პრემიერი- ჩვენ შეგვიძლია თავი მოვიწო ნოთ იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს  პენიტენციურ სფეროში, ყველას კარგად გახსოვთ, რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე

ყველას კარგად გახსოვთ, რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე.  მითუმეტეს, ამ ფონზე და ამ ფონის მიღმაც, ჩვენ შეგვიძლია თავი მოვიწონოთ იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს პენიტენციურ სფეროში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში  ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის  შემდგომი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.„მინდა, ჩამოვთვალო ბოლო დროის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები: დაბა ლაითურში დასრულდა უმაღლესი ევროპული სტანდარტების, 700 მსჯავრდებულზე  გათვლილი  პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა; რუსთავში  მიმდინარეობს  მცირე ზომის, 150 მსჯავრდებულზე  გათვლილი, პენიტენციური  დაწესებულების…

ირაკლი კობახიძე – მინდა, ჩვენს გმირ მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადავუხადო მათი არაერთი გმირობისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია, სისტემაში რეფორმები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე: სპორტში გვაქვს უპრეცენდენტო წარმატებები, არა მხოლოდ  გუნდურ, არამედ ინდივიდუალურ სახეობებშიც, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა არაერთ  საერთაშორისო ტურნირს

სპორტში გვაქვს უპრეცენდენტო წარმატებები, არა მხოლოდ გუნდურ, არამედ ინდივიდუალურ სახეობებშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი  კობახიძემ  პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველომ არაერთ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა და ამ  მიმართულებით ძალისხმევა მომავალშიც გაგრძელდება. „სპორტზე უკვე ბევრი ვისაუბრე, გვაქვს უპრეცენდენტო წარმატებები. არა მხოლოდ გუნდურ სახეობებში, არამედ ინდივიდუალურ სახეობებშიც. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა არაერთ საერთაშორისო ტურნირს. შარშან ზაფხულში ვუმასპინძლეთ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. ძალიან დიდი წარმატებით და  მადლობა ამისათვის კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ასევე ფეხბურთის ფედერაციას. თებერვალში ვუმასპინძლეთ კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა  ევროპის  ჩემპიონატს  კარატეში. მარტში მესტიამ უმასპინძლა ფრირაიდის მსოფლიო ტურს. 300 მლნ -ზე  მეტი…

პრემიერი ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიცსექტემბრიდან ამოქმედდება, 3 000-მდე კურსდამთავრებულს მისცემს როგორც  საჯარო სამსახურში,ისე კერძო სექტორსა და მუნიციპალიტეტებში  ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის  საშუალებას

განაცხადების მიღება დაიწყება უახლოეს მომავალში და პირველი სექტემბრიდან 3 000-მდე კურსდამთავრებულს მიეცემა როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში და  მუნიციპალიტეტებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება,ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება.„ახალგაზრდობის მიმართულებითაც გვქონდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, გუშინ დასრულდა „სტუდფესტი“, ბანაკები ანაკლიაში, შაორზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს პროექტები განხორციელდება ზაფხულის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც სექტემბრიდან ამოქმედდება. პარლამენტმა მიიღო ამ მიმართულებით კანონი და ამ კანონს სჭირდებოდა სათანადო რეალიზება, ხორცშესხმა და სწორედ, ამისთვის საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ანაზღაურებადი  სტაჟირების პროგრამა. შესაბამისი განაცხადების მიღება დაიწყება უახლოეს მომავალში და  პირველი სექტემბრიდან 3 000 მდე  კურსდამთავრებულს  მიეცემა  როგორც  საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში და მუნიციპალიტეტებში ანაზღაურებადი სტაჟირების  გავლის საშუალება. ეს იქნება 4-თვიანი  სტაჟირება.  წელს…

ირაკლი კობახიძე – იყო გარკვეული მცდელობა, ქვეყანაში შემოეტანათ არეულობა, თუმცა შსს-მ უზრუნველყო სიმშვიდის და სტაბილურობის შენარჩუნება, მადლობა ამისთვის ვახტანგ გომელაურს და თითოეულ ღირსეულ პოლიციელს

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს, იმ პროცესებისთვის, რომლებიც სამინისტრომ…

დავით ქართველიშვილი-წლებია ქვეყნის ეკონომიკური სატრანზიტო პოტენციალი, “გლობალური ომის პარტიის” იძულებით მძევლობაში იყო აყვანილი

აწი მთელი სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა მოყვანილია მოძრაობაში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქვეყნის ეკონომიკურ…

ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის, ლევან ბეჟაშვილის და ალექსეი გონჩარენკოს მიერ საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვის მოთხოვნაზე: წარმოიდგინეთ, ოფიციალურად როგორ მავნებლობას ლობირებენ ქვეყნის წინააღმდეგ და ესენი პირად საუბრებსა და კულისებში რას იკადრებენ?!

ზურაბ ქადაგიძე ანა წითლიძის, ლევან ბეჟაშვილის და ალექსეი გონჩარენკოს მიერ საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვის მოთხოვნაზე: წარმოიდგინეთ,…

ირაკლი კობახიძე – 1 ივლისიდან  საშუალოდ 500 ლარით იზრდება სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები, მიმდინარეობს 250 სკოლის,6 პროფესიული სასწავლებლის და 2 სასწავლო სახელოსნოს  მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი

ზუსტად ისევე, როგორც ითქმის ეკონომიკაზე, განათლებაზეც შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც ძლიერია განათლების სისტემა, იმდენად ძლიერია სახელმწიფო, აქედან გამომდინარე , მომავალშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა განათლების სფეროს, – ამის  შესახებ  პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განახლებული  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან  საფუძვლებს დაეფუძნა, ესენია: პატრიოტიზმი, ეროვნული ფასეულობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა და უნივერსალური ღირებულებები. თებერვალში წარდგენილი განახლებული გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობს 250 სკოლის, 6 პროფესიული სასწავლებლის და 2 სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა რეაბილიტაციის  პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრომ შემოგვთავაზა და საქართველოს  მთავრობამ დაამტკიცა განახლებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საფუძვლებს დაეფუძნა: პატრიოტიზმი, ეროვნული  ფასეულობები, საქართველოს ისტორიისა და კულტურის პატივისცემა, უნივერსალური ღირებულებები. ეროვნული სასწავლო გეგმა, სწორედ, ამ საფუძვლებსა და ღირებულებებს, პრინციპებს უნდა დაეფუძნოს და გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შესწავლილ იქნა არსებული სასკოლო სახელმძღვანელოები და ამ მიმართულებითაც მომავალი წლების განმავლობაში ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოები ჩატარდება, რათა მაქსიმალურად იყოს მორგებული სახელმძღვანელოები სახელმწიფო ინტერესებზე, მოსწავლის განვითარების ინტერესებზე,“- აღნიშნა პრემიერმა.…

ირაკლი კობახიძე – „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 500-მდე პროექტი; მათ შორის – 60-მდე ფესტივალი, 50 საიუბილეო ღონისძიება, 50 წიგნის თარგმნა-გამოცემა, სხვა პროფესიული კონკურსები თუ ღონისძიებები

კულტურის სფეროში განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, „კულტურის სტრატეგია 2025-ის“ შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებდა კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობას ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის,…

ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, მედიაწიგნიერების შესახებ 775 სკოლის მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა. საქართველოს…

ირაკლი კობახიძე – რეგიონების თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

რეგიონების თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში…

Bild(გერმანულენოვანი გამოცემა): ივანიშვილი გუნდს დიდ ჯილდოს ჰპირდება

გერმანული გამოცემა Bild-ი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წარმატებაზე და იმ ჯილდოზე წერს, რომელიც გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილმა დააწესა.…

პრემიერი  – გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც წინა წლის მაჩვენებელს აღემატება 15%-ით

გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, – ამის შესახებ…

პრემიერი – 2024 წელს უკვე 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია;  გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის

2024 წელს 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური  წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, გაზიფიკაციის ნაწილშიც გრძელდება მნიშვნელოვანი სამუშაოები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის. „ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  პრიორიტეტია  ინფრასტრუქტურის  ნაწილში წყალმომარაგება. გეგმის მიხედვით გრძელდება მუშაობა, ამოცანაა, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქი იყოს უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. 2024 წელს  უკვე 365…

ირაკლი კობახიძე -ტურიზმი,  ავიაცია არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და მოხარულები ვართ, რომ გაქვს ძალიან კარგი  ტენდენციები, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ და ძალისხმევა კიდევ უფრო  გავაძლიეროთ

პირველ კვარტალში ტურიზმიდან მივიღეთ 808 მლნ დოლარის შემოსავლები, რაც 40%-ით აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებელსაც კი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ტურიზმი და ავიაცია არის საქართველოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და სასიხარულოა,  რომ ამ მიმართულებით კარგი ტენდენციები ფიქსირდება. „მე მთავრობის სხდომაზე მქონდა საუბარი რეკორდულ მაჩვენებლებზე, რომლებიც გვაქვს ტურიზმსა და ავიაციაში და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ეს ყველაფერი. პირველ კვარტალში ტურიზმიდან მივიღეთ 808 მლნ დოლარის შემოსავლები, რაც 40%-ით აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებელსაც კი.  ჩვენ ვუმასპინძლეთ 1 მლნ 300 ათას საერთაშორისო მოგზაურს, 929 ათას საერთაშორისო ტურისტს, რაც არის ასევე ისტორიული რეკორდი. ზაფხულის სეზონის განმავლობაში შესრულდება 13 600 ავიარეისი, ესეც არის ისტორიულად მაქსიმალური მაჩვენებელი. საქართველოში დღეს ოპერირებს 50 ავიაკომპანია, როცა 2012 წლამდე 23 ავიაკომპანია ოპერირებდა. მხოლოდ შარშან, ბაზარზე შემოვიდა 9 ახალი ავიაკომპანია,  რომელიც რეისებს სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. ევროპაში კონკრეტულად, რეისებს ასრულებს 11 ავიაკომპანია, 38 მიმართულებით. ესეც არის ისტორიული მაქსიმუმი. აეროპორტებით 1 მლნ 400 ათასზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, ესეც ისტორიული მაქსიმუმია. წელს ველოდებით ტურიზმიდან 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს. ეს იქნება მაქსიმალური მაჩვენებელი. ველოდებით წელს 7,9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს და 5,2 მილიონ ტურისტს. ესეც იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ტურიზმი, ავიაცია არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და მოხარულები ვართ, რომ გაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა ამ სფეროების განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.