fbpx

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიდგომა არის, რაც მეტი დამკვირვებელი, მით უკეთესი -ჩვენ გახსნილები ვართ საარჩევნო დაკვირვებისთვის – იმედი გვაქვს, რომ ობიექტური დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი

ჩვენი მიდგომა არის, რაც მეტი დამკვირვებელი, მით უკეთესი. ჩვენ გახსნილები ვართ საარჩევნო დაკვირვებისთვის, – ამის შესახებ…

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, მისთვის შეიძლება, ჩვენთან გამჭვირვალობის კანონი არის რუსული, ვინც გვაკრიტიკებს, მათთან ეს კანონი ხან ფრანგულია, ხან კანადური, ხან ამერიკული, ასეთ ორმაგ სტანდარტებს მიჩვეული ვართ

საქართველოს ეკრძალება ყველაფერი, ჩვენთვის არ შეიძლება ჩინეთში სიარული, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავება, მაგრამ ვინც გვაკრიტიკებს, მისთვის შეიძლება,…

ირაკლი კობახიძე – თითოეული  ცენტი და თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დასავლეთისგან იღებს, არის  ღირებული, უბრალოდ არასწორია ხოლმეროდესაც ამ თემით სპეკულირებენ კონკრეტული ძალები

თითოეული ცენტი და თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს, არის  ღირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი  კობახიძემ  პარლამენტში,  დეპუტატ ფრიდონ  ინჯიას კითხვის პასუხად  განაცხადა , რომელიც  დასავლეთის დახმარებას შეეხებოდა. პრემიერის თქმით, არასწორია, როდესაც ამ თემით კონკრეტული ძალები სპეკულირებენ  ხოლმე. „თითოეული ცენტი და თითოეული თეთრი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს, არის  ღირებული. უბრალოდ არასწორია ხოლმე, როდესაც ამ თემით სპეკულირებენ კონკრეტულიძალები და ასეთი არა ერთი სპეკულაცია მოგვისმენია. არ მინდა ამაზე მეტი კომენტარი გავაკეთო. რაც შეეხება ჩვენს წვლილს და მის მათ შორის ფინანსურ გამოხატულებას, ეს  წვლილი არის საკმაოდ დიდი. ელემენტარულად რომ გავიხსენოთ ავღანეთის მისიაში ჩვენიმონაწილეობა, მარტო ფინანსური კუთხით, მას ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა ჩვენი …

ირაკლი კობახიძე- სოფელ ხანში, სტიქიის ადგილას უკვე ჩასულია ჯგუფი, სწავლობენ ვითარებას და მაქსიმუმი გაკეთდება, რათა მოსახლეობა იყოს დაცული, ხოლო სტიქიის შედეგები ლიკვიდირებული 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სოფელ ხანში სტიქიის ადგილას უკვე ჩასულია ჯგუფი და სწავლობენ ვითარებას. როგორც…

დიდუბის გამგეობა სპორტული მოედნების განახლებას განაგრძობს

დიდუბის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების რეაბილიტაციას აქტიურად განაგრძობს. ამ ეტაპზე, დაზიანებული მოედნების რეაბილიტაცია დიდუბესა დადიღმის მასივში…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური რესურსების,პოტენციალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად

ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მდებარეობა, რაც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკური რესურსების, პოტენციალის კიდევ უფრო გასაძლიერებლად, – ამის შესახებ…

პროექტისთვის „ცესკოს საარჩევნო სკოლა“ ტრენერთა ტრენინგი მიმდინარეობს

საგანმანათლებლო პროექტი „ცესკოს საარჩევნო სკოლები“ 8 ივლისიდან იწყება. პროექტის დაწყებამდე კი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტრენერთატრენინგი (ToT).…

ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, წვლილი შეიტანოს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვაში, ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იქნება შემხვედრი ნაბიჯები

საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებთანურთიერთობებისგადატვირთვაში, რაც 2020 წლიდან განვითარებული მოვლენების ფონზე აუცილებლად…

ირაკლი კობახიძე – 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მინდა ყველას კიდევ ერთხელ…

ირაკლი კობახიძე – არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანი ტერიტორია იყოს გამოყენებული საავადმყოფოს გაფართოებისთვის, ან საუნივერსიტეტო სივრცის დამატებისთვის

სამომავლოდ არის დაგეგმილი მნიშნველოვანი რეფორმები. სისტემას ჰყავს ახალი მინისტრი, მადლობა მინდა მას გადავუხადო ენთუზიაზმით მუშაობისთვის და…

ირაკლი კობახიძე – თბილისის ახალი სტადიონის იქნება ბრიტანული სტილის, უზრუნველყოფს მაქსიმალურ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სპორტული წარმატებისთვის

თბილისის ახალი სტადიონის იქნება ბრიტანული სტილის, სტადიონი უზრუნველყოფს მაქსიმალურ ემოციურ კავშირს მაყურებელსა და სპორტსმენებს შორის, რაც…

ირაკლი კობახიძე  – 2012 წლიდან დღემდე  4-ჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთვის ადამიანებზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსაკუთრებული პრიორიტეტია

ჯანდაცვის სისტემის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ…

ირაკლი კობახიძე -შენდება 11  იუსტიციის სახლი, ამით დასრულდება  ყველა მნიშვნელოვან პუნქტში იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი

წარმატებით წარმოებდა სამუშაოები საზოგადოებრივი მომსახურების შემდგომი დახვეწის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  პარლამენტში  ყოველწლიურ  მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა და  ამით ყველა მნიშვნელოვან პუნქტში დასრულდება იუსტიციის სახლების მშენებლობის  პროცესი.„წარმატებით წარმოებდა სამუშაოები საზოგადოებრივი მომსახურების შემდგომი დახვეწისუზრუნველსაყოფად. ცალკე გამოვყოფ იუსტიციის სახლებს, ბოლოს სამტრედიაში გავხსენით ახალი იუსტიციის სახლი. მიმდინარეობს 11 იუსტიციის სახლის მშენებლობა, ამით დასრულდება ყველა მნიშვნელოვან პუნქტში იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი.  ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მობილური იუსტიციის სახლების პროექტი. მათი რაოდენობა 20-მდე გაიზარდა და მოიცვა საქართველოს  ყველა რეგიონი. აღსანიშნავია , რომ მობილური  იუსტიციის სახლები  კვირის განმავლობაში  ერთდროულად  ემსახურება…

პრემიერი – საქართველო  აწარმოებდა ეფექტიან პოლიტიკას იმისათვის, რომ  ქვეყნის ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად, რაც აშშ-ის, ევროკავშირისა  და ბრიტანეთის წარმომადგენლების  მხრიდან ძალიან დადებითად შეფასდა

საქართველო აწარმოებდა ეფექტიან პოლიტიკას იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში  ყოველწლიურ მოხსენებაში  განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსული იყო სამმხრივი მისია, კერძოდ, აშშ-ის, ევროკავშირისა  და ბრიტანეთის წარმომადგენლები  და მათ ძალიან  დადებითად  შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მხრიდან ხორციელდება. „ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ვახორციელებთ 50 მაღალპრიორიტეტული საქონლის ჯგუფის გადაადგილების მონიტორინგს, ხორციელდება პერიოდული ანგარიშგება. მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილება, ამ პერიოდის განმავლობაში. როგორც  მოგეხსენებათ, საქართველოში ჩამოსული იყო სამმხრივი მისია აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები იყვნენ საქართველოში და მათ ძალიან დადებითად შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – თავდაცვის სამინისტრო წარმატებით  ახორციელებდა ჯავშანსაწინააღმდეგო,  საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო,  სადაზვერვო, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების, ასევე თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლება-გაუმჯობესების პროექტებს

თავდაცვის სამინისტრო წარმატებით ახორციელებდა ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საინჟინრო და კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების, ასევე თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურული ობიექტების განახლება-გაუმჯობესების პროექტებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი  კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავდაცვის მიმართულებით გრძელდება აქტიური მუშაობა. მისივე თქმით, კიბერსარდლობის ორგანიზაციულ მოდელზე გადასვლის მიზნით, შემუშავდა კიბერსარდლობის ჩამოყალიბების სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა. „დელტა-ვებეს“ მიერ დამზადდა  და თავდაცვის ძალებს გადაეცა სადაზვერვო  და  საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია. თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაიწყო და ხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტები ეს არის -სპეციალური ოპერაციების სარდლობისთვის ახალი ბაზის მშენებლობა; ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა, აღმოსავლეთ საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის  კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა, რომელიც 400 კადეტზე იქნება გათვლილი.   გენერალ კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის განვითარების მიზნით,  სრულად რეაბილიტირდა კადეტთა საცხოვრებელი, განახლდა კომპიუტერული ტექნიკა და დასრულდა  ლაზარეთის მშენებლობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. „5000-მდე მოქმედ  თუ ყოფილ სამხედროს,…