fbpx

ირაკლი კობახიძე – თითოეული საქმე, რომელზეც ვისაუბრე თუ ვერ ვისაუბრე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას

თითოეული საქმე, რომელზეც ვისაუბრე თუ ვერ ვისაუბრე, ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას, – ამის შესახებ…

მიხეილ ყაველაშვილი: პირადად მე სწორედ ფეხბურთთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა. მივხვდი, რომ იმ ხელისუფლების დროს შეუძლებელი იყო რომელიმე დარგის განვითარება

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენისას ირაკლი კობახიძეს სპორტთან დაკავშირებით კითხვა…

პრემიერი – ჩვენი ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ამ ქვეყნის განვითარე ბისთვის,შემდეგი 4 წლის განმავლობა შიც თითოეული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება საქართველოს მთავრობის მხრიდან, ამ სულისკვეთებით იქნება გამსჭვა ლული

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს, მართალია, პატარა ქვეყანა, მაგრამ ეს არის ჩვენი უძვირფასესი მრავალეროვნული, მრავალფეროვანი…

ირაკლი კობახიძე -საზოგადოება უკვე  კარგად არჩევს შავსდა თეთრს, ვინ ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ვინ სხვა  ინტერესებს, ვინ მტრობს ჩვენს ქვეყანას,აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ  არის, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის  ისტორიულ მინიმუმზე

საზოგადოება უკვე კარგად არჩევს შავს  და თეთრს, ვინ ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ვინ ემსახურება სხვა ინტერესებს, ვინ მტრობს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ისიც, რომ ოპოზიციის რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე,  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, თუ წინა არჩევნებზე მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობამ“ მიიღო ხმების 30%, ამ შემთხვევაში მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობის შედეგი  არის 30%-ზე ნაკლები. „აქ საუბარი იყო ჩვენს პოლიტიკურ რეიტინგებზე, მმართველი გუნდის პოლიტიკურ, პარტიულ რეიტინგზე, რომელიც არის ისტორიულ მაქსიმუმზე და რომელიც სტაბილურად უტოლდება დაახლოებით 60%-ს. ეს არის ისტორიული მაქსიმუმი და ამას სოციოლოგიური კვლევების თანახმად,  ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს – პირველი ეს არის ის, რომ ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ოპოზიციის და კონკრეტული სხვა სუბიექტების ზეწოლის მიუხედავად, ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და მეორე – ჩვენ გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და საბოლოო ჯამში, ესეც განაპირობებს მოსახლეობის დადებით განწყობას მოქმედი ხელისუფლების მიმართ. დამატებით მესამე ფაქტორი,  ეს არის რადიკალური ოპოზიციის სრული უსუსურობა. საზოგადოება უკვე კარგად არჩევს შავს და თეთრს, ვინ ემსახურება საკუთარ ქვეყანას, ვინ ემსახურება სხვა ინტერესებს, ვინ მტრობს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას. აქედან გამომდინარე, გასაკვირი  არ არის ისიც, რომ ოპოზიციის რეიტინგი  არის ისტორიულ მინიმუმზე. თუ წინა არჩევნებზე მხოლოდ პარტია „ნაცმოძრაობამ“ მიიღო ხმების 30%, ამ შემთხვევაში მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობის შედეგი არის 30%-ზე ნაკლები. რეალურად, საკუთარ თავს უნდა დააბრალონ ეს ყველაფერი და უნდა დააბრალონ იმ არასწორ გზას, რომელსაც ისინი ადგანან უკვე რამდენი ხანია, ორ ათწლეულზე მეტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აქ ხუტ რიგსაც ვერ შეავსებს. რაც ნაკლები, მით უკეთესი. მათ შორის, ქართული პარლამენტარიზმის განვითარებისთვის. ჩვენი პოლიტიკური პარტია და მთავრობა არის მაქსიმალურად ორიენტირებული მშვიდობის შენარჩუნებაზე, ეკონომიკურ წინსვლაზე, ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე ყველა მიმართულებით და მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომელიც არის სწორედ რომ ომის და რეგრესის პარტია. ერთ მხარეს ინტერესი არის მშვიდობა, პროგრესი, წინსვლა და მეორე მხარეს – ომი და რეგრესი. ამასაც ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი უახლოეს დღეებში, ჩვენს კალათბურ თელებს აქვთ მნიშვნელოვანი თამაშები, გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ პირველად ისტო რიაში მოვხვდეთ ოლიმპიადაზე, მინდა, მათ ვუსურვო წარმატებები

უახლოეს დღეებში ჩვენს კალათბურთელებს აქვთ მნიშვნელოვანი თამაშები, გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ პირველად ისტორიაში მოვხვდეთ ოლიმპიადაზე.…

ირაკლი კობახიძე -კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავიანთი ქმედებებით ამტკიცებს ერთ რამეს,  რაც არის მათი დევიზიმე ვარ კოლექტიური „ნაციონალი“, მაშასადამე არ ვარ არც ქართველი და არც  ევროპელი, ეს არის რეალურად მათი  სულისკვეთება

არ შეიძლება, ქვეყანას მუდმივად ჰყავდეს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ჰყავს დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მთავარი იარაღი არის სიძულვილი, ძალადობა სიცრუე, ეს ყველაფერი არის არათავსებადი ქართულ კულტურასთან.  „გლობალური მოვლენების განვითარება ვფიქრობ, მალე მოგვცემს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას ჩვენს მთავარ პარტნიორებთან. ეს არის აშშ, ევროკავშირი და მჯერა, ეს ყველაფერი მოხდება ძალიან მალე. ასევე მოვლენების ასეთი დადებითი განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ვითარების გაჯანსაღებას. არ შეიძლება, ქვეყანას მუდმივად ჰყავდეს ისეთი ოპოზიცია, როგორიც ჰყავს დღეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახით.  როგორც მოქმედებენ ეს ადამიანები, მათი მთავარი იარაღი არის სიძულვილი, ძალადობა სიცრუე. ეს ყველაფერი არის არათავსებადი ქართულ კულტურასთან, რაც არის იმის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ეს ყველაფერი არის დაორგანიზებული გარედან. ეს არ არის ქართული მოვლენა, როგორც მოქმედებს, იქცევა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ეს არ არის ქართული მოვლენა. აქედან გამომდინარე, როდესაც კიდევ უფრო მეტად განმტკიცდება ჩვენი სუვერენიტეტი, ეს არაქართული მოვლენა ქართულ პოლიტიკაში აღარ დარჩება და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ შედეგად ჯანსაღ პოლიტიკურ სპექტრს, რომელიც ასე სჭირდება ქართული პოლიტიკის, პოლიტიკური კულტურის, ქართული პარლამენტარიზმის განვითარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.  მისივე თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ქმედება ევროსაბჭოში სრულიად შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. „მათაც უყვართ ხოლმე ხშირად ზურაბ ჟვანიას სიტყვების გამეორება, რომელიც ითქვა სწორედ ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების დღეს, ცნობილი სიტყვები – მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი – დღეს ეს ადამიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ საქართველო გაერიცხათ ევროსაბჭოდან. აქედან ჩანს, რამდენად დიდი ფარსია მათი მხრიდან ნებისმიერი სიტყვის გახსენება რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის წინსვლასთან კონკრეტულ მომენტში. თავიანთი ქმედებებით ეს ადამიანები ამტკიცებენ ერთ რამეს, რაც არის მათი დევიზი – მე ვარ კოლექტიური „ნაციონალი“, მაშასადამე არ ვარ არც ქართველი და არ ვარ არც ევროპელი. ეს არის რეალურად მათი დევიზი და სულისკვეთება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

ირაკლი კობახიძე  – მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე, მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი, განვაგრძობთ მუშაობას, რომ მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება 

ჩვენ მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე. ბილეთები დაიდო გასაყიდად და მყისიერად გაიყიდა ყველა…

მამუკა მდინარაძე- პრემიერის სიტყვებზე, რომ ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, ააგეს კამპანია. ამ დეზინფორმაციას არ ექვემდებარება ქართველი ხალხი და ამიტომ სიამაყით შევაღებთ ევროპის კარს და საქართველო აღარასდროს დაუშვებს, ქვეყანა იმართებოდეს გარედან

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის მოსმენისას სიტყვით…

მამუკა მდინარაძე : მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაცმოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს

კონკრეტულად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განსაკუთრებული ღალატის ქრონიკა იწყება 2008 წლის ომიდან 2 თვის შემდეგ, როდესაც მათ…

ირაკლი კობახიძე  – არ შეიძლება შავი ფულით, დაფარული ფულით ხდებოდეს ქვეყანაში არეულობის მხარდაჭერა, ქვეყანაში ისეთი პროცესების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას

რომ არა ის პროცესები, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში, მაგრამ უფრო ადრეც, მთელი…

ირაკლი კობახიძე – მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ საკუთარი ქვეყნის  იდენტობის მიმართ უარყოფითად განწყობილმა ადამიანებმა ვერ შეძლონ ამ ქვეყნის დაზიანება, პრინციპულები  ვიქნებით იმ ადამიანების და ძალების  მიმართ,  რომლებიც მტრობენ ამ ქვეყანას

მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც არიან უარყოფითად განწყობილი საკუთარი ქვეყნის იდენტობის მიმართ, ვერ შეძლონ მომავალში ამ ქვეყნის  დაზიანება, ამის რესურსი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012-2016 წლებში  კოჰაბიტაცია  იყო თავსმოხვეული იძულებითი მოვლენა.  „გახსოვთ, კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელიც შედგებოდა მთელი რიგი პარტიებისგან. ეს პარტიები ვინ იყვნენ, ბოლოს კი გამოჩნდა და ვის ემსახურებოდნენ. ასეთ ვითარებაში, უბრალოდ იძულება იყო „ქართული ოცნებისთვის“ ე.წ. კოჰაბიტაციის რეჟიმში ყოფნა. თუმცა ჩვენ ვთქვით საკმაოდ ხმამაღლა, გასული თვეების განმავლობაში, რომ ვაპირებთ, პრინციპული მიდგომით მოქმედებას იმ ადამიანებისა და ძალების მიმართ, რომლებიც 20 წელია, არ ასვენებენ ამ ქვეყანას. ჯერ იყო ცხრა წელი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ახლა არის 12 წელი, როცა არიან ოპოზიციაში. ეს ადამიანები უბრალოდ მტრობენ ამ ქვეყანას და ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან სრულიად სხვა ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენა, ასეთი ძალებისა და ადამიანების მიმართ, იქნებოდა უბრალოდ დანაშაული. ჩვენ დღეს გვაქვს რესურსი, რომ პრინციპულად დავიცვათ სახელმწიფო ინტერესები. ჯერ კიდევ საპარლამენტო გამოსვლის დროს გავაკეთე განცხადება, რომ არ დავუშვებთ არც ერთ ე.წ. ნაცს ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არც ერთ წევრს არც ერთ თანამდებობაზე. ასეთი დამოკიდებულება შენარჩუნდება და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთმა ადამიანებმა, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილი საკუთარი ქვეყნის მიმართ და საკუთარი ქვეყნის იდენტობის მიმართ, ვერ შეძლონ მომავალში ამ ქვეყნის დაზიანება, ამის რესურსი გვაქვს. კიდევ უფრო მეტი რესურსი გვექნება არჩევნების შემდეგ და გვექნება მაქსიმალურად პრინციპული დამოკიდებულება იმ ადამიანების და ძალების მიმართ, რომლებიც უბრალოდ მტრობენ ამ ქვეყანას. სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება პროცესების განვითარება. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ დაამუხრუჭონ ამ ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე  – ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები აბსოლუტურად ნიშანდობლივია, პროვოკაცია მოაწყვეს იმ ადგილას, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სიმბოლიზმის ნაწილია

ლევილის მამულის გარშემო განვითარებული მოვლენები  არის აბსოლუტურად ნიშანდობლივი, ეს აჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელწერას, არ უფრთხილდებიან…

ComCom-მა საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე დაშვების, საფასურის დაანგარიშებისა და ერთიანი საინფორმაციო პლატფორმის ადმინისტრირების წესები დაამტკიცა

კომუნიკაციების კომისიამ ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო და ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესები, დავის წარმოშობის შემთხვევაში დაშვების საფასურის…

ირაკლი კობახიძე – ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მოწმობს ყველა საერთაშორისო შეფასება

გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, ბაზების, ყაზარმებისა და სხვა საპოლიციო შენობების მშენებლობა-კეთილმოწყობა, – ამის…

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა და მიგვაჩნია, რომ ეს არის  სწორი გზა იმისათვის, რომ შესრულდეს ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და გლობალურ ეკონომიკურ პროექტებს, არის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რაც იძლევა,…