საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც სამწუხარო მოვლენაა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს, პატივი სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც, რაც, სამწუხაროდ, არ ხდება. „მომავალი წლის დასაწყისში დასრულებული იქნება არჩევნები, აქაც, იქაც; მეორე – სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, მესამე – ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში აუცილებლად დასრულდება ომი უკრაინაში, ეს არის ფაქტორები, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს ურთიერთობების გადატვირთვას. ეს არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც სამწუხარო მოვლენაა, თუმცა საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს პატივი სცეს ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევანს, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი. რაც შეეხება კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს – მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს ვიზიტი არის არაკონსტიტუციური, რაც არის მკაფიო სამართლებრივი მოცემულობა და ასეთ დროს, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ევროპაში ხვდებიან სალომე ზურაბიშვილს, ამით ისინი გამოხატავენ უხეშ უპატივცემულობას საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის მიმართ. საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობა არის ის პრინციპი, რომელიც უნდა დაიცვან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხოელმა პარტნიორებმაც, რაც სამწუხაროდ არ ხდება. ეს მეტყველებს გარკვეულ ღირებულებით პრობლემებზე, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით შეიმჩნევა კონკრეტულ ქვეყნებში. როდესაც პატივს არ სცემ კანდიდატი ქვეყნის კონსტიტუციას, ეს არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის კონსტიტუციის უზენაესობის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
დღე: ოქტომბერი 2, 2024
ირაკლი კობახიძე-ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ,თუმცა ვერც ეს დე ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას,გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი
ბიძინა ივანიშვილი დღესაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე-ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, სანქციების საკითხით შანტაჟი არ არის აქტუალური. „რაც შეეხება ნიუ-იორკში ვიზიტს. ვიზიტი ხორციელდებოდა გაეროს ფორმატში და ამ ვიზიტს ჰქონდა თავისი ვიწრო მიზანი. რაც შეეხება კომუნიკაციას, ჩვენ გვქონდა ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია, მომავალშიც მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ელჩის მეშვეობით კომუნიკაცია. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენთვის საერთოდ არ არის ეს საინტერესო თემა. თუ ვინმესთვის შეიძლება პრაქტიკული კუთხით, ფინანსური კუთხით აქტუალური იყოს სანქციები, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის არის დღესაც დე-ფაქტო სანქციების ქვეშ, თუმცა ვერც ეს დე ფაქტო სანქციები ვერ აიძულებს მას, უკვე ორ წელიწად ნახევარია, გადადგას ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შესაბამისად, ვერავითარი ფორმალური სანქციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებ. სხვა მიმართულებითაც არ არის აქტუალური ასეთი შანტაჟი. აქედან გამომდინარე, ვიღაცეებმა რამდენიც არ უნდა ისაუბრონ სანქციებთან დაკავშირებით, ჩვენთვის ეს არის არასერიოზული და არ არის საინტერესო. ღირსების საქმეა, როდესაც გაშანტაჟებენ ფინანსური საკითხებით და ამ კუთხით შეიძლება იყოს საინტერესო“, – განაცხადა პრემიერმა
პრემიერი – ბაიდენის მიღებაზე დაახლოებით 100-მდე ქვეყანა იყო მიწვეული, რომელსაც აქვს გაფორმებული თუ გაუფორმებელი ავტოკრატია, მათ შორის, ერთპარტიული მმართველობა, სად არის ლოგიკა
დაახლოებით 100-მდე ქვეყანა იყო მიწვეული ამ ვახშამზე, რომელსაც აქვს გაფორმებული თუ გაუფორმებელი ავტოკრატია საკუთარ ქვეყანაში, მათ…
ირაკლი კობახიძე -როცა თან ამბობ, რომ ხელისუფლების ცვლილება გინდა და თან ისიც არ გინდა, რომ გაცხადებული მიზნის მქონე საარჩევნო სუბიექტი გერქვას, ეს არის ნონსენსი
როცა თან ამბობ, რომ ხელისუფლების ცვლილება გინდა და თან ისიც არ გინდა, რომ გაცხადებული მიზნის მქონე საარჩევნო სუბიექტი გერქვას, ეს არის ნონსენსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, არიან ადამიანები და არის ორგანიზაციები რომლებსაც აქვთ პირდაპირ გაცხადებული მიზანი, რომ არ უნდა არსებული ხელისუფლების დარჩენა მმართველობის სათავეში. „ხათუნა ლაგაზიძეს პირდაპირ აქვს გაცხადებული ყველას თვალწინ საარჩევნო მიზანი. ის აწარმოებს საარჩევნო აგიტაციას. ცალკე საკითხია, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს მისი საარჩევნო აგიტაცია. თქვენ გახსოვთ, რომ ის აორგანიზებდა კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ კონცერტს ბათუმში და 150 კაცზე მეტი ვერ მიიყვანა. მაგრამ ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. პრაქტიკული თვალსაზრისით რა ეფექტი აქვს ხათუნა ლაგაზიძის და მისი ორგანიზაციის აგიტაცია-პროპაგანდას, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია სამართლებრივი მხარე. მთავარი არის ის, რომ ორგანიზაციას აქვს განცხადებულის საარჩევნო მიზანი, ადამიანს აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზანი და ახლა ამბობს, რომ არ უნდა ამის სამართლებრივად აღიარება. ეს არის აბსურდი. თუმცა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს, ამ შემთხვევაში, სხვა შემთხვევებშიც, გამომდინარე იქიდან, რომ ვერც ლაგაზიძეს, ვერც „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, ვერც რომელიმე სხვა ორგანიზაციას, გაცხადებული საარჩევნო მიზნის მიუხედავად ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი არჩევნების შედეგებზე, რეპუტაციული ზიანიდან გამომდინარე, აჯობებს, რომ მიშვებული იყოს ეს პროცესი. ანუ გავყვეთ არა წმინდად სამართლებრივ გზას, არამედ, გავითვალისწინოთ მიზანშეწონილობის კომპონენტი. რაც შეეხება ამ ფაქტს, არის ადამიანი, არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს პირდაპირ გაცხადებული მიზანი, რომ არ უნდა არსებული ხელისუფლების დარჩენა მმართველობის სათავეში. ასეთ დროს, როდესაც რაღაცას აპროტესტებ, გაუგებარია, არ შეიძლება ასეთი მიდგომა შეინარჩუნო. ან უნდა თქვა, რომ გინდა ხელისუფლების ცვლილება, ან უნდა თქვა, რომ არ ერევი ამ საკითხში. როცა თან ამბობ, რომ ხელისუფლების ცვლილება გინდა და თან ისიც არ გინდა, რომ გაცხადებული მიზნის მქონე საარჩევნო სუბიექტი გერქვას, ეს არის ნონსენსი“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის უპატივცემულობას, თუმცა ამასაც ვერავითარი პრაქტიკული ეფექტი ვერ ექნება
ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი თანხმობის გარეშე ატარებდა საარჩევნო აგიტაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, თავისთავად ნიშნავს გერმანული კანონმდებლობის…
ირაკლი კობახიძე – მას შემდეგ, რაც დასრულდება ორი არჩევნები, დასრულდება ომი უკრაინაში, დარწმუნებული ვართ, თვისებრივად შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისად, გვექნება ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება
ჩვენ უნდა დავლაგდეთ ყველასთან, მათ შორის „გლობალური ომის პარტიასთანაც“, მას შემდეგ, რაც შეიცვლება ინტერესები, – ამის…
ირაკლი კობახიძე – ანტიკორუფციულმა ბიურომ აბსოლუტურად ლოგიკურად შეუფარდა ორგანიზაციებს განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი, თუმცა ერთია წმინდა სამართლებრივი მიდგომა და მეორეა სახელმწიფოებრივი მიზანშეწონილობა
აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე ანტიკორუფციულმა ბიურომ, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობას და მსგავს ორგანიზაციებს შეუფარდა განცხადებული…
გია აბაშიძე: კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველო “ანტი-LGBTQI”კანონის მიღებით, ევროპას დაშორდა. რა გამოდის? როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს, რომ ევროინტეგრაცია LGBTQI პროპაგანდასთან კორელაციაშია, ის “ფეიკ ნიუსია”, ხოლო გერმანიის ლიდერის მხრიდან ამის ხაზგასმა არსებული მოცემულობაა
კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ საქართველო “ანტი-LGBTQI”კანონის მიღებით, ევროპას დაშორდა. რა გამოდის? როცა რუსული პროპაგანდა აცხადებს,…
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი დადგა არა ტრადიციული და ოჯახური ფასეულობების, არა არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მხარეს, არამედ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც მეტყველებს მის პოლიტიკურ არჩევანზე და იმაზე, რა ძალების მიერ არის მართული
სალომე ზურაბიშვილი დადგა ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მხარეს, რაც არავის უკვირს; ის მთლიანად არის მიერთებული იმ პოლიტიკურ ძალას,…
პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ,საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში- განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა. კობახიძის განცხადებით, წულაძე…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი UFC-ს ჩემპიონ მერაბ დვალიშვილს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UFC-ს ჩემპიონის ტიტულის მფლობელ მერაბ დვალიშვილს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა,…
ირაკლი კობახიძე – მიხაილ როთი, მისი რეპუტაციიდან გამომდინარე, დიდი საჩუქარია მმართველი გუნდისთვის, რაც უფრო მეტად იაქტიურებს რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია
რაც უფრო მეტად იაქტიურებს მიხაილ როთი რადიკალური ოპოზიციის სასარგებლოდ, მით უფრო დაბალ შედეგს მიიღებს რადიკალური ოპოზიცია,…
ირაკლი კობახიძე – ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური საკითხები თუ ა.შ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პროგრესი და ეს აისახება შესაბამის ინდექსებსა და რეიტინგებში
ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური საკითხები თუ ა.შ ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პროგრესი და…
UFC მებრძოლი რენატო მოიკანო: ეშმაკსაც წაუღია მაკრონი, ეშმაკსაც წაუღია გლობალისტები, ისინი ცდილობენ ბიძგი მისცენ პოლიტიკურად კორუმპირებულ დღის წესრიგს
საფრანგეთის მთავრობა საშინელია. 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციამ სცადა ღმერთის ამოშლა, მაგრამ იცით რა? იესო ქრისტე დღეს…
ზურაბ ქადაგიძე: რეალურად, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში დაიბარეს იმის გამო, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ხელი არ მოეწერა
რეალურად, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში დაიბარეს იმის გამო, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ხელი არ მოეწერა,- წერს…