დავით კაჭარავა ანტიკორუფციულო ბიუროს გადაწყვეტილებაზე: რა თქმა უნდა, ეს არ იყო უკან დახევა. პირიქით, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება და გადაწყვეტილებაც ამას ადასტურებს

შეკითხვას, რამდენად იყო ანტიკორუფციული ბიურო დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებაში, როცა მან „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ საარჩევნო მიზნის მქონე…

გიორგი გამსახურდია პაატა ქარდავას მკვლელობაზე: თუნდაც ეს ერთი საზარელი შემთხვევა უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობის”, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მიზეზი

დღეს, ნაცების მიერ მხეცურად მოკლული, ჩემი მეგობრის, პაატა ქარდავას შვილს, უმაგრეს ადამიანს, ბექა ქარდავას შევხვდი. რამდენჯერაც…

სოზარ სუბარი: 12 წლის წინ, 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართველმა ხალხმა საქართველო დაღუპვას გადაარჩინა

„რომ არა 2012 წლის 1 ოქტომბერი დღეს საქართველო არ იქნებოდა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის დეპუტატმა…

დავით კაჭარავა: ანტი ლგბტ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან მოტივირებულ შენიშვნებს არ ველოდებით, რადგან ყველას გვახსოვს გამჭვირვალობის კანონზე წინააღმდეგ მისი წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული არგუმენტი – „იმიტომ“

„[რაც შეეხება ანტი ლგბტ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს], გვახსოვს, რომ [როცა მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის…

პრემიერი -ინტერპრეტაცია,თითქოსდა აშშ-სა  და ევროკავშირს უნდათ  მეორე ფრონტი,ან რევოლუციის მოწყობა  და ა.შ. ჩვენთვის მიუღებელია,ეს არის არა  აშშ-ი,არა ევროკავში რი არამედ „გლობალუ რი ომის პარტია“,რომელსაც სამწუხაროდ აქვს პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე

მაშინაც კი, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენა საბაბად „კრედიტ სუისმა“, რომ თანხები არ გადმოერიცხა, ჩვენ არ გვითქვამს, რომ აშშ-ი და ევროკავშირი აკავებს ამ თანხებს, სიცრუე სწორედ ის იყო, რაც აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ბანერზე ეწერა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, არა აშშ-ი და ევროკავშირი, არამედ „გლობალური ომის პარტია“ არის ის, ვინც ზემოქმედებას ახდენს ასეთ პროცესებზე და მათ, სამწუხაროდ, პრინციპული გავლენა აქვს პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე, როგორც აშშ-ის ისე ევროკავშირის მიმართულებითაც. „იყო ორწინადადებიანი ბანერი, რასაც გაეცა დეტალური პასუხი, მათ შორის, ამ ბანერზე სიცრუე იყო განთავსებული, რატომღაც საელჩო შეიყვანეს სიცრუეში. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ განცხადებას, რაც მოცემული იყო ბიძინა ივანიშვილის პასუხშიც, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ „კრედიტ სუისის“ თანხები დაკავებული აქვს აშშ-ს ან ევროკავშირს. მაშინაც კი, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენა საბაბად „კრედიტ სუისმა“, რომ თანხები არ გადმოერიცხა, მაშინაც კი არ გვითქვამს ჩვენ, რომ აშშ-ი და ევროკავშირი აკავებს ამ თანხებს. სიცრუე, სწორედ, ის იყო, რაც ეწერა ამ ბანერზე. რატომ დაიწერა ეს ტყუილი, რატომ ეუბნებიან არასწორ ამბავს ქართველ ხალხს?! ჩვენ ვამბობდით, რომ არის „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ასეთ პროცესებზე. მათ შორის, პრინციპული გავლენა აქვს პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე, სამწუხაროდ აშშ-ის მიმართულებითაც და ევროკავშირის მიმართულებითაც. ორი არჩევნების დასრულებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ინტერესები შეიცვლება. დამშვიდდება ვითარება და საქართველოს მიმართ ინტერესიც შეეცვლებათ. მეორე ფრონტის ინტერესიც აღარ იარსებებს. მინდა, შეგახსენოთ ყველაფერი, რაც ხდებოდა 2022 წლიდან, რა განცხადებები კეთდებოდა NGO-ების მხრიდან და საიდან ფინანსდებიან ეს NGO-ები ხომ არ დაგავიწყდათ, ან რა განცხადებები კეთდებოდა პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც არიან შემჩნეულნი პირდაპირ კავშირებში კონკრეტულ სუბიექტებთან, ან რა განცხადებები კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და რა კავშირებია იქაც. ხომ არ გავიწყდებათ ვინ საუბრობდა მეორე ფრონტზე, ვინ „გვაწვებოდა“, „გლობალურ ომის პარტიაზე“ ვსაუბრობ. თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ ისე, რომ ამ ყველაფერს აკოორდინირებს აშშ-ი და ევროკავშირი და ჩვენ გეუბნებით, რომ ეს არ არის აშშ-ი და ევროკავშირი, ეს არის „გლობალური ომის პარტია“. თქვენ რომ ამბობთ, რომ აშშ-ს და ევროკავშირს უნდათ მეორე ფრონტი, ან რევოლუციის მოწყობა და ა.შ. ასეთ ინტერპრეტაციას რომ აძლევთ, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი ფორმულირება, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ ვამბობთ, ჩვენ პირიქით ვამბობთ, რომ ეს არის არა აშშ-ი, არა ევროკავშირი, არამედ ეს არის „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც, სამწუხაროდ, აქვს პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს 

აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული ბანერი არის უხეშად მანიპულაციური და არ წარმოაჩენს სიმართლეს ისე, როგორც ეს მოხდა, –…

საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილია მსოფლიოში“

„-უზბეკეთის ტურიზმის მინისტრისაქართველოში გამართული მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი უზბეკეთის ტურიზმის, ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და…

თბილისობის დღესასწაულზე ორბელიანის მოედნის პროგრამა

5 – 6 ოქტომბერი12:00-22:00• გარდენია შევარდნაძე – ,,თბილისური ბაზარი“ • ღია კინოთეატრი• ,,ორბელიანის ნუგბარი“• ,,ყველიერი“• ,,ისპანახობა“•…

ირაკლი კობახიძე  – რატომ საუბრობენ საერთოდ არჩევნების ლეგიტიმაციაზე, როცა ამისთვის მინიმალური საბაბიც კი არ არსებობს

რატომ საუბრობენ საერთოდ არჩევნების ლეგიტიმაციაზე, როცა ამისთვის მინიმალური საბაბიც კი არ არსებობს, –  ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე დღეს საუბარი არალეგიტიმურ არჩევნებზე, არის პირდაპირი მინიშნება, რომ ვიღაცას აპრიორი არ სურს, შეეგუოს რადიკალური ოპოზიციის მარცხს, ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60 პროცენტი, ამიტომ ნერვიულობენ

დღეს საუბარი არალეგიტიმურ არჩევნებზე, არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ვიღაცას აპრიორი არ სურს, შეეგუოს რადიკალური ოპოზიციის…

ირაკლი კობახიძე – ვიღაცას უნდოდა ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, რაც აღკვეთეს პოლიციელებმა, ამ გაღიზიანების გამოხატულებაა ის, რომ 2008 წელს ომგამოვლილი ორი ადამიანი დაგვისანქცირეს, ეს არის ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა

ვიღაცას უნდოდა ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვა პოლიციელებთან ერთად აღკვეთეს რევოლუცია ამ…

ირაკლი კობახიძე აშშ-ის ელჩზე  მას არ აქვს  საშუალება, რომ ამ ეტაპზე რაიმე თვისებრივად შეცვალოს, მაგრამ სწორედ მასთან ერთად,  მომავალი წლიდან შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას

სამწუხაროდ, მას არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ ეტაპზე რაიმე თვისებრივად შეცვალოს, მაგრამ სწორედ მასთან ერთად, მისი ჩართულობით, მათ შორის, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წლიდან შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. პრემიერის თქმით, როგორც კი შეიცვლება ინტერესები, ამის შემდეგ ელჩს ექნება იმის საშუალება, რომ გადაერთოს ურთიერთობების გადატვირთვაზე. „პიროვნულად მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მის პრაგმატულ და რაციონალურ დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, მას არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ ეტაპზე რაიმე თვისებრივად შეცვალოს, მაგრამ სწორედ მასთან ერთად, მისი ჩართულობით, მათ შორის, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალი წლიდან შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას. წლის ბოლომდე რა თქმა უნდა, იქნება წნეხი და ეს უკავშირდება კონკრეტულ ინტერესებს. როგორც კი შეიცვლება ინტერესები და ეს მოხდება მომავალი წლიდან, ამის შემდეგ უკვე ელჩს ექნება იმის საშუალება, რომ თავიდან ბოლომდე გადაერთოს ურთიერთობების გადატვირთვაზე“,  – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი- ლოგიკური იყო, რომ გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა წინასაარჩევნოდ და არა არჩევნების  შემდეგ, ამით მან  საშუალება მისცა ახალ მინისტრს, მონაწილეობა მიეღო ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც ფართოდ მოიცავს განათლების საკითხებს

ლოგიკური იყო ის, რომ გიორგი ამილახვარმა თანამდებობა დატოვა წინასაარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების შემდეგ, ამით მან მისცა საშუალება ახალ მინისტრს, რომ მონაწილეობა მიეღო ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც ფართოდ მოიცავს განათლების საკითხებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე – უკავშირდებოდა თუ არა მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მინისტრის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან კავშირი არ აქვს. „რაც შეეხება ილიას უნივერსიტეტის ავტორიზაციას, აქ პატარა ქარიშხალია პატარა ჭიქაში. მინისტრის გადადგომასთან არაფერ შუაშია ეს საკითხი. გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილების დასაბუთება იყო შემდეგი – მას უნდოდა, ზოგადად, კერძო სექტორში დაბრუნება. მე, პირადად, ძალიან ახლო პიროვნული ურთიერთობა მაქვს მასთან და მესაუბრებოდა ამ სურვილთან დაკავშირებით. რაც შეეხება თარიღს, თარიღთან დაკავშირებით, შემდეგი ლოგიკით იყო მისგან დასაბუთებული ეს გადაწყვეტილება – მოგეხსენებათ, ჩვენ ვმუშაობთ საარჩევნო პროგრამაზე და ეს პროგრამა უნდა განხორციელდეს შემდეგი 4 წლის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მისი ლოგიკა იყო და ჩვენც, საბოლოო ჯამში, გავიზიარეთ, რომ სასურველია უკვე ამ ეტაპზევე პროგრამის მომზადებაში ჩართული იყოს ის ადამიანი, რომელიც შემდეგ პასუხისმგებელი იქნება ამ პროგრამის აღსრულებაზე. შესაბამისად, ლოგიკური იყო ის, რომ მინისტრმა თანამდებობა დატოვა წინასაარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების შემდეგ. მან მისცა საშუალება ახალ მინისტრს, რომ თავადაც მონაწილეობა მიეღო ახალი პროგრამის შემუშავებაში, რომელიც ფართოდ მოიცავს განათლების საკითხებს,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე  – ხელისუფლება მომავალშიც, ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად

ხელისუფლება მომავალშიც, ყოველგვარი შანტაჟის მიუხედავად, გადაწყვეტილებებს მიიღებს მხოლოდ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, –  ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე  – ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში  უზრუნველყოფილია საარჩევნო უბნის გახსნა, რეგისტრაცია აბსოლუტურად თავისუფალია, ყველაფერი დანარჩენი  წმინდა წყლის სპეკულაციებია

ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არის უზრუნველყოფილი საარჩევნო უბნის გახსნა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე…