ირაკლი კობახიძე – არიან ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში მიეკუთვნებიან რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა რეგისტრირდებიან, როგორც ე.წ დამკვირვებელი ორგანიზაციები, თუმცა მათ არ შეუძლიათ, ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესებს საქართველოში

გავრცელებული პრაქტიკაა, არიან ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში მიეკუთვნებიან რადიკალურ ოპოზიციას, თუმცა რეგისტრირდებიან, როგორც ე.წ დამკვირვებელი ორგანიზაციები, თუმცა…

ირაკლი კობახიძე –  26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა  უარი უნდა უთხრას ლიბერალურ  ფაშიზმს  ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროა, რომ პროცესებში, რასაც ჰქვია სიძულვილის დათესვის მცდელობა, უცხოური ფული არის ჩართული

26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას მათ შორის, ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ სიძულვილის დათესვის მცდელობაში უცხოური ფული არის ჩართული. „ლიბერალური ფაშიზმი არ არის ახალი მოვლენა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის  და მათთვის არ არსებობს არავითარი  ფასეულობა. მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ არც ქართული სპორტი, არც ქართველი სპორტსმენი არ არის მათთვის სინამდვილეში ფასეული. მათი გულშემატკივრობაც არის აბსოლუტურად ყალბი. სხვანაირად შეუძლებელია, აიხსნას ისლიბერალურ-ფაშისტური გამოხტომები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება ღირსეულ ადამიანებზე. თავად ამ ადამიანების უღირსობაზე მეტყველებს ის ბულინგის მცდელობა,  რომელსაც ისინი ახორციელებენ. 26 ოქტომბრის არჩევნები ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უნდა უთხრას მათ შორის, ლიბერალურ ფაშიზმს ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილს, რომლის დათესვასაც ეს ადამიანები ცდილობენ. სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცესებში, რასაც ჰქვია სიძულვილის დათესვის მცდელობა, უცხოური ფული არის ჩართული. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ყველამ დაინახოს, თუ ვინ აფინანსებს სიძულვილის დათესვას საქართველოში “, – განაცხადა პრემიერმ

ირაკლი კობახიძე – ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა  მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს

ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ინტერვიუ იყო ყოვლისმომცველი და ძალიან საინტერესო. „იმდენად ყოვლისმომცველი იყო ეს ინტერვიუ და იმდენად ყველა თემას შეეხებოდა, რომ ბევრ თემაზე შეიძლება კომენტარის გაკეთება. ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით განუმარტა საზოგადოებას ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად ყველაფერი, ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა ამ ინტერვიუს ფარგლებში. ზოგადად, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას შესთავაზა მიმდინარე პროცესების ძალიან საინტერესო ანალიზი, რაც დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, საზოგადოებას ძალიან დაეხმარება მყარი არჩევანის გაკეთებაში, 26 ოქტომბერს,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, გაზრდის საქართველოს რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობას

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც შუა დერეფნის ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისა და…

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პირველ ფაზაზე,  უშუალოდ მშენებლობის პროცესში, 500 მდე ადამიანი დასაქმდება, პირველი  ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში  600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს

დღეს, ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პროექტის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება – მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. მისივე განცხადებით, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს. „ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან, უკვე შეუდგა  სამუშაოებს. პირველ ეტაპზე  დადგეგმილია ნავასდგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს.  მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტრატეგიული პროექტის მშენებლობაში დიდი გამოცდილების და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანია იქნება ჩართული. „იან დე ნული“ სწორედ  საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას სრულად, ან ნაწილობრივ, განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორებიცაა – პანამის არხის გაფართოების პროექტი , სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში…

ირაკლი კობახიძე – ყველას მოვუწოდებ, ნუ დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში

ყველას მოვუწოდებ, ნუ დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში,…

ირაკლი კობახიძე –  ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა, შანტაჟის ქვეშ გაემართა  რაიმე ტიპის შეხვედრა უცხოელებთან. ახლა, როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ის არის მზად, გამართოს ასეთი შეხვედრა, ანალოგიური მზაობა დააფიქსირა ამერიკის ელჩმაც

ბიძინა ივანიშვილს არ უნდოდა, შანტაჟის ქვეშ გაემართა რაიმე ტიპის შეხვედრა უცხოელებთან. ახლა, როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ის არის მზად, გამართოს ასეთი შეხვედრა, ანალოგიური მზაობა დააფიქსირა ამერიკის ელჩმაც, რაც არის ძალიან კარგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. „მიმდინარეობდა შანტაჟი ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როგორც კი დაიწყო უკრაინაში ომი, მაშინვე მას გაუყინეს თანხები მის ანგარიშებზე, შეუჩერეს გადარიცხვები და აბსოლუტურად ობიექტური მიზეზების გამო, მას ამ ფონზე არ სურდა შეხვედრების გამართვა. ეს პროცესები გაგრძელდა ორი წლის განმავლობაში და სწორედ ამის გამო იკავებდა თავს ბიძინა ივანიშვილი შეხვედრებისგან. მას არ უნდოდა, შანტაჟის ქვეშ გაემართა რაიმე ტიპის შეხვედრა უცხოელებთან. ახლა, როდესაც გარკვეული გარემოებები შეიცვალა, ის არის მზად, გამართოს ასეთი შეხვედრა, ანალოგიური მზაობა დააფიქსირა ამერიკის ელჩმაც, რაც არის ძალიან კარგი. ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების გადატვირთვას, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს დაახლოებით, ერთ თვეში და აქედანვე შეუძლია, დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი

ჩვენ ტექნიკურად გადავაყენებთ სალომე ზურაბიშვილს, დაახლოებით, ერთ თვეში და აქედანვე შეუძლია, დაგეგმოს თავისი ტექნიკური მომავალი, უკვე…

ირაკლი კობახიძე – ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზეც ისაუბრა, ჩვენი დაპირებაა, რომ 130 მლრდ ლარამდე გაიზარდება ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში და ქვეყნის ბიუჯეტი 40 მილიარდ ლარს გადასცდება

ჩვენი დაპირებაა, რომ 90-დან დამატებით 130 მლრდ ლარამდე გაიზარდება ქვეყნის ეკონომიკა 4 წელიწადში, ქვეყნის ბიუჯეტი 28…

ირაკლი კობახიძე- გახარია შეგნებულად უპირისპირებდა ერთმანეთს სახელმწიფოსა და ადამიანებს, სამართალ დამცავებს და ახალგაზრდებს, ამას აკეთებდა სპეციალურად, გარე დავალებების საფუძველზე

ხელის გულზე დევს გახარიას დანაშაულები, ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფოს ინტერესები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის  შეფასებით,  გახარია უმძიმესი დანაშაულებს სწორედ დავალებების საფუძველზე სჩადიოდა. „კიდევ ერთხელ შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე მთავარი დანაშაული, რაც მან ჩაიდინა. ეს იყო მესტიის სპეცოპერაცია, სადაც შეურაცხყოფილი დატოვა სპეცრაზმის წარმომადგენლები, ჩვენი პოლიციელები, მის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაციის გამო. მეორე იყო პანკისი, სადაც ზუსტად იგივე მოხდა. მესამე იყო ბასიანის სპეცოპერაცია, გახსოვთ, როგორ წარიმართა ეს მოვლენები. გახარია შეგნებულად ერთმანეთს უპირისპირებდა სახელმწიფოსა და ადამიანებს, სამართალდამცავებს და ახალგაზრდებს. ამას აკეთებდა სპეციალურად, შეგნებულად, გარე დავალებების საფუძველზე და რაც მან 20 ივნისს გააკეთა, როდესაც წყლის ჭავლი და გაზი არ გამოიყენა და მიიყვანა საქმე იქამდე, სადამდეც მიიყვანა, ეს არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი და უმძიმესი დანაშაული. მისი დანაშაული იყო ასევე ჩორჩანა,  დეტალებს აღარ გავიხსენებ. თითოეულ შემთხვევაში, ის ცდილობდა, გარე დავალებების საფუძველზე დაეზიანებინა სახელმწიფო ინტერესები, დაეპირისპირებინა ერთმანეთისთვის სამართალდამცავები და ახალგაზრდები, ზოგადად სახელმწიფო და ადამიანები. ეს არის უმძიმესი დანაშაულები, რომლებსაც გახარია სჩადიოდა, სწორედ, დავალებების საფუძველზე, აქედან გამომდინარე, მისთვის ეპითეტი გარეწარიც კი არის ძალიან რბილი შეფასება,“- განაცხადა პრემიერმა

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვჭირდება ნათელი ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იქნება მთავარი გზავნილი ხვალინდელ შეკრებაზე

ჩვენ გვჭირდება ნათელი ევროპული მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის და ეს იქნება მთავარი გზავნილი ხვალინდელ შეკრებაზე, – ამის…

ზაალ ანჯაფარიძე-ის, რომ ჩანჩქერივით მოედინება ინფორმაცია ნაცპარტიების პროვოკაციებზე არჩევნების ჩასაშლელად, არის ინდიკატორი იმისა, რომ შესაძლოა იქაც შემორჩა ხალხი, ვისაც არ სურს რადიკალების ინტერესებს ჩააყოლონ ქვეყანა

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „აგენტურული ოთხეულის წარმომადგენლები,…

ზაურ დარგალი: მჯერა, კვლავ ერთად, ღირსეულად გავიმარჯვებთ და განვაგრძობთ ქვეყნისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის მშვიდობიან განვითარებას

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მარნეულის დელეგატი ზაურ დარგალი, თამარისისა და კაჩაგანის მოსახლეობას შეხვდა და სარჩევნო პროგრამა…

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის, ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ თავი დააღწია პოლიტიკურ სერვილიზმს და მკაფიო არჩევანს აკეთებს ომსა და მშვიდობას შორის!

ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი ინტერვიუ იყო მკაფიო პოლიტიკური გზავნილი გარე და შიდა აქტორებისათვის. ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ…

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიცია ყველაფერს ქართულს ებრძვის – კუბილიუსის, როთის და კელის ნათქვამი უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე საკუთარი ერის ხმა

პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის ქმედებებს ეხმიანება. „ეს არის ოპოზიციის სახიფათო სიძულვილი…