დავით ქართველიშვილი: საქართველოში „ცხელი შემოდგომის“ შედეგები, კვლავინდებურად არის ორი იმპერიალისტური მონსტრის: „გლობალური ომის პარტიის“ და რუსეთის ყურადღების ქვეშ და ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასუსტებას

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სუს-ის მიერ ქვეყნისთვის არაერთი საფრთხის აცილებას ეხმიანება და მოსალოდნელი საფრთხეების…

მამუკა მდინარაძე: „ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო და საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი თანხების მობილიზებაც აქედან გამომდინარეა

ამას უზრუნველყოფს ის, რომ საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი არის პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის…

შალვა პაპუაშვილი – ყველამ შინ და გარეთ უნდა გაიაზროს და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს მათმა მოწოდებებმა – რაც არ მოგწონს მოლდოვაში, არ შეიძლება თავად გააკეთო საქართველოში

საქართველო განვითარების მნიშვნელოვან პერიოდს გადის. ქართულ პოლიტიკაში ნელა, მტკივნეულად, მაგრამ მაინც მკვიდრდება ისეთი აუცილებელი პრინციპი, როგორიცაა…

ირაკლი კობახიძე -პროგრამაში წარმოდგენილი ყველა მიმართულება ასახული იქნება  ბიუჯეტში,რომელიც ახალი სახით დეკემბრის დასაწყისში წარედგინება პარლამენტს 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2025 წლის ბიუჯეტში ზრდა იქნება ყველა მიმართულებით.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა,პირველად პროექტთან  შედარებით,  პენსიების  ნაწილში სერიოზულად იზრდება ბიუჯეტი.  „ბიუჯეტის ზრდა გვექნება ყველა მიმართულებით, მათ შორის როცა საქმე ეხება კულტურას და სპორტს, გვექნება სერიოზული მატება, რაც ჩვენი პროგრამის შემადგენელი ნაწილია.  პენსიების ნაწილში პირველადი პროექტი რაც იყო წარდგენილი, იმასთან მიმართებით სერიოზულად იზრდება ჩვენი ბიუჯეტი. ყველა მიმართულებით, რაც გვაქვს პროგრამაში წარმოდგენილი, ყველა შესაბამისი ფინანსური რესურსი იქნება ასახული ბიუჯეტში, რომელიც უკვე ახალი სახით იქნება წარდგენილი პარლამენტის წინაშე დეკემბრის დასაწყისში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერთან ერთად თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო და თაბორზე მშენებარე სასტუმრო„პარაგრაფის“კომპლექსი დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგირო და თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“  კომპლექსი დაათვალიერა.მთავრობის მეთაურმა და დედაქალაქის მერმა საბაგიროთი იმგზავრეს და დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ ტურიზმის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორისგან, გიორგი ბაიდარაშვილისგან მიიღეს. „თაბორზე მშენებარე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსი არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც მთლიანად ქალაქის განვითარებას და ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისებას შეუწყობს ხელს. პროექტში ჩადებულია 175 მლნ დოლარის ინვესტიცია და ეს იქნება უნიკალური სივრცე თბილისისთვის და ტურისტებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში. ჩვენ ვიმგზავრეთ ახალი საბაგიროთი და ძალიან კარგია, რომ ახალი წლისთვის გაიხსნება როგორც სასტუმრო კომპლექსი, ასევე საბაგირო გზა, რითაც ისარგებლებენ როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ასევე უცხოელი ვიზიტორები. მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ფონდ „ქართუს“, რომელიც იყო მთლიანად ამ იდეის ავტორი და ამ პროექტის სულისჩამდგმელი. ბატონი ბიძინა  ივანიშვილი ყოველთვის ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც ორიენტირებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე და ეს პროექტიც ამის საუკეთესო  გამოხატულებაა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. თავისუფლების მოედნის და თაბორის ქედის დამაკავშირებელი საბაგიროს პროექტში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. საბაგიროს ორივე სექციას საათში 1000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. პირველი სექციის სადგურებს შორის მანძილი 1200 მეტრია და მგზავრობას დაახლოებით 5 წუთი სჭირდება, ხოლო მეორე სექციის სადგურებს შორის არსებულ 700-მეტრიან მანძილზე მგზავრობის ხანგრძლივობა 3,5 წუთია. პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა თაბორის ქედზე სასტუმრო „პარაგრაფის“ კომპლექსის მშენებლობაც დაათვალიერეს, რომელიც დასრულების ეტაპზეა. სასტუმრო „პარაგრაფ თაბორი“ და თავისუფლების მოედნის და  თაბორის  ქედის დამაკავშირებელი საბაგირო ახალ წელს დასრულდება.

ირაკლი კობახიძე-საქართველოში გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო, ასეთ პირობებში ისღა დარჩენია რადიკალურ ოპოზიციას,რომ სიცრუით გაჯერებული ინფორმაცია გაავრცელოს

საქართველოში გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო, ასეთ პირობებში ისღა დარჩენია რადიკალურ ოპოზიციას, რომ სიცრუით გაჯერებული ინფორმაცია გაავრცელოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია, სცადონ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩრდილის მიყენება. „რადიკალური ოპოზიციის მიზანი არის ის, რომ სცადონ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩრდილის მიყენება, მაშინ, როდესაც საქართველოში დღეს ტარდება უპრეცედენტოდ მშვიდი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები.არავითარი პრეტენზიის საფუძველიც კი არ არსებობს. მოლდოვაში კანდიდატები პირდაპირ ჩახსნეს, რეგისტრაცია გაუუქმეს თითიდან გამოწოვილი საბაბით. საქართველოში გვაქვს უპრეცედენტო საარჩევნო გარემო, ყველა თვალსაზრისით. არის სამართლიანი, კონკურენტული გარემო. ასეთ პირობებში ისღა დარჩენია რადიკალურ ოპოზიციას, რომ ასეთი სიცრუით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – თავისუფლების მოედანი ვერ შეავსეს, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას, თუ ვერ შეავსე, აქცია ჩაგივარდა და რეალურად ერთი კვირით ადრე წააგო არჩევნები რადიკალურმა ოპოზიციამ

უმძიმეს მდგომარეობაშია ოპოზიცია, კამპანიას არ ატარებენ, არც სოფლებში დადიან, არც ქალაქებში გადიან, შეკრებებს ვერ ატარებენ, – …

ირაკლი კობახიძე – ვერავითარი დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა მოლდოვამ ამ არჩევნების სახით, კანდიდატები ჩახსნეს ერთმანეთის მიყოლებით და მოლდოვას აყენებენ ჩვენზე წინ, თუ სადმეა საჭირო განცხადებები, საჭიროა მოლდოვასთან დაკავშირებით

ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სცენაზე ავიდა, შეუერთდა რევოლუციურ პროცესს, მაგრამ ეს პროცესი ჩავარდა, ამ ფონზე,…

ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობას“თავის დროზე იმდენი დანაშაული აქვს  ჩადენილი,არ მიკვირს,რომ მრავლად არიან ადამიანები,რომლებიც ვერ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ

„ნაცმოძრაობას“ თავის დროზე იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი და იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, არ მიკვირს, რომ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ  რეჟიმის  წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. აქციის მონაწილეებისთვის ლაზერის მინათების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი პოზიცია გამოხატეს. „ისინი, როგორც ჩანს, იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები. შეიძლება, პარტიის წევრებიც იყვნენ მათი ნაწილი, მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები. როგორც იგორ ნარმანია და სხვა „ნაციონალი“ ახალგაზრდები იყვნენ გულწრფელი სამოქალაქო აქტივისტები, რატომ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყოს სამოქალაქო აქტივისტი. ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ აქვთ სამოქალაქო პოზიცია და გამოხატეს ეს სამოქალაქო პოზიცია იმ ადამიანების მიმართ,რომლებიც მათი გადმოსახედიდან არიან უღირსი. იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი „ნაცმოძრაობას“ თავის დროზე იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, არ მიკვირს, რომ მრავლად არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ  რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სურთ ხელისუფლებაში ამ რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნება. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. რაც შეეხება ლიბერალურ ფაშიზმს, რომლის მორიგი აქტი ვიხილეთ ამ ახალგაზრდების წინააღმდეგ, ეს რადიკალურად მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით , თუ ვინმეს რამის  უნდა  რცხვენოდეს, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან „ნაცმოძრაობას

ირაკლი კობახიძე – იმპიჩმენტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა, კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას უნდა ტოვებდეს იმპიჩმენტის წესით

არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს იმპიჩმენტს, თუმცა პრაქტიკული კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ კონსტიტუციის დამრღვევი და…

პრემიერი  – არადიპლომატიური განცხადება გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა

ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ა.შ…

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის  თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა

სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა, რაც მას შესაბამისად ახასიათებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ რაიმე ცვლილება შეიტანოს არჩევნების შედეგებში. „სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის თანახმად უნდა იყოს ზეპარტიული, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პარტიულ შეკრებაში არის კონსტიტუციის მორიგი უგულებელყოფა, რაც მას შესაბამისად ახასიათებს, თუმცა საბედნიეროდ, მას არ აქვს არანაირი რესურსი, რომ რაიმე ცვლილება შეიტანოს არჩევნების შედეგებში. რეალურად რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ ერთი კვირით ადრე დაამთავრა არჩევნები. 100 000 გაყავით  დაახლოებით 6-ზე, 7-ზე და მიიღებთ იმ რიცხვს, რომელიც არის რეალობა რადიკალური ოპოზიციის პარტიები მანამდე ჭკვიანურად მიყვებოდნენ კამპანიას, ან არ ატარებდნენ ასეთ შეკრებებს ,ან სკამებს  დგამდნენ ხოლმე რაც სწორი, პრაგმატული გადაწყვეტილება. სკამებით 2500 კაცი შეგიძლია დასვა და წარმოაჩინო ისე, თითქოს იქ არის 15 000 კაცი. იგივე ზუგდიდში,   დაახლოებით იგივე რაოდენობა  გვყავდა…

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადება

ბოლო კვირა დაიწყო არჩევნებამდე და უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის უპრეცედენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის…

Euronews: „საქართველოსთვის სტუმარ-მასპინძლობა სიყვარულით გაჯერებული შრომაა“

საქართველოში გლობალური მნიშვნელობის ღონისძიების ფარგლებში,გავლენიანი ევროპული მაუწყებლობის, „Euronews”-ის ობიექტივშიმოექცა. 2024 წლის 27 სექტემბერს საქართველომ მსოფლიო ტურიზმის…

თბილისს კიდევ ერთი საბაგირო გზა შეემატება, რომელიც თავისუფლების მოედანს თაბორის ქედთან დააკავშირებს 

თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. პროექტი, რომელიც საქართველოს…