„ეს არის პოლიტიკური ვაჭრობა, რომელიც დიპლომატიის დადგენილ წესებს სცდება და მიზნად ისახავს ამომრჩევლის უმრავლესობის იძულებას –…
დღე: ოქტომბერი 18, 2024
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე – კიევის ბრალი არ არის, 2021 წლის არჩევნების წინ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ფარული შემოგზავნა, ბრიუსელის ბრალი არ არის, ევროკავშირი მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებას რომ ითხოვს,ჩვენი ბრალია, ჩვენი!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეხმიანება ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, “პრობლემა არ არის…
ლევან ნიკოლეიშვილი-როდესაც ევროკავშირის ელჩი შანტაჟის ენით ელაპარაკება მასპინძელი ქვეყნის ამომრჩეველს ამაზე მეტი დარღვევა რაღა უნდა იყოს?!
„როდესაც ევროკავშირის ელჩი შეგნებულად არღვევს თავის ფუნქცია -მოვალეობებს, პირდაპირ მუქარისა და შანტაჟის ენით ელაპარაკება მასპინძელი ქვეყნის…
ირაკლი კობახიძე -არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი დაპროცესი წარიმართება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში,არაფერი მიანიშნებს იმაზე,რომ რამე შეიძლება შეიცვალოს
არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ყველა ვხედავთ, რომ არჩევნები წარიმართება აბსოლუტურად თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, არაფერი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რამე შეიძლება შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის ელჩის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით,ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, რაც არის მშვიდობის და ეკონომიკური წინსვლის დამსახურება. „არჩევნებამდე ერთი კვირაა დარჩენილი და ყველა ვხედავთ, რომ არჩევნები წარიმართება აბსოლუტურად თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში. არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში რამე შეიძლება შეიცვალოს. რაც შეეხება არჩევნების დღეს – არჩევნების დღეს გამოყენებული იქნება ელექტრონული აპარატურა, ხმების დათვლა, მანამდე ხმის მიცემა და ამომრჩეველთა რეგისტრაცია მოხდება ელექტრონული ფორმით. ანუ, არჩევნების დღესაც გამორიცხულია რაიმე მანიპულაცია. არათუ მანიპულაცია, ადამიანური შეცდომებიც კი გამოირიცხება, ისეთი აპარატურით ჩატარდება ეს არჩევნები. ასეთ ვითარებაში მსგავსი განცხადებების გაკეთების არავითარი საფუძველი არ აქვთ. როცა ამ ყველაფრის პირობებში მაინც მიდის ამაზე საუბარი, ეს შემაშფოთებელია. შეიძლება ვიღაც გაღიზიანდეს იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს დაახლოებით 60%-ს ამ არჩევნებზე და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ წააგებს ამ არჩევნებს. შეიძლება ვიღაცას ეწყინოს,რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ვეღარ აწამებს ადამიანებს, ვეღარ დახოცავს ქუჩაში 150 ადამიანს, რასაც აკეთებდნენ თავის დროზე, როცა ხელისუფლებაში იყვნენ. ვეღარ მიიტაცებს ტელევიზიებს, ვეღარ გაძარცვავს ბიზნესებს, ვეღარ დაიწყებს ომს და აღარ დაკარგავს დამატებით საქართველოს ტერიტორიებს. ეს ვიღაცისთვის შეიძლება იყოს საწყენი და გამაღიზიანებელი, მაგრამ ყველა უნდა შეეგუოს ქართველი ხალხის არჩევანს. დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, რაც არის მშვიდობის, ეკონომიკური წინსვლის დამსახურება, მათ შორის, იმის დამსახურება, რომ ამ ოპოზიციას ყველანაირი რეპუტაცია აქვს დაკარგული. ასეთ პირობებში ვიღაცას კიდევ რომ აქვს ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მოგების იმედი, ის აშკარად არასწორი მიმართულებით აზროვნებს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე -ვიხილეთ ლიბერალურ-ფაშისტური თავდას ხმა ჯგუფ „მგზავრებზე“როცა ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, იქნებოდა ეს კიევი, მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა
ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა, კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე, „მგზავრებზე“. როცა ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა ასეთი ფორმით საქართველოში, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იქნებოდა ეს კიევი, მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ლიბერალური ფაშიზმი, საქართველოში უკვე კონკრეტულ ჯგუფს ეზღუდება კონცერტის გამართვის შესაძლებლობა. „ეს არის კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც შეგვახსენებს, თუ რამდენად მძიმე გამოხატულება აქვს ლიბერალურ ფაშიზმს საქართველოში და ზოგადად, მსოფლიო მასშტაბით. ორი თვის წინ მოვისმინე რობერტ ფიცოს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის ათ-წუთიანი ვიდეო მიმართვა, მას შემდეგ, რაც ის პირველად გამოვიდა საავადმყოფოდან, მასზე თავდასხმის შემდეგ და ის ყვებოდა თუ როგორია ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება სლოვაკეთში. ეს ათ წუთიანი მიმართვა ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. ეს უჩვენებს, რომ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება ზუსტად იდენტურია საქართველოში და სლოვაკეთში. ეს იმას ნიშნავს თავის მხრივ, რომ ეს ახალი მიმდინარეობა და იდეოლოგია არის კოორდინირებული გლობალურ დონეზე, იმ ძალების მიერ, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ლიბერალურ ფაშიზმს. ამ შემთხვევაში ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა, კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე, „მგზავრებზე“. სამწუხაროდ, ეს არ ამართლებს მათ გადაწყვეტილებას, მაგრამ გარკვეულწილად, შეიძლება ახსნა მოვუძებნოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს. ძალიან მძაფრი არის ხოლმე ლიბერალური ფაშიზმის თავდასხმები ამა თუ იმ პირის და ორგანიზაციის მიმართ. შესაბამისად, ამას აქვს ახსნა, მაგრამ გამართლება არ აქვს. თავის დროზე, როცა ლიბერალური ფაშიზმი არ მძლავრობდა ასეთი ფორმით საქართველოში, ეს ჯგუფი კონცერტებს თავისუფლად ატარებდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, იქნებოდა ეს კიევი, მოსკოვი თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანა. მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ლიბერალური ფაშიზმი, საქართველოში უკვე ხედავთ, რომ კონკრეტულ ჯგუფს ეზღუდება კონცერტის გამართვა საქართველოშიც კი. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სწორედ ლიბერალურ ფაშიზმს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა. ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ კონკრეტული პოლიტიკური ძალების არაკონსტიტუციურად გამოცხადების თაობაზე. როგორც კი არაკონსტიტუციურად გამოცხადდებიან ლიბერალურ-ფაშისტური პოლიტიკური ძალები, მაშინვე დასრულდება ლიბერალური ფაშიზმი ჩვენს ქვეყანაში და არც ასეთ ჯგუფებს აღარ შეექმნებათ მოგვიანებით პრობლემა – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი – 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე გაიარა რეგისტრაცია, მათ არ ეშინიათ საკუთარი ფინანსების გასაჯაროების, აშკარაა, სხვა ორგანიზაციებს ბევრი აქვთ დასამალი და ამიტომ არ რეგისტრირდებიან
გამჭვირვალობის შესახებ კანონი არც არავის ზღუდავს და არც სტიგმატიზაციას ახდენს არც ერთი ორგანიზაციის, აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ 100-ზე ბევრად მეტმა ორგანიზაციამ გაიარა რეგისტრაცია ერთი მარტივი მიზეზის გამო, არავითარ პრობლემებს არ უქმნის ამ ორგანიზაციებს ეს კანონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებს მოეთხოვებათ ერთადერთი რამ – გამჭვირვალობა და გაუგებარია ,თუ არაფერი აქვთ დასამალი, რატომ არ რეგისტრირდებიან. „ერთადერთი რაც მოეთხოვებათ, არის გამჭვირვალობა. თუ არაფერი გაქვს დასამალი, რატომ არ უნდა დარეგისტრირდე, მარტივი კითხვა ისმის. რაც შეეხება სტიგმატიზაციას, ესეც არის ჩვეულებრივი ტყუილი. როცა გვაქვს პრობლემები კონკრეტულ ორგანიზაციებთან მიმართებით, ვინც მაგალითად თავის დროზე ე.წ. „პივიტი“ გააყალბა, ან სხვაგვარად მონაწილეობდა რევოლუციურ პროცესებში, პირდაპირ ყველას ვუწოდებთ საკუთარ სახელს. რაც შეეხება კანონს, კანონში ხდება ფაქტის კონსტატაცია – როდესაც შენ იღებ უცხოურ ფულს, ამ ფულს მოჰყვება გავლენა და ხდები შესაბამისი გავლენის გამტარებელი საკუთარ ქვეყანაში. ამ ფაქტის კონსტატაციას ვერ ექნება ვერავითარი პრობლემური დატვირთვა ვერც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ 150-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე…
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლთან რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა
. მხარეებმა განიხილეს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის…
თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე მიულოცა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 20 წლისაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და…
ირაკლი კობახიძე -საქართველოში არის დემოკრატიული მმართველობა, ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება,რასაც ყველამ უნდასცეს პატივი, ხალხისარჩევანის პატივისცემა,დემოკრატიის გამოხატულებაა
საქართველოში არის დემოკრატიული მმართველობა, ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი, ხალხის არჩევანის პატივისცემა, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როცა საუბარია ერთპარტიულობაზე, ერთი პარტიის მიერ უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს ერთპარტიულობას, ეს არის ხალხის არჩევანი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს. „2020 წელს, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა, ეს იყო ხალხის ნება, რომ ერთ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ემართა ეს ქვეყანა „ნაცმოძრაობის“, თუ მისი რომელიმე დანაყოფის მონაწილეობის გარეშე. ეს ხალხმა გადაწყვიტა. ის, რომ ერთი პარტია არის დღეს უმრავლესობაში, არ ნიშნავს ერთპარტიულობას, ეს ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგიძლიათ, ამოიკითხოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოდის ერთპარტიული, უკრაინა, მოლდოვა, სხვა კანდიდატი ქვეყნები, ეს ხომ აბსურდია. ყველას ვურჩევ, კარგად გადახედონ პოლიტიკის თეორიის, სამართლის სახელმძღვანელოებს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ერთი პარტიის ყოფნა უმრავლესობაში არ ნიშნავს ერთპარტიულ მმართველობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, NGO-ებს არავინ ზღუდავ და, ერთადერთი, რაც მათ ახალი კანონით მოეთხოვებათ, არის ფინანსების გამჭვირვალობა, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ევროპული პრინციპია. „როდესაც გამჭვირვალობას ფუთავენ შეზღუდვად, ეს სერიოზული პრობლემაა. საქართველოში არის დემოკრატიული მმართველობა, ქვეყანას მართავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რასაც ყველამ უნდა სცეს პატივი. შეიძლება, ვიღაცა გაღიზიანებული იყოს ამის გამო, ვიღაცა – არა, მაგრამ პატივისცემა ამ მოვლენის მიმართ ყველამ უნდა გამოხატოს. ხალხის არჩევანის პატივისცემა არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულება. რაც შეეხება ენჯეოებს, აქ ჩვენ შეიძლება, გვქონდეს ჩვენი შეფასება, მაგრამ არავინ აპირებს ენჯეოების შეზღუდვას, ენჯეოების გამჭვირვალობა არის ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც არის ასახული გამჭვირვალობის შესახებ კანონში. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი მეტ ობიექტურობას, თუმცა აქაც ვიტყვი ერთ რამეს, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი. როგორც კი გადაივლის ერთი არჩევნები, მეორე არჩევნები, სხვა ქვეყანაში არჩევნებს ვგულისხმობ, როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, მაშინვე დასრულდება ეს არასწორი შეფასებები და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველო-ევროკაშირსა და საქართველო-აშშ-ს შორის, რასაც ჩვენთვის პრინციპული, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე -ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები ბოლომდე ჩატარდეს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, როგორც ეს უზრუნველყოფილი იყო დღემდე
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები ბოლომდე ჩატარდეს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, როგორც ეს უზრუნველყოფილი იყო დღემდე, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საარჩევნო პროცესი წარიმართება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, რაც დადასტურდა ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნითაც. „ეს განცხადებები არის დროებითი. გარკვეულ განცხადებებს აქვს მიზანი, რომ რაღაცნაირად გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, თუმცა, აქაც ნულოვანია რესურსი. როგორც კი დასრულდება არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე ეს განცხადებები შეიცვლება და გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ასევე აშშ-სთან. რაც შეეხება არჩევნებს, საარჩევნო პროცესი წარიმართება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, რაც დადასტურდა ეუთო-ოდირის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნითაც და ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იგივე სულისკვეთებით საარჩევნო პროცესების მართვაზე და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციაც, რაღაც დოზით იმავე სულისკვეთებით იმოქმედებს. არ იქნება პროვოკაციები და ისეთი მოვლენები, როგორიც არის მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალების, ბილბორდების განადგურება, „არა ომს“ წარწერების წაშლა ბილბორდებზე და ა.შ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არჩევნები ბოლომდე ჩატარდეს თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, როგორც ეს უზრუნველყოფილი იყო დღემდე, ასევე უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი – ყალბი ბრალდებები და ისტერიული კამპანიები მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიციას არ აქვს არჩევნებში წარმატების არავითარი იმედი, „ქართული ოცნების“ რეიტინგი, დაახლოებით, არის 60 %
ისტერიული კამპანიები მიანიშნებს ერთადერთ რამეზე, რომ ოპოზიციას არ აქვს არჩევნებში წარმატების არავითარი იმედი, – ამის შესახებ…
ირაკლი კობახიძე – კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას შალვა გოგოლაძე დაიკავებს, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოიყოფა სპორტის სამინისტრო, იგი დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას
გვინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი შალვა გოგოლაძე, რომელიც ამ ეტაპზე დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ის იქნება სპორტის…
კულტურისა და სპორტის მინისტრის პოზიციას თინათინ რუხაძე დაიკავებს
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პოზიციას თინათინ რუხაძე დაიკავებს. ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არჩევნების დასრულებისთანავე დაინიცირდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა და თინათინ რუხაძე კულტურისა მინისტრის პოზიციას დაიკავებს. პრემიერ-მინისტრმა კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა წულუკიანი საქმიანობას გააგრძელებს საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, მან უკვე დატოვა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა. მე მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მას, გაწეული საქმიანობისთვის. მინდა წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის მინისტრი. ვიდრე სამინისტრო გაიყოფა, იქნება ერთი მინისტრი, გვინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედებითი გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის, „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი , ასევე ის იყო ტელე ფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი , მოგვიანებით „ტიბისი -ტვის გენერალური პროდიუსერი, ასევე გახლდათ საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი. იყო ასევე შპს „მელოდია არტის“ დირექტორის მოადგილე, გენერალური პროდიუსერი, ასევე თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში. 2016 წლიდან დღემდე ის გახლდათ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი“…
ირაკლი კობახიძე – არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა
არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა, – ამის შესახებ…
გივი მიქანაძე -იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი მედია ორგანიზაციების
არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად იზრდება დეზინფორმაციული კამპანია ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერი როგორც მედია ორგანიზაციების, ასევე არასამთავრობო…