fbpx

2023-ში მაუწყებლობის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლები 144.3 მილიონი იყო, საიდანაც 131.2 მილიონი IPTV ტექნოლოგიაზე მოდიოდა

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის მიმღები აბონენტების რაოდენობა 9…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის  სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი  კობახიძე  განათლების,  მეცნიერებისა  და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე განათლების სფეროში დაგეგმილ ფუნდამენტურ  ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახალ სამთავრობო პროგრამაში  განსაკუთრებული აქცენტი უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში ფუნდამენტურ ცვლილებებზე გაკეთდება. პრემიერის თქმით, პრიორიტეტი მიენიჭება სასწავლო ინფრასტრუქტურის თვისებრივ გაუმჯობესებას, რაც სტუდენტებსა და ახალგაზრდებს თვითრეალიზების  უკეთეს შესაძლებლობას მისცემს. ირაკლი კობახიძემ  ხაზი გაუსვა საჯარო მოხელეების უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის განვითარების საქმეში და სამინისტროს თანამშრომლებს წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა შეხვედრისას ასევე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და პოლიტიკური სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებისთვის. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი  საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომდე მთავრობის მეთაური საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების,  იუსტიციის სამინისტროებში იმყოფებოდა.

ზაალ ანჯაფარიძე “გამჭვირვალობის კანონის” საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაზე: სჭირდებათ ეს, რომ მერე საქმე სტრასბურგში წაიღონ, იქ ადეიშვილის კადრების და ზოგიერთი ლობისტის დახმარებით ეგებ რაიმე “გააიმასქნონ”

ვიცით, რუსთავი 2-ის შემთხვევაში ამით რა დაიჭირეს სხვათა შორის, ეს კარგად იციან სარჩელის ინიციატორებმაც, მაგრამ სჭირდებათ…

დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც მოძალადე პარტია თავისი ოფისის დარბევის პრეზენტაციას უკეთებს ელჩებს, უმჯობესია შეავსონ საინფორმაციო ველი და საკუთარი ძალადობრივი წარსულიც უამბონ

პარტია „ ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე ნაციონალური მოძრაობისა და უცხოელი ელჩების შეხვედრას აფასებს. ხუნდაძე…

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს რუსული სახელმძღვანელოდან გადმოღებულ ამბავს უწოდებს

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი, სონია შიფერსი, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან…

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო…

2023 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მილიარდი – 499 573 882 ლარი შევიდა

კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში თითქმის ნახევარი მილიარდი –…

2023 წელს ფიქსირებული ინტერნეტი დამატებით 31 სოფელში გახდა ხელმისაწვდომი

კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს საქართველოში ფიქსირებულ ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებებს პენეტრაცია…

რატი იონათამიშვილი-“ნაციონალური მოძრაობა” არ ასაჯაროებს მათ ოფისთან მომხდარ ინციდენტის ამსახველ კადრებს. მათი ეს ქმედება ორ შესაძლებლობას ტოვებს- ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რაიმე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი

„ნაციონალური მოძრაობა“ არ ასაჯაროებს იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს, რომელიც მათ ოფისთან მომხდარ ამბავს ეხება. მათი ეს…

პრემიერი გერმანიის ელჩის განცხადებაზე ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ  იშლის სპეკულაციებს

ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე. „ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩი, გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს. ყველას გახსოვთ, რომ ის, თავის დროზე, ჩართული იყო „ლელოს“ საარჩევნო აქტივობაში, ბოლნისში იყვნენ წასულები, სადაც ერთობლივად მონაწილეობდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ საარჩევნო ღონისძიებაში. გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე. ძალიან სამწუხაროა, ის სპეკულირებს. ვნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა გერმანიის ელჩის ეს განცხადება გამოიყენეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, წარმოაჩინეს ისე, თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როცა ის საუბრობდა თუ არ ვცდები, 5 წლის წინანდელ მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჯერ გერმანიის ელჩი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედიასაშუალებებს და შემდეგ ის, რომ მედიასაშუალებები ამას იტაცებენ. ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა

ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. შეხვედრის…

ირაკლი კობახიძე -ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს და კანონით ამის მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი

ნებისმიერი  ადამიანის უფლება უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ კომენტირებისას განუცხადა. პრემიერის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. „ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა. საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული და მკაცრად უნდა იყოს დაცული. ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, პროპაგანდა არის მიუღებელი და ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცვირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას მანამდე დაინიცირდა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, ახლა უკვე ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში და ამ მოწვევის პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ პროცესს. ნებისმიერი  ადამიანის უფლებები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა, განურჩევლად ცხოვრების წესისა, არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს და აქედან გამომდინარე, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოში პირველად, გამოიცა ფოტოალბომი, რომელიც თავს უყრის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანების როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე საკულტო ნაგებობის შესახებ

გამოიცა საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების შესახებ ფოტოალბომი, რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი საზოგადოებრივი, სამეცნიერო, რელიგიური  და კულტურული…

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია შემოგთავაზა და რა თქმა უნდა, უკვე ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება განწირულია წარუმატებლობისთვის

სალომე ზურაბიშვილმა ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია შემოგთავაზა და რა თქმა უნდა, უკვე ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება განწირულია წარუმატებლობისთვის, –…

პრემიერი – გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო და ვერც ერთი ელჩი ვერ მოახერხებს ამ ტრადიციულ მეგობრობასა და პარტნიორობაში რაიმე ხინჯის შეტანას, რასაც ცდილობს მოქმედი ელჩი

გავრცელდა დეზინფორმაცია და ამის საფუძველი, სამწუხაროდ, შექმნა გერმანიის ელჩმა, რომელმაც ისე გაავრცელა გერმანიის კანცლერის განცხადება, რომ…