fbpx

კახა კალაძე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიაზე“ : ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფებაა, რომლის მიზანი ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვისსაპასუხოდ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის „ქარტიას“პოლიტიკურ სპექტრში არანაირი ცვლილების გამოწვევა…

კახა კალაძე: სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია, ამის არანაირი საფუძველი არარსებობს

„სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახაკალაძემ მედიასთან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერისგანცხადების…

კახა კალაძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობისპროექტია, პროცესში ჩინური კომპანიის ჩართულობა კი ქვეყნის ეკონომიკისთვის შვება იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისმიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულგანცხადებას პასუხობს.როგორც დედაქალაქის…

„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრი იწმინდება

„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრისგაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მდინარევერეს ნაპირზე, ერთ…

კახა კალაძე: ახალი კანონპროექტი მხოლოდ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვაზე

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, განურჩევლადმრწამსისა და ორიენტაციისა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთანსაპარლამენტო უმრავლესობის…

ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობის კანონის მიღებით ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, არის ქართული სახელმწიფო და ერთადერთი, ვინც დამარცხდა არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები

გამჭვირვალობის შესახებ კანონის ძალაში შესვლა არ არის ხელისუფლების გამარჯვება, ეს არ არის არც კანონის ოპონენტების მარცხი და მითუმეტეს, ეს არ არის არც საერთაშორისო  კონკრეტული პარტნიორების დამარცხება ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, ეს არის ქართული  სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, მისი დამოუკიდებლობა ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით ერთადერთი, ვინც დამარცხდა ამ კანონის ძალაში შესვლით, არიან საქართველოს არაკეთილმოსურნეები. „ამ კანონის ძალაში შესვლა არ არის ხელისუფლების გამარჯვება, ეს არ არის არც კანონის  ოპონენტების მარცხი და მითუმეტეს, ეს არ არის არც საერთაშორისო კონკრეტული პარტნიორების დამარცხება. ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, ეს არის ქართული სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, მისი დამოუკიდებლობა და ერთადერთი, ვინც დამარცხდა ამ კანონის ძალაში  შესვლით, არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები. ეს არის საერთო სურათი. აქედან გამომდინარე, როდესაც განმტკიცდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა,  ამით დამარცხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე. ეს არის მკაფიოდ რაც შეიძლება ითქვას. ვის უნდა სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და ვის არა, ამაზე დასკვნებსგამოიტანს ქართული საზოგადოება. რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებას, ამას წინ ვერავინ დაუდგება, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო იმოქმედებს სწორედ  საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. კანონი შეიცავს ბერკეტებს, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია დაძლიოს ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციის დაუმორჩილებლობა. კანონი თვითონ შეიცავს ამის ბერკეტებს. მონიტორინგი ჩატარდება და ყველას დეკლარაცია გამოქვეყნდება. ვერავინ ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ქართველმა მოქალაქემ ვერ მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ. საზოგადოებისთვის ამ ფინანსების გამჭვირვალობას წინ ვერაფერი დაუდგება, თვითონ კანონი შეიცავს შესაბამის ბერკეტებს“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს, ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი, საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ ეროვნული ინტერესების კარნახით

პარტნიორებთან ურთიერთობებს ძალიან ვუფრთხილდებით. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მეგობრობა და პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც, მთელი ამ წლების განმავლობაში, იდგნენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება დირექტივებს არავისგან მიიღებს. „ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ამ ურთიერთობებს ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი, არ იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს, რომელიმე სხვა სახელმწიფო შეიძლება იყოს ქართულ სახელმწიფოზე ზემდგომი. ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. როდესაც საქართველოში ხელისუფლებაში იყო აგენტურა, ისინი კი არ უსმენდნენ პარტნიორებს, ისინი დირექტივებს იღებდნენ უცხო სახელმწიფოებისგან. ამაზე ჰქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ ეროვნული ინტერესების კარნახით. სადაც იქნება ეროვნული ინტერესები დასაცავი, ბოლომდე დავიცავთ. არავის კარნახით არ ვიმოქმედებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუსმენთ აბსოლუტურად ყველას, თუ იქნება არგუმენტირებული, მათ შორის კრიტიკული შენიშვნები. ჩვენი ვალდებულებაა, ყველას მოვუსმინოთ, მაგრამ არავის დირექტივებით და კარნახით ჩვენ არ ვიმოქმედებთ. როდესაც, მაგალითად, 27 ელჩი მიდის იუსტიციის მინისტრთან და ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს არის დირექტივის უმახინჯესი ფორმა. გახსოვთ, თავის დროზე ჩვენ ამ დირექტივას არ გავყევით, დავიცავით ეროვნული ინტერესები. ეს იყო ერთადერთი უალტერნატივო ნაბიჯი, რომელიც მაშინ შეიძლებოდა გადაგვედგა. ასევე, ჩვენ არ გავითვალისწინეთ სრულიად უსამართლო რეზოლუციები, რომლებიც ევროპარლამენტმა მიიღო 4-ჯერ, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, სადაც ითხოვდნენ კრიმინალების გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთი დირექტივები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. ასეთ დირექტივებს მიჰყვებოდა თავის დროზე წინა ხელისუფლება, იმიტომ რომ ის იყო აგენტურა. გახსოვთ, რეებსაც აკეთებდნენ, რა მდგომარეობაში შეიყვანეს მათ ქვეყანა სხვადასხვა კუთხით, იყო 1 000 პრობლემა, რბილად რომ ვთქვათ, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ტერიტორიების დაკარგვის კუთხით და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა დირექტივების გამო,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ირაკლი კობახიძე –  ყველამ დაინახა, რომ ამ ქვეყნის ძლიერებას ვერავინ შეარყევს, რომ აქ რევოლუციის მოწყობა არის შეუძლებელი

ჩვენი ქვეყანა იქნება სტაბილური და შევინარჩუნებთ მშვიდობას – ძალიან ბევრ არაკეთილმოსურნეს აქვს ინტერესი, რომ ამ ქვეყანაში…

ირაკლი კობახიძე – სანქციებზე საუბარი ჩვენთვის აბსოლუტურად არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული სწორედ იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ამაზე საუბრობენ

სანქციებზე საუბარი ჩვენთვის აბსოლუტურად არასერიოზულია, თუ ვინმე საუბრობს სანქციებზე, ეს არის კონტრპროდუქტიული პირველ რიგში სწორედ იმ…

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებს ვაშლოვანში უმასპინძლა

შიდა ტურიზმის სტიმულირების, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული პარკებისპოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამკახეთში, ვაშლოვანში პრესტური გამართა.…

პრემიერი „გამჭვირვალობის შესახებ“   კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაზე – ასეთ  სარჩელს  პერსპექტივა ვერ ექნება, შეუძლებელია სამართლებრივად დაამტკიცო ის, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი

ასეთ სარჩელს პერსპექტივა ვერ ექნება, შეუძლებელია სამართლებრივად დაამტკიცო ის, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული. „რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი საქმე, მაგრამ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები ბოლომდე იქნება დაცული. პარლამენტი სათანადოდ დაიცავს სახელმწიფო ინტერესებს და წარადგენს ყველა არგუმენტს იმასთან დაკავშრებით, თუ რატომ არის გამჭვირვალობა კარგი ჩვენი ქვეყნისთვის. უბრალოდ, შეუძლებელია სამართლებრივად თუ არა სამართლებრივად იმის დამტკიცება, თუ რატომ არის NGO-ების გამჭვირვალობა ცუდი. ვერ წარმოადგენ ამასთან დაკავშირებით ვერავითარ არგუმენტს. აქედან გამომდინარე, ასეთ სარჩელს ვერ ექნება ვერავითარი პერსპექტივა,“- აღნიშნა პრემიერმა.

2023 წელს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი – 561 ათასი ფიზიკური პირი აბონენტი 30 მბ/წმ-იან ინტერნეტ პაკეტს მოიხმარდა, 245 ათასი კი 25 მბ/წმ-იანს

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ყველაზე მოთხოვნად პაკეტს კვლავ 30 მბ/წმ-იანი პაკეტი…

ირაკლიკობახიძე -საშემოდგომოდ წარვადგენთ ოთხწლიან გეგმას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება

ჩემს ანგარიშში ძირითადი აქცენტი გაკეთდება 8 თებერვლიდან ივნისის ბოლომდე არსებულ პერიოდზე, ასევე სამომავლო გეგმებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში პრემიერის ანგარიშის წარდგენის  შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. პრემიერის თქმით, საშემოდგომოდ იქნება წარდგენილი ოთხწლიანი გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ესახება მმართველ გუნდს ქვეყნის განვითარება. „ამ ანგარიშში არის ასახული გასული წლის ღონისძიებები, რაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ბოლო რამდენიმე თვეზე. 8 თებერვლამდე მე წარვადგინე ანგარიში მთავრობის საქმიანობის შესახებ და ძირითადი აქცენტი გაკეთდება 8 თებერვლიდან ივნისის ბოლომდე არსებულ პერიოდზე, ასევე სამომავლო გეგმებზე. გარდა ამისა, ჩვენ საშემოდგომოდ წარვადგენთ 4 წლიან გეგმას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ეს იქნება ყოვლისმომცველი საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს ქვეყნის განვითარების აბსოლუტურად ყველა მიმართულებას და მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს არჩევნებში, ეს საარჩევნო პროგრამა გადაითარგმნება ქვეყნის 4 წლიან სამთავრობო პროგრამაში“, – განაცხადა პრემიერმა.

დავით ქართველიშვილი: კოლექტიური “აუტოდაფეთი” იმუქრებოდით “რუსული კანონის” მიღების შემთხევაში – აგერ რუსეთი, რომელიც ერთი მილიმეტრით არ მოგვიახლოვდა და აგერ კანონი, რომელიც მივიღეთ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სანქციებთან დაკავშირებით თინა ხიდაშელის განცხადებას პასუხობს

„ქვეყნის დამსახურებული “фуфло”“ – ასე მიმართავს ანალიტიკოსი ხიდაშელს და ამბობს, რომ თინა ხიდაშელის არც ერთ სიტყვას…

საქართველოს ეროვნული ნაკრების  გულშემატკივრებისთვის  18, 22 და 26 ივნისს გარდაბნის ცენტრალურ პარკში ევროპის თამაშების ღია ჩვენება მოეწყობა

გარდა თამაშის პირდაპირი ტრანსლაციისა, პარკში დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა აქტივობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარკში მოსულ…