ირაკლი კობახიძე – სხვადასხვა ტიპის გეოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება 18 მეწყრულ ლოკაციაზე, საქართველოს მყინვარულ ხეობებში შეფასდება არსებული საფრთხეები, გაფართოვდა ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის ქსელი

მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვქონდა გარემოს დაცვის მიმართულებით, შემუშავდა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების რუკები მთელი ქვეყნის ტერიტორიისთვის, დასრულების ეტაპზეა გეოლოგიური…

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები

მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს„დიდი ნაყინობანა“ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო…

ComCom-ის წარმომადგენლებმა სპექტრის მენეჯმენტის მე-19 ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ და ამავე დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსმა, გიორგი…

ირაკლი კობახიძე – გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან.  გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და…

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანაა, რომ თითოეული თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს, ეკონომიკური ზრდა  იქნება წამახალისებელი ამ თვალსაზრისითაც

დიასპორის საქართველოსთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი ხორციელდება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დიასპორის კავშირი სამშობლოსთან.  „გუშინ მონაწილეობა მივიღე ღონისძიებაში, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა, მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი ხორციელდება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დიასპორის კავშირი სამშობლოსთან, საქართველოსთან. კიდევ უფრო მეტად იხვეწება არსებული მექანიზმები პროცესში გათვალისწინებულია სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის მაგალითი როგორიც არის ირლანდია, ისრაელი, იტალია.  ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმატებულ პროგრამებსა და პროექტებს. დანერგილია საგრანტო მექანიზმების სისტემა და გაიზარდა ამ მექანიზმების მოცულობა, რამაც მკვეთრად გააძლიერა უცხოეთში არსებული საკვირაო სკოლები, ფოლკლორული ანსამბლები და დიასპორული ორგანიზაციები, მთლიანად მათი რაოდენობა 300-ს აჭარბებს, ასევე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 10 ახალი საკვირაო სკოლაში. მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იყოს გაწეული, იმისთვის, რომ მაქსიმალური კავშირი შევინარჩუნოთ ჩვენ დიასპორასა და სამშობლოს შორის. ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა არის ის, რომ თითოეული ჩვენი თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა იქნება წამახალისებელი ამ თვალსაზრისითაც. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად, მით უფრო მეტი ჩვენი თანამემამულე დაუბრუნდება საქართველოს უახლოესი წლების განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.  

ირაკლი კობახიძე  – წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა ერთი წლის განმავლობაში, 30%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა

რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონის ყველა ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე -კანონი,  რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცებას და  კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ  ამისათვის

კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. პრემიერის თქმით, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ კვლავაც შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა  და გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. „საბოლოოდ, მიუხედავად, ამ რთული მოვლენებისა, რაც გამოვიარეთ 2020 წლის ბოლოს, 2021 წელს, 2022 წელს, 2023 და 2024 წელს, მოხდა ასეთი რამ – საქართველოს პარლამენტი შედგა, არ ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ წარმატებით დავძლიეთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოვიარეთ 2021 წელს. ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, მიუხედავად ძალიან ძლიერი ზეწოლისა სხვადასხვა მიმართულებიდან. ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, მუდმივი ხელოვნური ტურბულენტობის ფონზე, ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ. ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4250 დოლარი და წელს უკვე 9 000 დოლარს გადასცდება. წარმოიდგინეთ თქვენ, დამშვიდების საშუალება რომ მიეცათ ამ ქვეყნისთვის, სად  წავიდოდა ჩვენი ეკონომიკა. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ ეკონომიკის განვითარება არის ბევრი რამის აუცილებელი პირობა, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის აუცილებელი პირობაც. ყველას კარგად ესმის, რომ იმ ეკონომიკით, რომელიც აქვს დრეს უკრაინას, ან მოლდოვას, ეს ორი ქვეყანა ჩვენ ბევრად ჩამოგვრჩა ჩვენ არა მარტო ეკონომიკური კუთხით, არამედ ევროინტეგრაციის გზაზეც. მომავალში რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კვლავაც შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში და განვაგრძოთ ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. ამ რთული მოვლენების ფონზე ჩვენ შევძელით და გავიმყარეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ის კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაცხადებული სურვილი იყო ქვეყნის ომში ჩართვა და ამას ღია ტექსტითაც ამბობდნენ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების ლიდერები

2020 წელს, მმართველმა გუნდმა მოიგო საპარლამენტო არჩევნები, მიიღო პარლამენტში 90 მანდატი, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანას არ…

ირაკლი კობახიძე  – ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება,  ჯანდაცვა, შემოგთავაზებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს

ყველას გახსოვთ ქართველი ხალხის ბრძოლა 80-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა…

ირაკლი კობახიძე – კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას, თუმცა გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია და გვინდა, დავიკავოთ ადგილი ევროპის ქვეყნების სამეულში

ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, გვინდა, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ადგილი დავიკავოთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის, –…

ირაკლი კობახიძე – მჯერა, რომ 2030 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად და ერთად გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

მე მჯერა, რომ 2030 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან…

ირაკლი კობახიძე -სასურველია, რომ  ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკურიკონტექსტისგან -ფეხბურთი არის  ყველასი, თითოეული ფეხბურთელი  არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფ-ერო  

მაქსიმალურად ვიზრუნებთ, სასურველია, რომ ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური  კონტექსტისგან. ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე  უნდა დარჩეს ეს სფერო – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ  პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. პრემიერის თქმით, სპორტი უნდა იყოს აპოლიტიკური. „ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, მათ შორის, ოპოზიცია ცდილობდა, თავისებური ინტერპრეტაცია მიეცა საფეხბურთო წარმატებისთვის. ზოგადად, სასურველია, რომ ეს სფერო, ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან. ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფერო.  ვიღაცეები ცდილობენ, რომ სხვანაირად წარმართონ პროცესები, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ სპორტის აპოლიტიკურობას. აპოლიტიკური  უნდა იყოს სპორტი და ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნებთ. ჩვენ გვყავდა ძალიან რთული მეტოქეები, მათ შორის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვიდრე გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე. ასევე გვყავდა ურთულესი მეტოქეები უკვე ევროპის ჩემპიონატზე, სამი ურთულესი მეტოქე, თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ დადგნენ ორ ფეხზე- თქვენ  გახსოვთ ეს ცნობილი მეტაფორა სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ზაალ ანჯაფარიძე ანა წითლიძის და ლევან ბეჟაშვილის მიერ საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვის მოითხოვნაზე: თქვენ გგონიათ მხოლოდ ამ ორ გადაგვარებულ უსამშობლოს მოუვიდა თავში ეს ბინძური პროვოკაცია?!

არა, იგივე აზრზე დგანან ისინიც ვინც ყელს იბდღვნის წივილით “ალა ლუსულ კანონს” ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება…