ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გიორგი თვაური უხელმძღვანელებს. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ახალ ხელმძღვანელს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. გიორგი თვაური ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის პოზიციას 2012-2019 წლებშიც იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს დირექტორი; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი.

პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

საბურთალოს რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა. 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე…

დაბა ასპინძაში და სოფელ ოთაში, მდინარე ოთისწყალზე, გაბიონები ეწყობა

პროექტის მიხედვით, გაბიონები მდინარის კალაპოტის გასწვრივ 6 ადგილზე გაკეთდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მელიზა’’ ასრულებს…

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადება

კიდევ ერთხელ ვეხმაურებით “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გამოძიების პროექტის” (OCCRP) მიერ, ჩვენი განცხადების პასუხად გავრცელებულ ინფორმაციას…

საქართველო პოლიტიკური რეჟიმის ინდექსით ელექტორალური დემოკრატიის ევროპულ ოცეულში დასახელდა

„გლობალური ცვლილებების მონაცემთა ლაბორატორიამ“ ოქსფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პოლიტიკური რეჟიმის ინდექსი 2023 გამოაქვეყნა. ინტერაქტიული ანგარიში ეფუძნება გლობალური…