fbpx

ირაკლი კობახიძე – ფეხბურთელზე პოლიტიკური წნეხის განხორციელების მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია, თავის დროზე გუნდის დაყენებაში ერეოდა მაშინდელი მმართველი პარტია და  როგორი იყო ფეხბურთის შედეგები, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს

ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა მიდგომები ქართული ფეხბურთის მიმართ, შესაბამისად ფედერაციას და ლევან კობიაშვილს…

ირაკლი კობახიძე – თითოეულმა ფეხბურთელმა სული და გული ჩადო ამ წარმატებისთვის, მადლობა მათ, რომ განგვაცდევინეს ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა, მადლობა ფედერაციას და ლევან კობიაშვილს

შეუძლებელია, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო ფეხბურთით, დღევანდელი დღეები ეძღვნება თავიდან ბოლომდე ფეხბურთს, ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, რომელიც…

ირაკლი კობახიძე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ნაკრების მწვრთნელს,  ვილი სანიოლს და მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს,  მათი როლი  ამ წარმატებაში იყო ძალიანმნიშვნელოვანი

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს  ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ მწვრთნელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ასევე ქართველ გულშემატკივარს და აღნიშნა, რომ გულშემატკივრის როლი საქართველოს ნაკრების წარმატებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. „მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, გამორჩეულ ფეხბურთელს თავის დროზე, მსოფლიოს  ვიცე-ჩემპიონს და დღეს არაჩვეულებრივ მწვრთნელს. ვინც ერკვევა ფეხბურთში, ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ მისი წვლილი ამ წარმატებაში არის გამორჩეული და განსაკუთრებული. მადლობა ჩვენს საამაყო მწვრთნელს ამისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ გულშემატკივარს. თურქეთთან განსხვავებული ვითარება იყო, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან თამაშზე ჩვენი გულშემატკივრები ჭარბობდნენ და მადლობა ამ ენთუზიაზმისთვის. ყველამ ვიცით, რომ გულშემატკივარი არის მეთორმეტე მოთამაშე და გულშემატკივრის როლი ამ წარმატებაშიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საქართველოს მთავრობამ თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა იმაში, რომ რაც შეიძლება მეტ ქართველს შეძლებოდა ევროპის ჩემპიონატზე დასწრება, ფრენების სუბსიდირებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება

მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული წახალისებაც ზრდის საქართველოს შანსს,  მათ შორის, ესპანეთთან თამაშში გამარჯვების მოსაპოვებლად „მე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ  ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება და მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ შემთხვევაშიც გამოავლინა განსაკუთრებული ქველმოქმედება, ესეც ქველმოქმედების ერთგვარი გამოვლინებაა. მადლობა მას იმ წახალისებისთვის, რომელიც გამოამჟღავნა მან საფეხბურთო ნაკრების მიმართ და რა თქმა უნდა, ესეც ზრდის ჩვენს შანსებს, მათ შორის, ესპანეთთან თამაშში, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თბილისის მერია საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის დაშვებას გეგმავს

თბილისის მერია ამზადებს შესაბამის საკანონმდებლო პაკეტს, რომელიცსაავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას ითვალისწინებს.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის…

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ ს თანამშრომლობით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვიდეო მომზადდა

საქართველო 5 დღეში : ბუნება, გასტრონომია და კულტურა – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზები“ ს თანამშრომლობით, საქართველოს ტურისტული…

ცესკოს წარმომადგენლებმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზესაერთაშორისო ექსპერტთან ერთად იმსჯელეს

საარჩევნო კომისიის (ცესკო) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაში სახელწოდებით – „არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენების დროს დეზინფორმაცია…

ვლადიმერ ბოჟაძე: რადიკალური ოპოზიციის, ქვეყნის შიდა და გარე მტრების დაუღალავი მცდელობების, საბოტაჟის და დესტაბილიზაციის სურვილის მიუხედავად, საქართველო განაგრძობს განვითარებას

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მშპ გაიზარდა 9.2%-ით რადიკალური ოპოზიციის, ქვეყნის შიდა და გარე მტრების…

ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან ერთად, საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა, ალექსეი გონჩარენკოსთან და სხვა ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებთან…

საპილოტე პროექტის ვადა, რომლითაც სასკოლო ავტობუსებს საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება მიეცემათ, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა

საპილოტე პროექტის ვადა, რომლითაც სასკოლო ავტობუსებს – M2 და M3კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, საავტობუსო ზოლში მოძრაობის უფლება…

თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს

თბილისის მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეული –უსაფრთხოების საქალაქო სამსახური 60 ვაკანსიაზე კონკურსს აცხადებს, – ამისშესახებ დედაქალაქის…

3 ივლისიდან საგამოცდო ცენტრებამდე მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

3 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, საგამოცდო ცენტრებამდე მოქალაქეებსდამატებითი მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება. ამის შესახებდედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ…

დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა (IOCT) საერთაშორისო კურსი დასრულდა

დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა საერთაშორისო კურსი დასრულდა. სწავლების თეორიული ნაწილი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში, ხოლო პრაქტიკული მეცადინეობები…

თბილისის მერიამ მეტროს 97 ერთეული ვაგონის შესყიდვის მომზადების მიზნით,ბაზრის კვლევა გამოაცხადა

97 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების ვაგონის შესყიდვისმომზადების მიზნით, 27 ივნისს ბაზრის კვლევა გამოცხადდა, – ამის შესახებთბილისის…

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 წლის ბავშვის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 28 წლის…