ჩვეულებრივი ამბებიდან სენსაციების და ე.წ. “შემწვარ-შეკაზმული” ისტორიების გამოდნობის სენი ვირუსივითაა და ნარკოტიკივით. სწრაფად ვრცელდება ბევრზე და…
დღე: აგვისტო 9, 2024
ქალაქ ბოლნისში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა პირველ მოადგილესთან, ბუბა გობეჯიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან,…
ყოფილ ამერიკელ მზვერავს სკოთ რითერს აშშ-ში FARA-ს დარღვევაში სდებენ ბრალს – FBI-იმ რითერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა
აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ყოფილი ამერიკელი მზვერავის, გაერო-ს ყოფილი ინსპექტორის სკოთ რითერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. როგორც…
ნინო ფოჩხუა: იმ შეთანხმებულმა ბოროტმა ქმედებებმა, რაც ბაობაბის ხეების პარკში გადმორგვას უკავშირდებოდა, შედეგი გამოიღო, რვავე ხე გახმა – ასეთი უსამშობლოები, სიყვარულისგან და სიკეთისგან დაცლილები არიან ეს ადამიანები
გაუგონარი სიბოროტეა, რასაც რევანშის წყურვილით შეპყრობილი ოპოზიცია და პრეზიდენტი კადრულობს ქვეყნის წინააღმდეგ. თითქოს მათი შვილების და…
ედიშერ გვენეტაძე ბაობაბის ხეების გახმობაზე: “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა, რომელიც საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისათვის წამოწყებულ ყოველგვარ წარმატების, სიკეთის მომტან წამოწყებას თუ საქმეს ბოროტი ზრახვებით ეწინააღმდეგება
საქართველოში უცხო “ოსტატების” მიერ ბოროტებაზე დამყნობილი ბოროტება, გაცნობიერებულ-განსხეულებულია გარედან შექმნილ, შემოგდებულ, დაფინანსებულ და მხარდაჭერილ ისეთ უსაშინელეს…
ქართული ოცნების“ პრესსამსახური OCCRP-ის სტატიაზე: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ცდილობენ რაიმე სახის მაკომპრომეტირებელი ფაქტის მოპოვებას, მაგრამ სიცრუის და ტყუილების მეტი ვერასოდეს ვერაფერი მოიფიქრეს
„ქართული ოცნების“ პრესსამსახური პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის შესახებ “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ (…
ნინო ფოჩხუა OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე: მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ. ეძებთ, იქნებ რამე კომპრომატი უპოვოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ხომ ხედავთ, რომ სულ ტყუილად ირჯებით, ტყუილად ხარჯავთ ფულს
მერამდენედ უნდა გამხილონ ტყუილში, რომ გაჩერდეთ. ეძებთ, ეძებთ, ეძებთ, იქნებ რამე კომპრომატი უპოვოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ…
დავით ჩიხელიძე OCCRP-ის სტატიაზე: არავითარი ფაქტობრივი მტკიცებულება, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში ქონება შეიძინა არ არსებობს, ეს არის იაფფასიანი პროპაგანდისტული, შეკვეთილი სტატია, რომელსაც ერთ დღიანი ეფექტი აქვს
ორგანიზაცია OCCRP-ის სტატიამ რამდენი წლის უკან მომხდარი ამბავი გამახსენა, გახსოვთ ინფორმაცია რომ გავრცელდა თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა…
ლევან ნიკოლეიშვილი OCCRP-ის სტატიაზე: დასავლეთის მარიონეტების შეტევის კიდევ ერთი სუსტი ტაქტიკური ნაბიჯი არის მორიგი დეზინფორმაცია, მაგრამ გამიზნული ასევე წინასაარჩევნოდ – რატომ არავინ იღებს ხმას, თუ რამდენი სტრატეგიული ობიექტი გადასცა სააკაშვილმა რუსეთს
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ…
თავდაცვის მინისტრი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, საჩხერეში პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის…
სემეკმა კომპანიე-ბი დააჯარიმა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე კომპანიები დააჯარიმა. სს „ენერგო პრო ჯორჯიას“,…
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადება
ვსურს გამოვეხმაუროთ “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის“ ( OCCRP ) – ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის შესახებ. პირველ რიგში აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული სტატია აგებულია ცრუ ინფორმაციაზე, ხოლო ფაქტები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ისედაც ადასტურებს, წარმოჩენილია როგორც „სენსაცია“ და „სკანდალური ამბავი“. კერძოდ, მტკნარი სიცრუეა ის გარემოება, რომ თითქოს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა. მსგავსი ტყუილების გავრცელება ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე არათუ არ ჯდება რაიმე სახის ჟურნალისტურ სტანდარტებში, საერთოდ გაუგებარია, რა მიზანი ამოძრავებთ სტატიის ავტორებს. 1998 წლის შემდეგ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს რუსეთში არანაირი ქონება არ შეუძენია. უფრო მეტიც, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი რუსეთის ფედერაციაში 1998 წლის შემდეგ არ გამგზავრებულა. რაც შეეხება ტყუილებზე აგებული სტატიის კიდევ ერთ, მანიპულაციურ ნაწილს – არავისთვის დასამალი არ არის, რომ წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სწორედ რუსეთში მოღვაწეობდა და აქტივების დიდი ნაწილი ამ ქვეყანაში დააგროვა. 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ღიად მიუთითებდა, რომ მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე რუსეთის დედაქალაქში ფლობდა საცხოვრებელ სახლს და სამ მიწის ნაკვეთს. შესაბამისად, იმ ინფორმაციის „სკანდალად“ წარმოჩინების მცდელობა, რაც 11 წელია ისედაც საჯაროა და ეს ყველაფერი დეკლარაციაშია ასახული, მიანიშნებს ერთადერთ რამეზე – სტატიის ავტორს აქვს დაკვეთა, რომ მოურიდებლად გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ იმ 13 წლიანი ისტერიის გაგრძელებად, რასაც რიგი უცხოური და ადგილობრივი რადიკალური ოპოზიციის კონტროლირებადი მედია განუწყვეტლად ცდილობს, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში მათთვის სასურველი ვერანაირი შედეგი ვერ მიიღეს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის დღიდან ეს ადამიანები ცდილობენ რაიმე სახის მაკომპრომეტირებელი ფაქტის მოპოვებას, მაგრამ სიცრუის და ტყუილების მეტი ვერასოდეს ვერაფერი მოიფიქრეს, რადგან ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, რომელიც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ შეიძლება არსებობდეს. ტყუილებით გაჯერებული სტატიის მომზადების პერიოდში მის ავტორს, ვინმე კელი ბლოსს ჰქონდა კომუნიკაცია მმართველი პარტიის პრეს-სამსახურთან, თუმცა მათ მიერ გადმოგზავნილ კითხვებში პირდაპირ იკვეთებოდა, რომ არანაირი აზრი მათთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებას არ ჰქონდა და ჩვენთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ სტატია განსაზღვრული გახლდათ ივანიშვილისა და მისი ოჯახის შესახებ ცრუ და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებისათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – დაშვების დონეზე, ყველაფერი სწორედ ისე რომ იყოს, როგორც სტატიაში წერია, ავტორების მიერ მოყვანილი არც ერთი ტყუილი გარემოება არავითარ კანონდარღვევას არ შეიცავს – არც ქონების შეძენა და არც მისი ფლობა. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 1998 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი რუსეთის ფედერაციაში აღარ ყოფილა, ასევე 1998 წლის შემდეგ არანაირი ქონება არ შეუძენია. ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტყუილებზე აგებული სტატიის გამავრცელებელ მედიას აფინანსებენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიც არიან „ღია საზოგადოების ფონდი“ (სოროსის ფონდი), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და სხვა. მოვუწოდებთ სტატიის ავტორს და მის დამსაქმებელ მედიას, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აფინანსებენ სიცრუეზე დაფუძნებულ პროპაგანდას, შემდეგ ჯერზე თავი შეიკავონ აშკარა ტყუილების ტირაჟირებისგან, ასევე დონორებმა გაიზიარონ პასუხისმგებლობა სიცრუის გავრცელებაზე და შემდგომში საფუძვლიანად გადახედონ მსგავსი მედიების დაფინანსების საკითხს.
მტკნარი სიცრუეა რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ რუსეთის ფედერაციაში რაიმე სახის ქონება შეიძინა-გიორგი გრძელიშვილი
· პარტია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს,პრეს-სამსახურის უფროსი გიორგი გრძელიშვილი- გვსურს გამოვეხმაუროთ “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების…
დავით ქართველიშვილი ბაიდენის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგზავნილ წერილზე: „გამჭვირვალობის კანონზე“ ამას წერს იმ ქვეყნის პრეზიდენტი, სადაც რუსული ამერიკული FARA-ს კანონის ფარგლებში, განსხვავებული აზრის ადამიანებს FBI-ს ძალებით თავისუფლებას უზღუდავენ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის მიერ სალომე ზურაბიშვილთან გამოგზავნილ წერილს ეხმიანება.სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ…
თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება ბაობაბის ხეებთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ებრძვის „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერ კარგს
„საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრეთწოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის…