ლევან ნიკოლეიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე – ზოსიმეს ხელნაწერის შეძენაზე: აქ ალბათ მხოლოდ თავის დახრა და უზომო მადლიერების გამოხატვა გვმართებს ამ მამულიშვილური და მართლაც დიდი მოვლენის გამო

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმიანება ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა „კრისტის“ აუქციონზე იოანე…

გია აბაშიძე-ბიძინა ივანიშვილმა მილიონ გირვანქა სტერლინგად ლონდონის აუქციონზე შეიძინა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან-უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა

„დილიდან, როცა “კრისტის” აუქციონმა ეს ინფორმაცია გაავრცელა, გული მიგრძნობდა, რომ ამ ისტორიულ სიწმინდეს ჩვენი მამულიშვილი მეცენატი…

რატი იონათამიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს შშმ პირთა საერთაშორისო უფლებების საკითხებში სარა მინკარას შეხვდა

საქართცელოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს…

პატრიარქი ბიძინა ივანიშვილს იოანე -ზოსიმეს უნიკა ლური ხელნაწერის შეძენისა და საქართველოში დაბრუნებისთვის მადლობას უხდის

იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერი და პალიმფსესტი საქართველოს უბრუნდება. დიდი სიხარული მოგვანიჭა ცნობამ იმის შესახებ, რომ დღეს…

დავით ქართველიშვილი გიგა ბოკერიაზე: არც “კანონიკური” და არც “ნაბიჭვრული” ლინჩის წესების მომხრე ვარ, მაგრამ ციხის არარსებული ბუნტის მკვლელი-არქიტექტორისა გან მორალზე ლექციის წაკითხვა “ნუ იყოფინ ესე ჩემდა”!

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გიგა ბოკერიას შეურაცხმყოფელ განცხადებას პასუხობს, სადაც ის ხელისუფლებას ოპოზიციონერებზე და…

დავით ქართველიშვილი ფსევდოლიბერალიზმის თავისებურებაზე: მისთვის ქართული, ბრიტანული თუ ფრანგული იდენტობა და სუვერენიტეტი – ერთნაირად მტერია. უბრალოდ საქართველოს შესწევს უნარი საკუთარი ღირსება: მამული, ენა, სარწმუნოება დაიცვას

ფსევდოლიბერალიზმის თავისებურებაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი დარტყმა…

ირაკლი კობახიძე -იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე  ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე, ეს დიალექტი ყველაზე ახლოსაა იმ ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა

ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. ეს დიალექტი ყველაზე ახლოსაა იმ ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა, – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ კრისტის აუქციონზე იოანე ზოსიმეს უძველესი ხელნაწერის შესყიდვის შესახებ წერს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. „წიგნის პალიმფსესტური ფურცლები ინახავს ტექსტებს ქრისტიანულ-პალესტინურ, არამეულ და ქართულ ენებზე. პირველადი ტექსტი V-VII საუკუნის ბოლოა, ხოლო იოანე-ზოსიმეს მიერ პირადად დაწერილი ზედა ტექსტი ზუსტად 979 წლით თარიღდება. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტურ დამოწმებებს არამეულის უახლოეს დიალექტზე. ეს დიალექტი ყველაზე ახლოსაა იმ ენასთან, რომელზეც იესო ლაპარაკობდა და რომელიც შედგენილია წმინდა მიწაზე დაფუძნებული ცოცხალი ტრადიციის ფარგლებში“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი კობახიძე  -ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად და მკაფიოდ, თუმცა პროპაგანდა ჩვენთვის მიუღებელია

ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ძალიან მკაცრად და მკაფიოდ, თუმცა პროპაგანდა ჩვენთვის მიუღებელია, –  ამის შესახებ…

პრემიერი ე.წ. ბულინგის კამპანიაზე ამ  კამპანიას, სამწუხაროდ, აქვს პირდაპირი კოორდინაცია  და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან,რაც ძალიან შემაშფოთებელია

არა მხოლოდ გრძელდება ეს ე.წ. ბულინგის კამპანია, არამედ ამ კამპანიას, სამწუხაროდ, აქვს პირდაპირი კოორდინაცია და მხარდაჭერა კონკრეტული მედიასაშუალებებისა და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რაც ძალიან შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პრემიერმა ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყველას მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ ქვეყანაში პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისგან. „სამწუხაროდ, კონკრეტულ ძალებს არ უნდათ სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამშვიდდეს ვითარება, ეს არის ჩვენს ინტერესებში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებში. ამისთვის გავაკეთებთ მაქსიმუმს. ასევე, მოვუწოდებთ ყველას, რომ თავადაც ყველაფერი გააკეთონ, რათა ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, ნუ ეცდებიან, ხელოვნურად პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის გაღრმავებას. ეს არის მათი პასუხისმგებლობაც,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე  – ჩვენი სოლიდარობა უკრაინის,უკრაინელი ხალხის მიმართ ძალიან მტკიცეა, ეს სოლიდარობა გამოიხატება პოლიტიკურ, დიპლომატიურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში და მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას

ჩვენ გვქონდა საშუალება ორჯერ გამოვსულიყავით სიტყვით, ერთხელ პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ფორმატში, ერთხელ გაფართოებულ ფორმატში, ასევე, სესიებს…

ირაკლი კობახიძე ჯამშისაქართველო გახდა უკრაინის მხარდასაჭერად მიღებული თუ წამოყენებული 600-ზე მეტი რეზოლუციის, განცხადების და სხვა ინიციატივის ინიციატორი, ხელმომწერი თუ მხარდამჭერი

ჯამში საქართველო გახდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებული თუ წამოყენებული 600-ზე მეტი რეზოლუციის,…

პრემიერი ჩვენი  უმთავრესი ამოცანასაგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაციაა, შესაბამისად, ყველას ინტერესებშია, რომ  პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში მაქსიმალურად გაჯანსაღდეს

ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, აქედან გამომდინარე ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება, – ამის შესახებ პრემიერმა ბერლინში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებს შეეხებოდა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას ინტერესებშია, რომ პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში მაქსიმალურად გაჯანსაღდეს. „რეალურად, იქნება გარკვეული ცვლილებები, თუმცა არსებითად, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მოვლენების განვითარება ისე, როგორც აქამდე ვითარდებოდა. გარკვეული კრიზისის ნიშნები გამოჩნდა ამ არჩევნების საფუძველზე, ეს არის ერთგვარი დემოკრატიული კრიზისი, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ამ კრიზისს საშუალო ვადიან პერსპექტივაშიც გადალახავს. ეს ყველას ინტერესებშია, ჩვენი უმთავრესი ამოცანა, საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროკავშირში ინტეგრაცია, აქედან გამომდინარე ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით იმ პროცესებს, რომლებიც ევროკავშირში წარიმართება. რა თქმა უნდა, ყველას ინტერესებშია, რომ მაქსიმალურად გაჯანსაღდეს პოლიტიკური პროცესები ევროკავშირში,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – მართალია,უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესი ის დაწყების შემდგომ საქართველომ არ შემოიღო სანქცი ები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელ მწიფო უწყება მკაცრად აკონტ როლებს სანქცირე ბულ პირებსა თუ ტვირთებს

მართალია, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ საქართველომ არ შემოიღო ეროვნული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა…

ირაკლი კობახიძე -ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი  მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენსსრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში

ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გავაგრძელებთ მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად. „ძვირფასო კოლეგებო, ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრული კავშირები, არამედ ასევე საზიარო მისწრაფებები ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში. მანამდე კი ჩვენ ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გავაგრძელებთ მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე -ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდესუკრაინის აღდგენაზე, საქართველო არის უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ამ ყველაფერში მაქსიმალურ მონაწილეობას მივიღებთ

უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურ მონაწილეობას მიიღებს უკრაინის აღდგენის პროცესში. „უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი და, რა თქმა უნდა, ყველა მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს უკრაინის აღდგენაზე, უკრაინაში იმ მდგომარეობის დაბრუნებაზე, რომელიც ამ ქვეყანაში იყო შექმნილი ომის დაწყებამდე. ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ეს არის მეგობრების პასუხისმგებლობა, ჩვენი ქვეყანა არის უკრაინის მეგობარი ქვეყანა და ამ ყველაფერში მაქსიმალურ მონაწილეობას მივიღებთ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში,“- აღნიშნა პრემიერმა.