ეკა სეფაშვილი: ამერიკის შეერთებული შტატები მოითხოვს მისი ინტერესების დაცვის სასარგებლოდ საქართველომ უარი თქვას საკუთარ ინტერესებზე

„ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებული წერილის მნიშვნელოვან გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა…

ირაკლი კობახიძე  -პირველ მატჩში ყველაფერი ჩადეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, უბრალოდ ცოტა იღბალი დაგვაკლდა, ამ შემთხვევაში იღბალიც იქნება ჩვენს მხარეს და ჩეხეთთან აუცილებლად გავიმარჯვებთ

ჰამბურგში თამაშს აუცილებლად დავესწრები და მაქვს გამარჯვების ძალიან დიდი იმედი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

ირაკლი კობახიძე – როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან ნიშნავს, რომ  ქართული ფეხბურთის არაფერი გაგეგება

როდესაც ალექსანდრე იაშვილს ამოიღებ ღირსების ორდენით დასაჯილდოებელი პირების სიიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ  ქართული ფეხბურთის არაფერი…

პრემიერი  -ჩინეთი  ევროკავშირისა და აშშ-ისთვის  ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია, ასეთ პირობებში საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კრიტიკა  ორმაგი სტანდარტია

ჩინეთი არის ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორი; როდესაც ასეთ პირობებში ვისმენთ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე -სრული ფარსი იყო  კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი მკაფიო  დადასტურება

სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანადაში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართული კანონის კრიტიკას არ ჰქონდა არავითარი საფუძველი. „ყველა ქვეყანა ზრუნავს საკუთარ სუვერენიტეტზე და კანადაშიც რა თქმა უნდა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ემსახურება უცხოური გავლენების პრევენციასა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას. აქედან გამომდინარე, სრული ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც გაიშალა საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. კანადის მაგალითი არის ამის კიდევ ერთი ძალიან მკაფიო დადასტურება. უბრალოდ, სამარცხვინო იყო ის კამპანია, რომელიც ვიხილეთ ჩვენ საქართველოში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. ყოველგვარი არგუმენტის გარეშე როცა აკრიტიკებ კანონს, ეს არის უბრალოდ სამარცხვინო“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი კობახიძე – “ნაცმოძრაობას”  სურს, საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც,  განვითარდა უკრაინაში -უკრაინული სცენარი საქართველოში  არ განვითარდება  და საქართველოს  უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება

მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით საყვარელიძის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, “ნაცმოძრაობას” სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, განვითარდა უკრაინაში. „იმ ფონის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ამ კონკრეტულ განცხადებას, გასაგებია, რაზეც საუბრობს საყვარელიძე. ყველამ ვიცით, რომ ზოგადად, ნაცმოძრაობას სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, სამწუხაროდ, განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.

ილია დარჩიაშვილიჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური  პრიორიტეტი არის  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად,  საქართველო მაინც  თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას

ჩვენ გვაქვს ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება. მისი თქმით, ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად,  საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას. “ჩვენ გვაქვს ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში, თანმიმდევრულად ვმუშაობთ. ჩვენი მოსახლეობა თავად ხედავს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი უსამართლო შეფასებებისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას, რომელიც არის ჩვენი მომავალი. ჩვენმა ხელისუფლებამ შეუქცევადად ვაქციეთ ეს პროცესი და ეს აუცილებლად მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ლევან იზორია -ამბასადორიალზე  შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც  ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის  ევროკავშირში ინტეგრაციას

ამბასადორიალზე შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა.  როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდაც განაცხადა.  „ეს არის პოლიტიკური გზავნილი მთავარ საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და ბუნებრივია, ამ კურსის შეუქცევადობის შესახებ გაცხადებული იქნა დიპლომატიურ კორპუსთან. ამიტომ უმთავრესი დავალება სწორედ ამ უმთავრესი პრიორიტეტის ფარგლებში არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მრავალგზის საჯაროდაც განაცხადა და რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას უკავშირდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ირაკლი კობახიძე ნატო-სლიდერების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ამ ეტაპზე გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება, განიხილებოდეს, აქედან გამომდინარე, ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს

ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც…

ილია დარჩიაშვილი – გვინდა, თითოეული ელჩი ინფორმირებული იყოს ქვეყნის წინაშე არსებულ საკითხებსა და გამოწვევებზე, რომ ვაქციოთ გამოწვევები შესაძლებლობე ბად და გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია

გვინდა, რომ თითოეული ელჩი, რომელიც მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სხვადასხვა ორგანიზაციებში ევროპაში, იყოს სრულად ინფორმირებული…

პრემიერ-მინისტრი ევროპასა და აშშ-ში საქართველოს ელჩებს შეხვდა

საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპასა და…

პრემიერი -გვქონდა საინტერესო დისკუსია ელჩებ თან ერთად, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა  გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე

გვქონდა საინტერესო დისკუსიას ელჩებთან ერთად და ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის,…

ირაკლი კობახიძე  პარტნიორების მიმართ ჩვენი მთავარი  გზავნილია,რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით,ეს ეხება აშშ-სა და  ევროკავშირს

ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით, ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ეს ეხება ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი, იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები, სირთულეები, თუმცა ყველაფერი ექვემდებარება გადატვირთვასა და გაჯანსაღებას. „მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ველოდებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს, მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, როგორც კი რეგიონული, გლობალური ვითარება გაჯანსაღდება, ეს პირდაპირ აისახება ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება ომი უკრაინაში. უკრაინას სჭირდება მშვიდობა და ესეც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ირაკლი კობახიძე -საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს  შორის

საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს  შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხარე ელოდება, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები. „ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები. საბოლოო ჯამში, თქვენ ნახეთ, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კანონის წინააღმდეგ. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ საჯარო დისკუსია ჩვენს პარტნიორებს, თუმცა ყოველ ჯერზე მივიღეთ უარი. საბოლოო ჯამში, ყველამ დაინახა, რომ კრიტიკას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი. ასეთ ფონზე, საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს  შორის. იყო ჭარბი განცხადებები გარკვეულ ზომებთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად, ასეთი ნაბიჯები იქნებოდა კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე  ვფიქრობ, რომ ყველას ყველაფერი ძალიან კარგად აქვს გააზრებული“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებშიდა აშშ-ში, ვისაუბ რეთ იმ პროცესებზერომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის  გარშემო

შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა ქვეყნის საერთაშორისო დონეზე პოზიციების წარმოჩენის კუთხით. „შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა იმ საერთო საქმეში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის პოზიციების წარმოჩენასთან საერთაშორისო დონეზე. და ბუნებრივია, გვქონდა საუბარი ყველა შესაბამის თემაზე“, – განაცხადა პრემიერმა.