მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დავით საყვარელიძის განცხადების შესახებ კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, “ნაცმოძრაობას” სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, განვითარდა უკრაინაში. „იმ ფონის გათვალისწინებით, რაც უკავშირდება ამ კონკრეტულ განცხადებას, გასაგებია, რაზეც საუბრობს საყვარელიძე. ყველამ ვიცით, რომ ზოგადად, ნაცმოძრაობას სურს საქართველოში იმ სცენარის ხილვა, რომელიც, სამწუხაროდ, განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. მე მინდა დავარწმუნო “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომ უკრაინული სცენარი საქართველოში არ განვითარდება და საქართველოს უკრაინიზაცია არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. ეს არის ის, რის თავიდან ასაცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს“, – განაცხადა პრემიერმა.
თვე: ივნისი 2024
ილია დარჩიაშვილიჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას
ჩვენ გვაქვს ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიზიტით იმყოფება. მისი თქმით, ბევრი უსამართლო შეფასებების მიუხედავად, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას. “ჩვენ გვაქვს ორი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ეს არის ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში, თანმიმდევრულად ვმუშაობთ. ჩვენი მოსახლეობა თავად ხედავს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრი უსამართლო შეფასებებისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, საქართველო მაინც თანმიმდევრულად აგრძელებს ამ გზას, რომელიც არის ჩვენი მომავალი. ჩვენმა ხელისუფლებამ შეუქცევადად ვაქციეთ ეს პროცესი და ეს აუცილებლად მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ლევან იზორია -ამბასადორიალზე შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას
ამბასადორიალზე შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, – ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ლევან იზორიამ განაცხადა. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა საჯაროდაც განაცხადა. „ეს არის პოლიტიკური გზავნილი მთავარ საგარეო კურსთან დაკავშირებით და ეს კურსი ურყევად უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და ბუნებრივია, ამ კურსის შეუქცევადობის შესახებ გაცხადებული იქნა დიპლომატიურ კორპუსთან. ამიტომ უმთავრესი დავალება სწორედ ამ უმთავრესი პრიორიტეტის ფარგლებში არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება და იმ მთავარი საგარეო პოლიტიკური გზავნილის განხორციელება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მრავალგზის საჯაროდაც განაცხადა და რაც ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას უკავშირდება“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
ირაკლი კობახიძე ნატო-სლიდერების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ამ ეტაპზე გაფართოება არ არის ის საკითხი, რომელიც აქტიურად შეიძლება, განიხილებოდეს, აქედან გამომდინარე, ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს
ნატო-ს სამიტიდან არ ველოდებით არსებით ცვლილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც…
ილია დარჩიაშვილი – გვინდა, თითოეული ელჩი ინფორმირებული იყოს ქვეყნის წინაშე არსებულ საკითხებსა და გამოწვევებზე, რომ ვაქციოთ გამოწვევები შესაძლებლობე ბად და გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია
გვინდა, რომ თითოეული ელჩი, რომელიც მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და სხვადასხვა ორგანიზაციებში ევროპაში, იყოს სრულად ინფორმირებული…
პრემიერ-მინისტრი ევროპასა და აშშ-ში საქართველოს ელჩებს შეხვდა
საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპასა და…
პრემიერი -გვქონდა საინტერესო დისკუსია ელჩებ თან ერთად, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე
გვქონდა საინტერესო დისკუსიას ელჩებთან ერთად და ბუნებრივია, ვიმსჯელეთ ყველა იმ სამომავლო ნაბიჯზე, რომელიც უნდა გადაიდგას იმისათვის,…
ირაკლი კობახიძე პარტნიორების მიმართ ჩვენი მთავარი გზავნილია,რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით,ეს ეხება აშშ-სა და ევროკავშირს
ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა და გაჯანსაღება ყველა მიმართულებით, ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ეს ეხება ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მუშაობდნენ კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი, იქიდან მოყოლებული შეიქმნა პრობლემები, სირთულეები, თუმცა ყველაფერი ექვემდებარება გადატვირთვასა და გაჯანსაღებას. „მთავარია, რომ ჩვენ მივიღოთ შემხვედრი ნაბიჯები პარტნიორების მხრიდან. ჩვენ ველოდებით ასეთ შემხვედრ ნაბიჯებს, მზად ვართ კონსულტაციებისთვის ყველა თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, როგორც კი რეგიონული, გლობალური ვითარება გაჯანსაღდება, ეს პირდაპირ აისახება ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის და საქართველოსა და აშშ-ს შორის. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დასრულდება ომი უკრაინაში. უკრაინას სჭირდება მშვიდობა და ესეც იქნება ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე -საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის
საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხარე ელოდება, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები. „ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან იქნება გადადგმული პრაგმატული ნაბიჯები. საბოლოო ჯამში, თქვენ ნახეთ, რომ ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა წარმოდგენილი კანონის წინააღმდეგ. ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ საჯარო დისკუსია ჩვენს პარტნიორებს, თუმცა ყოველ ჯერზე მივიღეთ უარი. საბოლოო ჯამში, ყველამ დაინახა, რომ კრიტიკას არ ჰქონდა არანაირი საფუძველი. ასეთ ფონზე, საჭიროა პრაგმატული მიდგომის გამოვლენა საქართველოსთან მიმართებით, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ურთიერთობების გაჯანსაღება საქართველოსა და ევროკავშირს შორის. იყო ჭარბი განცხადებები გარკვეულ ზომებთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად, ასეთი ნაბიჯები იქნებოდა კონტრპროდუქტიული, აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ყველას ყველაფერი ძალიან კარგად აქვს გააზრებული“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე -შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებშიდა აშშ-ში, ვისაუბ რეთ იმ პროცესებზერომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარშემო
შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გერმანიაში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა ქვეყნის საერთაშორისო დონეზე პოზიციების წარმოჩენის კუთხით. „შევხვდით საქართველოს ელჩებს ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. გვქონდა საუბარი ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით, იმ პროცესებზე, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ელჩის ჩართულობა იმ საერთო საქმეში, რაც დაკავშირებულია ქვეყნის პოზიციების წარმოჩენასთან საერთაშორისო დონეზე. და ბუნებრივია, გვქონდა საუბარი ყველა შესაბამის თემაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
უხვი ნალექის გამო დაბა თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს
დღეს, საღამოს მოსულმა ინტენსიურმა წვიმამ პრობლემები შექმნა თიანეთის მუნიციპალიტეტში. სტიქიის ზონაში იმყოფება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან…
ზურაბ ქადაგიძე ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე : ამ კანონს ვერც რუსულს დაარქმევენ და ვერც მუხლობრივი თვალსაზრისით შევლენ განხილვაში – ამიტომ ახლა დგანან და აცდენენ სესიებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს. ანალიტიკოსის თქმით, 2003…
ეკა სეფაშვილი: ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიზანი არ არის ვინმეს უფლებების შელახვა. ერთადერთი იკრძალება პროპაგანდა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა ამ მავნე ზემოქმედებისგან
პარტია ხალხის ძალის საერთაშოპრისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს. როგორც დეპუტატი…
გია აბაშიძე კანადაში “გამჭვირვალობის კანონის” დამტკიცებაზე: რაც უფრო უსინდისოდ ამუნათებენ სუვერენულ საქართველოს გამჭვირვალობის კანონზე, მით უფრო ირაციონალურ მდგომარეობაში ვარდებიან ფარისეველნი
რაც უფრო უსინდისოდ ამუნათებენ სუვერენულ საქართველოს გამჭვირვალობის კანონზე, მით უფრო ირაციონალურ, ბრიყვულ მდგომარეობაში ვარდებიან ფარისეველნი –…
ზურაბ ქადაგიძე კანადაში “გამჭვირვალობის კანონის” დამტკიცებაზე: ეს პროცესი შარშან დაიწყო საქართველომ და მთელმა მსოფლიომ აიტაცა – დიახ, ყველაზე დიდი გამოწვევა უკონტროლო უცხოური ფინანსები და გაუმჭვირვალე ანგარიშვალდებულებებია
დიახ, ყველაზე დიდი გამოწვევა უკონტროლო უცხოური ფინანსები და შესაბამისად, გაუმჭვირვალე ანგარიშვალდებულებებია.ყველა ქვეყანა ცდილობს მოაწესრიგოს კანონმდებლობა ისე,…