„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი მუმლაძის მიერ გავრცელებულ ტყუილს ეხმიანება, რომლის თქმითაც,…
დღე: ოქტომბერი 17, 2024
ბადრი ჯაფარიძე “აწარმოე საქართველოს” თანადაფინანსებით შექმნილ 500 საწარმოზე: ეს სრულიად სხვა რამეა
კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ “ღამის კურიერში” “აწარმოე საქართველოს” თანადაფინანსებით შექმნილ 500 საწარმოზე ისაუბრა. ჯაფარიძემ…
მიხეილ სარჯველაძემ, ზუგდიდში, დასაქმების ფორუმი გახსნა
ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.ფორუმზე 40 – ზე მეტმა ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები…
ირაკლი კობახიძე – ვეტერანებმა ყველაზე უკეთ იცით მშვიდობის ფასი, მადლობას გიხდით გმირობისთვის, სამშობლოსათვის თავდადებისთვის, იმ წვლილისათვის, რაც შეგაქვთ საქართველოს უკეთესი მომავლის შენებაში
გავაგრძელებთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელშეწყობას და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების გაფართოებას. მათ შორის, ამ საკითხებზე გვექნება…
ირაკლი კობახიძე -წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით
ვეტერანი ერთერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მმართველმა გუნდმა დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. „მინდა მოგილოცოთ ვეტერანთა დღე ჩვენს ძვირფას ვეტერანებს, თავდაცვის ძალების, პოლიციის, სპეციალური სამსახურების ღირსეულ მებრძოლებს, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს. ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით , როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომ, თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნვა, თქვენი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის, რომ წელს ამ დღეს მეათედ აღვნიშნავთ, სწორედ ამის დასტურია. წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით; საფუძველი ჩავუყარეთ ვეტერანთა საქმეების სამსახურის შექმნას და ვეტერანებზე ზრუნვა პრიორიტეტად ვაქციეთ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თქვენი დამსახურებების სათანადოდ დასაფასებლად“, – განაცხადა პრემიერმა.