საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე კომპანიები დააჯარიმა. სს „ენერგო პრო ჯორჯიას“,…
თვე: აგვისტო 2024
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადება
ვსურს გამოვეხმაუროთ “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ ( OCCRP ) – ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის შესახებ. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“. კერძოდ, მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. მსგავსი ტყუილების გავრცელება ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არათუ არ ჯდება რაიმე სახის ჟურნალისტურ სტანდარტებში, საერთოდ გაუგებარია, რა მიზანი ამოძრავებთ სტატიის ავტორებს. 1998 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა. რაც შეეხება ტყუილებზე აგებული სტატიის კიდევ ერთ, მანიპულაციურ ნაწილს – არავისთვის დასამალი არ არის, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა და აქტივების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში დააგროვა. 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ღიად მიუთითებდა, რომ მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთის დედაქალაქში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და სამ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, იმ ინფორმაციის „სკანდალად“ წარმოჩინების მცდელობა, რაც 11 წელია ისედაც საჯაროა და ეს ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე – სტატიის ავტორს აქვს დაკვეთა, რომ მოურიდებლად გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ 13 წლიანი ისტერიის გაგრძელებად, რასაც რიგი უცხოური და ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის კონტროლირებადი მედია განუწყვეტლად ცდილობს, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში მათთვის სასურველი ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ეს ადამიანები ცდილობენ რაიმე სახის მაკომპრომეტირებელი ფაქტის მოპოვებას, მაგრამ სიცრუის და ტყუილების მეტი ვერასოდეს ვერაფერი მოიფიქრეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომელიც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ შეიძლება არსებობდეს. ტყუილებით გაჯერებული სტატიის მომზადების პერიოდში მის ავტორს, ვინმე კელი ბლოსს ჰქონდა კომუნიკაცია მმართველი პარტიის პრეს-სამსახურთან, თუმცა მათ მიერ გადმოგზავნილ კითხვებში პირდაპირ იკვეთებოდა, რომ არანაირი აზრი მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას არ ჰქონდა და ჩვენთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ სტატია განსაზღვრული გახლდათ ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – დაშვების დონეზე, ყველაფერი სწორედ ისე რომ იყოს, როგორც სტატიაში წერია, ავტორების მიერ მოყვანილი არც ერთი ტყუილი გარემოება არავითარ კანონდარღვევას არ შეიცავს – არც ქონების შეძენა და არც მისი ფლობა. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 1998 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში აღარ ყოფილა, ასევე 1998 წლის შემდეგ არანაირი ქონება არ შეუძენია. ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტყუილებზე აგებული სტატიის გამავრცელებელ მედიას აფინანსებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან „ღია საზოგადოების ფონდი“ (სოროსის ფონდი), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და სხვა. მოვუწოდებთ სტატიის ავტორს და მის დამსაქმებელ მედიას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ სიცრუეზე დაფუძნებულ პროპაგანდას, შემდეგ ჯერზე თავი შეიკავონ აშკარა ტყუილების ტირაჟირებისგან, ასევე დონორებმა გაიზიარონ პასუხისმგებლობა სიცრუის გავრცელებაზე და შემდგომში საფუძვლიანად გადახედონ მსგავსი მედიების დაფინანსების საკითხს.
მტკნარი სიცრუეა რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა-გიორგი გრძელიშვილი
· პარტია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს,პრეს-სამსახურის უფროსი გიორგი გრძელიშვილი- გვსურს გამოვეხმაუროთ “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების…
დავით ქართველიშვილი ბაიდენის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ წერილზე: „გამჭვირვალობის კანონზე“ ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც რუსული ამერიკული FARA-ს კანონის ფარგლებში, განსხვავებული აზრის ადამიანებს FBI-ს ძალებით თავისუფლებას უზღუდავენ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის მიერ სალომე ზურაბიშვილთან გამოგზავნილ წერილს ეხმიანება.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ…
თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ებრძვის „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერ კარგს
„საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრეთწოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის…
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი: „ნაცმოძრაობის“ სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე – მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია და რვავე ბაობაბის ხე გახმა
„ნაცმოძრაობის“ სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის…
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი: ჩასაფრებული პოლიტიკანების და მათ შირმად ქცეული ე.წ. არასამთავრობოების ცრუ დასმენებისა და ყალბი საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი – სამწუხაროდ მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას, ოპოზიციის და მისი კონტროლირებადი მედიის მიერ აღნიშნული პროექტის…
დავით ქართველიშვილი აგვისტოს ომის გამოძიების ინიციატივასთან დაკავშირებით: ღიად და უპასუხოდ დარჩენილ ბევრ შეკითხვას შეუძლია ახადოს ფარდა მომავალმა საპარლამენტო კომისიამ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის ომის გამოძიების ინიციატივას ეხმიანება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში…
მიხეილ სარჯველაძე „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა, რომელმაც Joint Commission International-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ იმყოფებოდა, რომელმაც Joint Commission International (JCI)-ის საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა.…
დავით ქართველიშვილი: გუშინ სექტანტების ასეთი განცხადებები დამაკლდა – 2008 წლის აგვისტოში, პუტინთან შეთანხმებით, ომი დაიწყო “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც მაშინ ჯერ არ იყო კატაკომბებიდან გამოსული, მაგრამ იმთავითვე – რუსული იყო
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის ომთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს ეხმიანება.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ…
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადება
გვსურს, გამოვეხმაუროთ ონლაინ გამოცემა „აი, ფაქტის“ მიერ, მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გამოქვეყნებულ ე.წ. „ჟურნალისტურ გამოძიებას“, რომელიც…
„აღმოაჩინეთ საქართველო კერძებით“-ჟურნალი Belle About Town ქართული გასტრონომიის შესახებ
ბრიტანული სამოგზაურო, კულტურისა და კულინარიის ჟურნალი Belle About Town საქართველოს კულინარიული პოტენციალის შესახებ წერს. გამოცემის მოგზაური…
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ მოაწერეს დოკუმენტში, მხარეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული…
საზოგადოება „ქართული“- ჩვენთვის, რუსეთის იმპერიის ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ხალხებისთვის, ამერიკა იყო თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის სიმბოლო, მაგრამ ჩვენს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს ბზარი გაუჩნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რაც დასანანია
საზოგადოება „ქართული“ აშშ-ს კონგრესმენებსა და სენატორებს მიმართავს და ვრცელ განცხადებას ავრცელებს. „გასულ თვეს აშშ-ის კონგრესმა საქართველოს…
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუ პული სამხედროებ ის ხსოვნას პატივი მიაგო
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო…