ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რომელმაც უკვე მოგვცა საშუალება, გაგვეუმჯობესებინა ქვეყანაში სოციალური პირობები,…
დღე: აგვისტო 21, 2024
პრემიერი – რეიტინგი გვაქვს 60 %, ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად
რეიტინგი გვაქვს 60% ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი…
ირაკლი კობახიძე -როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, არის ანტიკონსტიტუციურანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა
როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, როდესაც პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და დემოკრატიული სისტემის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურა და როდესაც არსებობს სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს. „სააკაშვილის რეჟიმი არ არის ქართული სახელმწიფო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსაუბრობთ სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებაზე და რა თქმა უნდა, ეს პროცესი ვერავითარ საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, რაც ყველას თავიდან ბოლომდე უნდა ჰქონდეს გააზრებული. რაც შეეხება არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიის აკრძალვას, ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცედურა, როდესაც არსებობს ყველა სამართლებრივი საფუძველი, დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორედ ასე უნდა ხდებოდეს. ერთმანეთის მიყოლებით იკრძალება პოლიტიკური პარტიები უკრაინაში, მოლდოვაში და ამასთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიური შეფასებები ისმის იგივე ევროკავშირის მხრიდან. ეს არის დემოკრატიული პროცესი, როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, როდესაც პოლიტიკური პარტია თავისი შინაარსით არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და დემოკრატიული სისტემის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი სჭირდება საქართველოს „ნაცმოძრაობა”, როგორც სენი, ქართულპოლიტიკას უნდა ჩამოვაშოროთ, აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადამწყვეტიროლის შესრულება
„ნაცმოძრაობა“, როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას უნდა ჩამოვაშოროთ, რა თქმა უნდა, აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლის შესრულება „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში. „პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი სჭირდება ქვეყანას, სჭირდება საქართველოს. როგორც სჭირდებოდა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს 2012 წელს და როგორც მოახდინა მან დემოკრატიული გარდატეხა 2012 წელს, ასეთივე გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება ჩვენ დღეს და ამ გარდამტეხ ცვლილებებში ვგულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც სენი, ქართულ პოლიტიკას ჩვენ უნდა ჩამოვაშოროთ. რა თქმა უნდა, აქ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია განსაკუთრებული როლის შესრულება ჩვენ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საქმეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერი – ბიძინა ივანიშვილი არის მშვიდობის ნომერ პირველი გარანტი ქვეყანაში და რისკებიც, პირველ რიგში, სწორედ მასთანაა დაკავშირებული; შესაბამისად, უსაფრთხოების ზომები აბსოლუტურად ლოგიკურია
ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის მთავარი გარანტი და შესაბამისად, მთავარი რისკ-ფაქტორებიც ამას უკავშირდება, აქედან გამომდინარე,…
ირაკლი კობახიძე -ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა
ხელისუფლების მხრიდან ყველა შესაძლო ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა, როგორც ეს…
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთგვარად იძულებული, ეღიარებინა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოსი, რომელმაც ის კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტად აღიარა
სალომე ზურაბიშვილი გახდა ერთგვარად იძულებული, რომ ეღიარებინა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია, იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც ის კონსტიტუციის…
ირაკლი კობახიძე – ეს არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც წყდება ომისა და მშვიდობის ბედი, პროპაგანდისა და ტრადიციული ფასეულობების ბედი, სადაც სასწორზე დევს ასეთი პრინციპული საკითხები, აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის არჩევანი მარტივია
ჩვენი კამპანიის ფარგლებში ვისაუბრებთ იმ მიღწევებზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის განმავლობაში და ასევე…
მამუკა მდინარაძე: ამომრჩეველს მოვუწოდებთ, რომ მოგვცენ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია, მეტი დამოუკიდებლობის, მეტად გარანტირებული მშვიდობის, მეტი კეთილდღეობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისათვის
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მცხეთაში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მმართველი პარტიისთვის საკონსტიტუციო…
მამუკა მდინარაძე: ყველა გარე აქტორს შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ საქართველოში ითანამშრომლონ მათთან, ვისაც ირჩევს ქართველი ხალხი, ვისაც ირჩევთ თქვენ და არა მათთან, ვისაც ისინი აირჩევენ და შეარჩევენ
უნდა გადავრჩეთ ფიზიკურად, უნდა გადავრჩეთ სულიერად და გავაგრძელოთ ღირსეული სვლა და განვითარება ევროპისკენ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით…
მამუკა მდინარაძე: ერთადერთი სიმარტივე, რაც ამ არჩევნებს თან ახლავს, არის ძლიან მკვეთრი განსხვავება თეთრსა და შავს, ბოროტსა და კეთილს, ტყუილსა და სიმართლეს შორის, არჩევანიც, შესაბამისად, გამოდის ძალიან მარტივი
ჩვენ უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო კამპანია, ახლა დღეს ვიწყებთ რეგიონულ შეხვედრებს თქვენთან, ჩვენო ძვირფასებო და გვიწვეს ისეთი…
საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე მცხეთაში
მოგესალმებით საქართველოს გამორჩეულად ღირსეული და ლამაზი რეგიონის, მცხეთა-მთიანეთის თითოეული კუთხის წარმომადგენლებს, მოგესალმებით „ქართული ოცნების“ წევრებს, მხარდამჭერებს,…
ბიძინა ივანიშვილი: მინდა მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი საქართველოს ეროვნული იდენტობის დასაცავად
მინდა მოგიწოდოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს…
ბიძინა ივანიშვილი: ყველაფერი უკან დაგვრჩება, თუ საქართველო მშვიდობას ვერ შეინარჩუნებს, საკმარისია ერთი პატარა შეცდომა და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დავკარგოთ, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას საჭიროებს. ყველაფერი…
ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“ შემდეგი მოწვევის პარლამენტში უნდა ჰქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები დაბრკოლების გარეშე განახორციელოს
დღეს მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ვითარება დინამიურად იცვლება. ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს დღის წესრიგში საქართველოს…