოაქვეყნა, რომლის სრული ვერსიაც ტელეეთერში პარასკევს გავა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში არ არსებობს  პოლიტიკური პარტიები,  რომლებითაც  ის იქონიებდა გავლენას. „არ არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებითაც ის იქონიებდა გავლენას. ასევე არ არსებობს გავლენა მედიის მხრივ. სწორედ ამიტომ ვერ შეძლებს რუსეთი არსებითად რაიმე გავლენის ქონას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ეცდება,რომ შემოიტანოს არეულობა,თუმცა ამის რესურსი მათ არ აქვთ, ყველაფერი გაკეთდება,რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არა მხოლოდ არჩევნების ბოლომდე, 26 ოქტომბრის ჩათვლით, არამედ პოსტსაარჩევნო პერიოდშიც

საარჩევნო გარემო არის უპრეცედენტოდ მშვიდი, არის კონკურენტული და თავისუფალი არჩევნები, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც საუბრობენ  საარჩევნო გარემოზე, უნდა ისაუბრონ ფაქტებით. „ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება, როგორც კი დასრულდება არჩევნები და დასრულდება ომი უკრაინაში. რეალურად, ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ეცდება, რომ შემოიტანოს არეულობა, თუმცა ამის რესურსი მათ არ აქვთ, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სიმშვიდე არა მხოლოდ არჩევნების ბოლომდე, 26 ოქტომბრის ჩათვლით, არამედ პოსტსაარჩევნო პერიოდშიც,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე  – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, ვუსამძიმრებ მსხვერპლთა ოჯახებს, მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ტერაქტის გამო, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ…

წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობის გამო სემეკმა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმაკომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევისგამო დააჯარიმა.…

ირაკლი კობახიძე – საქართველოს დაგირავება არის შეურაცხმყოფელი  მიდგომა ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის მიმართ, დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული ხელისუფლება, რომელიც კბილებით იცავს ქვეყნის მშვიდობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს 

საქართველოს დაგირავება არის შეურაცხმყოფელი მიდგომა ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის მიმართ, დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული ხელისუფლება, რომელიც კბილებით იცავს ამ ქვეყნისთვის მშვიდობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის 3 000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანა, ეს ქვეყანა არასდროს არავის დაუგირავებია.  „არავის არ უკადრებია არა მარტო დაგირავება ამ ქვეყნის 3000 წლის მანძილზე, არამედ არც ამ ტერმინებით საუბარი. საქართველოს ვერავინ ვერასდროს დააგირავებს. ჩვენ გვქონდა 9-წლიანი პერიოდი, როდესაც  საქართველოს აგენტურა მართავდა და მაშინაც არ იყო ეს ქვეყანა დაგირავებული. დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული ხელისუფლება, რომელიც კბილებით იცავს ამ ქვეყნისთვის მშვიდობას, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს. რა არჩევანიც დაფიქსირდება 26 ოქტომბერს, ეს იქნება სწორედ არჩევანი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის სასარგებლოდ, მშვიდობის სასარგებლოდ. ამ არჩევანს გააკეთებს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბერს.  საქართველოს დაგირავება არის შეურაცხმყოფელი მიდგომა ამ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნის მიმართ. საქართველო ისტორიის მანძილზე არასოდეს არავის დაუგირავებია და ვერც ვერავინ დააგირავებს, როგორც არ უნდა უნდოდეს ეს ყველაფერი ვიღაცას.  რაც შეეხება ურთიერთობებს, ის გადაიტვირთება აუცილებლად, მას შემდეგ, რაც გადაივლის ეს არჩევნები და მას შემდეგ, რაც დასრულდება ომი უკრაინაში. ვერავინ ვეღარ აკადრებს საქართველოს საუბარს იმაზე, რომ ქართველი ხალხი პარტიზანულად ტყეში უნდა გავიდეს და ტყიდან უნდა იომოს გლობალური ინტერესებისათვის. ასეთ საუბრებს აღარავინ აღარ აკადრებს საქართველოს, იმის შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე „პოლიტიკოს“ სტატიაზე –  სამარცხვინოა ასეთი შეკვეთილი  სტატიები და არავითარი  ფასი ქართული საზოგადოებისთვის ასეთ სტატიებს არ აქვს – კაცს აქვს სამი მილიარდი  დახარჯული  მეცენატობაზე და ქველმოქმედებაზე

სამარცხვინოა ასეთი შეკვეთილი სტატიები და არავითარი ფასი ქართული საზოგადოებისთვის ასეთ სტატიებს არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს  გამოცემა „პოლიტიკოს“  სტატიის შესახებ განუცხადა.პრემიერის თქმით, ბიძინა ივანიშვილს  მარტო სამი მილიარდი დახარჯული აქვს ქველმოქმედებაზე ქვეყნისთვის და ხალხისთვის. „კაცი არის, რომელსაც მარტო სამი მილიარდი დახარჯული აქვს ქველმოქმედებაზე ამ ქვეყნისთვის და ხალხისთვის. რა იყიდა, კაცს აქვს სამი მილიარდი  დახარჯული მეცენატობაზე და ქველმოქმედებაზე. რა თქმა უნდა, სამარცხვინოა ასეთი შეკვეთილი სტატიები და არავითარი ფასი ქართული საზოგადოებისთვის ასეთ სტატიებს არ აქვს“, – განაცხადა პრემიერმა.