fbpx

აფროსნობა ბათუმში, 30 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

.ბათუნში, დღეს, საზეიმოდ გაიხსნა აფროსნობის ღია პირველობა, რომელშიც საქართველოში მოქმედი სკოლები და კლუბები მონაწილეობენ.ტურნირის ორგანიზატორი აჭარის…

დავით ნარმანიამ ჯივიპის ხელმძღვანელობისგან წყალმომარაგების ცენტრალურ მილსადენზე მიმდინარე სამუშაოებზე დეტალური ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ადგილზე შეაფასა წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების…

ზაალ ანჯაფარიძე: დღეს, როდესაც მედიამ როგორც იქნა ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი, ძალიან მძიმე სანახავია, რომ სოლიდურობაზე და მიუკერძოებლობაზე პრეტენზიის მქონე ცალკეული მედია საშუალებები, ფაქტობრივად გადაიქცნენ მხარედ

დღეს, როდესაც მედიამ როგორც იქნა ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი, ძალიან მძიმე სანახავია, რომ სოლიდურობაზე და მიუკერძოებლობაზე პრეტენზიის…

გურამ მაჭარაშვილი: გამოვიდეს ოპოზიცია და თქვას – ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი რუსულია, ოჯახური სიწმინდის დაცვა კი რუსული მეთოდი. თქვან და ნახავენ ამომრჩეველთა მხრიდან რასაც მიიღებენ

„ოპოზიციამ გამჭვირვალობის შესახებ კანონი და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი ერთმანეთთან გააიგივა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში…

ილია დარჩიაშვილიგერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. „გერმანია ყოველთვის ძალიან აქტიურად იყო ჩართული საქართველოს განვითარებაში. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გერმანიას ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში, ყოველთვის იყო ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის. ახლა უკვე, ბოლო წლებში, გერმანიამ გამოიჩინა განსაკუთრებული ძალისხმევა იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ჩვენ ძალიან გვახარებს ფაქტი, რომ სწორედ ბერლინში, დღეს, საქართველოს საელჩოს ორგანიზების და პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ გერმანელ მეგობრებს, ქართულ დიასპორას, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. სიმბოლურია, რომ გერმანია არის გაერთიანების სიმბოლო და ჩვენ სწორედ ბერლინიდან გამოვხატეთ ძალიან დიდი სურვილი, რომ საქართველო ძალიან მალე გაერთიანდეს. ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე გაერთიანებული, გამთლიანებული გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. გერმანია ძალიან სიღრმისეულად იცნობს იმ გამოწვევებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას და გვახარებს ის ფაქტი, რომ გერმანია არის ერთ-ერთი მთავარი გამწევი ძალა ჩვენი ევროპული ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

პრემიერი  – 90-იანი წლებიდან გერმანიამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარებაში, მადლობა გერმანულ სახელმწიფოს, გერმანელ ხალხს და გერმანელ მეგობრებს ამისათვის

33 წლის მანძილზე საკმაოდ რთული ისტორია განვვლეთ, იყო მრავალი განსაცდელი, მათ შორის, იყო 4 ომი, რომელიც…

ირაკლი კობახიძე -ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, დარწმუნებული ვართ,  რომ ჩვენი პოლიტ კით საბოლოო ჯამში იქნება შესაძლებელი საქართველოს, ქართველების ოცნების ახდენა, საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო

ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკით საბოლოო ჯამში იქნება შესაძლებელი საქართველოს ოცნების, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ოთხი წელიწადი იყო განსაკუთრებით რთული სახელმწიფოებრიობის განვითარების გზაზე. „ამ ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ამ ოთხი წლის წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი ბრძოლა გადავიტანეთ იმისთვის, რომ შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და განგვემტკიცებინა ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი და ეს ბრძოლა იყო საბოლოო ჯამში ძალიან წარმატებული. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ვივლით მყარად, სწორი მიმართულებით, განვამტკიცებთ კვლავაც ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და შევინარჩუნებთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საქართველოს განვითარების აუცილებელი პირობა.  ჩვენ გვაქვს ჩვენი ოცნებები და მთავარი ოცნება არის რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება, გაერთიანება და ამ თვალსაზრისითაც სიმბოლურია, რომ ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ გერმანიაში. გერმანია არის სწორედ იმის სიმბოლო, თუ როგორ შეიძლება, მოთმინებით გაამთლიანო საკუთარი ქვეყანა. მოთმინებით ელოდებოდა ათწლეულების განმავლობაში გერმანია გაერთიანებას, გამთლიანებას და საბოლოო ჯამში 1989 წელს გერმანელებს ეს ოცნება აუხდათ.  ჩვენც გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოლიტიკით საბოლოო ჯამში იქნება შესაძლებელი საქართველოს ოცნების ახდენა, ქართველების ოცნების ახდენა და საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი სახელმწიფო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე  ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა -დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს  ევროკავშირის  ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამბავშვების მომავალი არის ევროკავშირში

დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბერლინში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ამოცანა, ეს არის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო 2030 წლისთვის გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. დღეს ჩვენმა ბავშვებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს ევროკავშირის ჰიმნი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბავშვების მომავალი არის ევროკავშირში. ეს ბავშვები იცხოვრებენ აუცილებლად ევროკავშირში, ეს ბავშვები იცხოვრებენ ერთიან საქართველოში, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყანა დსა ეს მოხდება ძალიან მალე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ ყველაფერში რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებული  მნიშვნელობა აქვს ჩვენი მეგობრების მხარდაჭერას, ჩვენი გერმანელი მეგობრების მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს მეგობრებთან ერთად ვისაუბროთ საქართველოს დამოუკიდებლობაზე და ერთად აღვნიშნოთ ეს მნიშვნელოვანი დღე“, – განაცხადა პრემიერმა.

გურამ მაჭარაშვილი: აშშ თვითონ როცა ურთიერთობს და ვაჭრობს ჩინეთთან, მაშინ ჩინეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და საქართველოს შემთხვევაში ხდება თურმე „დიქტატორული“

„აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ არასამართლიანმა და შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა უკვე იმ მასშტაბებს მიაღწია, რომ ისიც კი ვნახეთ,…

გია აბაშიძე: აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მხრიდან ორმაგი სტანდარტების ცინიკური და თავხედური გამოვლინებაა ანაკლიის პროექტზე გამარჯვების ფინიშთან მყოფი China Communications Construction Company-ზე დეზინფორმაციის გავრცელება

აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის მხრიდან ორმაგი სტანდარტების ცინიკური და თავხედური გამოვლინებაა ანაკლიის პროექტზე გამარჯვების ფინიშთან მყოფი…

ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ნონა წოწორია: ბევრ საქმეში პასუხისგებაში პოლიციელი არის მისაცემი

“ქუჩაში ვხედავთ, რომ მათ არ აქვთ შიში იმისა, რომ უკანონობას ჩაიდენენ და შემდეგ ამაზე პასუხს აგებენ,…

დავით ქართველიშვილი: როდესაც მეკითხებიან: „რას ფიქრობთ საქართველოსთვის გამოცხადებულ სანქციებზე” – ვპასუხობ, დაიკიდეთ მეთქი, ვინ რა სისულელეს იტყვის, ყველაფერს როდი დაეჯერება

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში მეთიუ მილერის ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ამ ვიდეოში…

ცსკ-ს დისკრედიტაცია გრძელდება – საარჩევნო ადმინისტრაცია

გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისა და მისი მმართველპოლიტიკურ გაერთიანებასთან აფილირების მცდელობის კამპანია. უწყებისმადისკრედიტებელი განცხადებები ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციისმხრიდან…

სააპელაციო სასამართლო რესტორან „ურმულის“ მფლობელს, მერაბ კუტალაძეს სხდომაზე გამოცხადებისკენ მოუწოდებს

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გარდაცვლილი ბიზნესმენ არსენ კუტალაძის ოჯახის საქმის განხილვა გააგრძელა, რომელიც რესტორან…

ჯეფრი საქსი: როდესაც საქმე მიდგება იმაზე, ვინ არის სანდო, ვის დავუჯეროთ და ა.შ., ვფიქრობ, ჩემი პრობლემა ისაა, რომ აშშ-ის მთავრობას ძალიან კარგად ვიცნობ, მე მათ ერთი წუთითაც არ ვენდობი

ჩვენ დავამხეთ მთავრობა უკრაინაში იმ დაპირების საპირისპიროდ, რაც ევროკავშირმა გასცა და სხვათა შორის, ამ შეთანხმების მონაწილეები…