ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის,ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან ქალაქს სრულად განტვირთავს. “მინდა, ყველას მოგილოცოთ ბათუმის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნა. ეს გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილი და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის. ბათუმი არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ აღიარებულია ევროპის მზარდ ტურისტულ მიმართულებად და ინვესტიციების საუკეთესო ადგილად ევროპაში; ეს არის ოთხი სეზონის ქალაქი და მიღებული აქვს ტურიზმის „ოსკარიც“. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქი მუდმივად ვითარდება და ამას ხელს უწყობს სახელმწიფო სწორი გეგმით და ეს ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება. ამ ყველაფრის მორიგი მაგალითია ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა, რომელიც დღეს გაიუხსნება. ეს გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან ქალაქს სრულად განტვირთავს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში, თუმცა სატრანსპორტო კვანძებით უკავშირდება როგორც მიმდებარე დასახლებებს, ისე ბათუმის სხვადასხვა უბანს. ძველ გზაზე მოძრავი ტრანსპორტის 43% ბათუმის შემოვლითი გზით იმოძრავებს, რითაც ქალაქი მნიშვნელოვნად განიტვირთება, გაუმჯობესდება ბათუმში ცხოვრებისა და დასვენების პირობები, გაიზრდება გზის გამტარობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა. ყველა თვალსაზრისით ამ შემოვლით მაგისტრალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნის, რეგიონის და ქალაქ ბათუმის განვითარებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.
დღე: ოქტომბერი 11, 2024
კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის გზავნილებზე: ჩვენი მოტივაცია არის – სად ვიყავით, სად მოვედით და რა გვინდა მომავალში. მიღწეულს არ ვჯერდებით დაკიდევ უფრო მეტის მიღწევა გვინდა
„სულ ჩვენ არ ვიქნებით ხელისუფლებაში. მოვლენ სხვა პარტიებიც, ქვეყანაზეშეყვარებული პატრიოტები და არა ის ძალები, რომლებიც გარედან…
პრემიერი – ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობისა და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 355 კმ მაგისტრალური გზით, რომლის 287 კმ სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებშია აშენებული
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება და სატრანზიტო ფუნქციის განვითარებაა. ამ მიზნის მიღწევის გზაზე…
ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე – ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი,ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა
გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში, – ამის…
მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე :მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით
„მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით“,- ამის შესახებ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის…
კახა კალაძე ბუნდესტაგის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს
„ამ რეზოლუციებს არაფერი ფასი არა აქვს. რეალობა არის ერთი – საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ აშანტაჟებდნენ კაბინეტებში,სრული პასუხისმგებლობით…
კახა კალაძე: იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესორეკრეაციული სივრცე და ამ ტერიტორიასთან კორპუსების მშენებლობას არანაირი კავშირი არ აქვს
იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ…
თავდაცვის ძალებმა სამედიცინო სწავლება GEOMEDEX 24 ჩაატარა
ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნატოსსტანდარტებით პირველი ქართული სამხედრო სამედიცინო სწავლება გაიმართა.GEOMEDEX 24, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის…
დავით კაჭარავა: ის დღის წესრიგი, რომელსაც ეყრდნობა კოლექტიური ნაცმოძრაობა ქვეყნის გარედან არის მართული და ერთადერთ მიზანს, ხელისუფლების ცვლილებას ემსახურება
ქვეყნის შიდა საქმეებში, მათ შორის არჩევნების პროცესში, უცხოური ძალების მხრიდან ღიად ჩარევაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის…
ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობის“ დანაშაულების შეხსენება საჭიროა, რათა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის 26 ოქტომბერს
„ნაცმოძრაობის“ დანაშაულების შეხსენება საჭიროა, რათა საზოგადოებამ სწორი არჩევანი გააკეთოს, მათ შორის 26 ოქტომბერს, – ამის შესახებ…
ირაკლი კობახიძე – გახარიამ და ხაზარაძემ გაერთიანება შიდა პრობლემების გამო ვერ შეძლეს, თორემ რეალურად რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ ხოლმე
გახარიამ და ხაზარაძემ გაერთიანება შიდა პრობლემების გამო ვერ შეძლეს, თორემ რეალურად რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ ხოლმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ლელოსა“ და გახარიას პარტიის შემადგენლობა ჭრელია და პრობლემები ჰქონდა სიის ფორმირებასთან დაკავშირებით. „იქ იყო შიდა პროცესები, სიის ფორმირების პროცესები და საბოლოო ჯამში იმის გამო, რომ ისედაც ჭრელია შემადგენლობა, ერთი „ლელოში“ და მეორე „გახარიასთან“, ყველამ ნახა, რომ სიის ფორმირებას გაერთიანების გარეშეც როგორი ამბები მოყვა. მე-18ს სვამდა დაუშვილს სიაში, მერე მან უარი თქვა, მერე გამოვიდა და შეურაცხყოფა მიაყენა ადამიანს, რომელიც ოთხი წელი მონასავით ემსახურებოდა გახარიას და გამომრჩაო, ასეთი რაღაც აკადრა საკუთარი პარტიის წევრს. მაშინაც კი, როცა არ გაერთიანდნენ ასეთი პრობლემები ჰქონდათ. ფიზიკურად ვერ შეძლეს გაერთიანება იმის გამო, რომ ჰქონდა სერიოზული შიდა პრობლემები, თორემ რეალურად რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ ხოლმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი – მთელი ჩვენი საგარეო ვაჭრობის წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0.3%, შესაბამისად, რუსეთზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებას, ჩვენ კი გვექნებოდა მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა პირველივე წელს
მთელი ჩვენი საგარეო ვაჭრობის წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0.3%,, შესაბამისად, რუსეთზე ვერავითარი გავლენა ვერ ექნებოდა ჩვენი…
პრემიერი – პირველად გაბედა ევროპარლამენტმა და სანქციებთან დაკავშირებით საჯაროდ გაახმოვანა ის, რასაც ითხოვდნენ ჩვენგან ვიღაც-ვიღაცეები და რასაც უნდა გამოეწვია ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი
რატომ უნდა ამ ქვეყნის ეკონომიკის დაქცევა ვიღაცას, ვინც გავლენას ახდენს ევროპარლამენტის რეზოლუციებზე – ეს საკითხი, რა…
ირაკლი კობახიძე – მას შემდეგ, რაც ჩვენ ავიღებთ ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, განხორციელდება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი – ჩვენ დავაინიცირეთ იმპიჩმენტის პროცედურა, რასაც სიმბოლური დატვირთვა აქვს
მას შემდეგ, რაც ჩვენ ავიღებთ ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, განხორციელდება სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი, – ამის…
პრემიერი გამჭვირვალობის შესახებ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს, კანონი ჩათვალეს რომ არის კარგი, მაგრამ ვერ იღებენ იმის გამო, რომ ჩვენ ვეღარ მოგვთხოვენ მერე იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას
გამჭვირვალობის შესახებ კანონი ითვალისწინებს მექანიზმებს, თუ NGO, ორგანიზაცია თვითონ არ ავსებს საკუთარ დეკლარაციას, ამ შემთხვევაში იუსტიციის…