ირაკლი კობახიძე – მჯერა, რომ 2030 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად და ერთად გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი

მე მჯერა, რომ 2030 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან…

ირაკლი კობახიძე -სასურველია, რომ  ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკურიკონტექსტისგან -ფეხბურთი არის  ყველასი, თითოეული ფეხბურთელი  არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფ-ერო  

მაქსიმალურად ვიზრუნებთ, სასურველია, რომ ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური  კონტექსტისგან. ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე  უნდა დარჩეს ეს სფერო – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ  პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. პრემიერის თქმით, სპორტი უნდა იყოს აპოლიტიკური. „ბევრი ინტერპრეტაცია მიეცა ჩვენს საფეხბურთო წარმატებას, მათ შორის, ოპოზიცია ცდილობდა, თავისებური ინტერპრეტაცია მიეცა საფეხბურთო წარმატებისთვის. ზოგადად, სასურველია, რომ ეს სფერო, ფეხბურთი იყოს დაცლილი პოლიტიკური კონტექსტისგან. ფეხბურთი არის ყველასი, თითოეული ფეხბურთელი არის ყველასი და ასე უნდა დარჩეს ეს სფერო.  ვიღაცეები ცდილობენ, რომ სხვანაირად წარმართონ პროცესები, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავუფრთხილდეთ სპორტის აპოლიტიკურობას. აპოლიტიკური  უნდა იყოს სპორტი და ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნებთ. ჩვენ გვყავდა ძალიან რთული მეტოქეები, მათ შორის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვიდრე გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე. ასევე გვყავდა ურთულესი მეტოქეები უკვე ევროპის ჩემპიონატზე, სამი ურთულესი მეტოქე, თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ დადგნენ ორ ფეხზე- თქვენ  გახსოვთ ეს ცნობილი მეტაფორა სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ზაალ ანჯაფარიძე ანა წითლიძის და ლევან ბეჟაშვილის მიერ საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვის მოითხოვნაზე: თქვენ გგონიათ მხოლოდ ამ ორ გადაგვარებულ უსამშობლოს მოუვიდა თავში ეს ბინძური პროვოკაცია?!

არა, იგივე აზრზე დგანან ისინიც ვინც ყელს იბდღვნის წივილით “ალა ლუსულ კანონს” ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ეხმიანება…

დავით ჩიხელიძე: ანა წითლიძემ და ლევან ბეჟაშვილმა უპრეცედენტო ღალატის აქტი ჩაიდინეს

საქართველოსთვის როცა ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვა მოითხოვეს, მათი ინიციატივა რეზოლუციის საბოლოო რედაქციაში ვერ მოხვდა, რაც ევროპელი პოლიტიკოსების…

სოსო არჩვაძე-ბოლო პერიოდში მსოფლიოში მომატებული ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ავლენს სიმყარეს, ინსტიტუციურ და მაკროეკონომიკურ მდგრადობას

„ბოლო პერიოდში მსოფლიოში მომატებული ვოლატილობის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ავლენს სიმყარეს, ინსტიტუციურ და მაკროეკონომიკურ მდგრადობას, რაც გამოიხატება…

ედიშერ გვენეტაძე-ნაცმოძრაობის “ნათელი” სახეები კოლექტიური ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილები ისე დარბიან დასავლეთში, რომ ქუსლებს კისერზე ირტყამენ და საკუთარი ქვეყნისა დასჯას ითხოვენ

„ნაცმოძრაობის “ნათელი” სახეები კოლექტიური ყორღანაშვილ-ბერბიჭაშვილები ისე დარბიან დასავლეთში, რომ ქუსლებს კისერზე ირტყამენ და იქ პირაქაფებულები მოითხოვენ…

ლევან ნიკოლეიშვილი ანა წითლიძის და ლევან ბეჟაშვილის მიერ საქართველოსთვის ევროსაბჭოს წევრობის შეზღუდვის მოთხოვნაზე

ლევან ნიკოლეიშვილის განცხადებით, ამით ხელისუფლება კი არ ზარალდება, არამედ სახელმწიფო და მისი მოქალაქეები, მათ შორის „ნაცების“…

ირაკლი კობახიძე – რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით,  1,4 მლნ ადამიანია დღეს საქართველოში დასაქმებული, რაც  ისტორიული რეკორდია 90-იანი წლების შემდეგ

რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა საქართველოში…

ირაკლი კობახიძე -ვაზიანში აშენდება  თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც  გათვლილი იქნება 18  მილიონ მგზავრზე,უკვე შემუშავებულიაახალი პროექტები თელავის და მესტიის აეროპორტებისთვის

ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც  გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აეროპორტებს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აეროპორტებს. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკითხთან დაკავშირებით. განიხილებოდა ორი ალტერნატიული ვერსია – არსებული აეროპორტის გაფართოება, ან სრულიად ახალი აეროპორტის მშენებლობა. საბოლოო ჯამში, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკურ საბჭოზე განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. ვაზიანში აშენდება თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 4 მილიონი მგზავრი და ახალი აეროპორტი, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ, გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე. გაანგარიშებულია მგზავრთანაკადების ზრდის მაჩვენებელი შემდეგი წლებისთვის და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ აეროპორტის არსებითი გაფართოება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და სწორედ ამას მიეძღვნება ეს ახალი მეგაპროექტი, რომელიც განხორციელდება ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით,  უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები თელავის და მესტიის აეროპორტებისთვის. „ასევე მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის აეროპორტის ახალ გენერალური გეგმის შესაქმნელად. გვინდა ავაშენოთ ახალი ტერმინალი. სამშენებლო სამუშაოები დაიწყება წელსვე, დასრულდება 2026 წელს. ასევე უკვე დასრულდა ავტოსადგომის გაფართოების სამუშაოები. ადგილების რაოდენობა 700-მდე გაიზარდა. ასევე მნიშვნელოვანია თელავის და მესტიის აეროპორტების განვითარება. უკვე შემუშავებულია ახალი პროექტები, თანამედროვე ტერმინალები ორივე აეროპორტისთვის. თელავის აეროპორტის ტერმინალში ახალი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები წელს დაიწყება. დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ათ თვეში. მესტიის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყება იგეგმე4ბა მიმდინარე წელს და დასრულება – 2025 წელს“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ამოცანა, 2030 წლისთვის, ენერგეტიკის სფეროში ეროვნულმა წარმოებამ გადააჭარბოს მოხმარებას და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად

ენერგეტიკა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება, ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ამოცანა, 2030 წლისთვის ეროვნულმა წარმოებამ ამ სფეროში გადააჭარბოს…

პრემიერი ახალი მთავრობის  საქმიანობის პირველი თვეების განმავლობაში აღინიშნა ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა,5 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი არის 9.3%, რაც ევროპაში ყველაზე მაღალი თუ არა,ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

ჩვენი ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად კვლავაც რჩება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრა. საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი მომავალშიც ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი  კობახიძემ  პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლა ეკონომიკაზე საუბრით დაიწყო და ყურადღება იმმაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა, რომელიც ახალი მთავრობის საქმიანობის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირდა. ირაკლი კობახიძის თქმით, ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია „საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, დღეს წარმოგიდგენთ ყოველწლიურ მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. გამომდინარე იქიდან, რომ 8 თებერვალს საქართველოს პარლამენტს წარვუდგინე სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ერთგვარი შუალედური ანგარიში, როცა მტკიცდებოდა საქართველოს მთავრობა, ჩემი დღევანდელი მოხსენება არსებითად შეეხება მთავრობის მიერ გასული ოთხნახევარი თვის განმავლობაში, 8 თებერვლიდან დღემდე. ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის ორ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად კვლავაც რჩება მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის  სრულად აღმოფხვრა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის თითოეული ნაბიჯი  მომავალშიც ამ ამოცანების შესრულებისკენ იქნება მიმართული. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც წინა შემთხვევაში, ჩემს მოხსენებას დავიწყებ ეკონომიკაზესაუბრით. ძლიერი ეკონომიკა ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს. აქედან გამომდინარე, ეკონომიკური განვითარება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია. მოხარული ვარ,  რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველი თვეების განმავლობაშიც აღინიშნა ძალიან  მაღალი ეკონომიკური ზრდა, დღეს უკვე გამოქვეყნდა მაისის მონაცემები, დაფიქსირდა 9,2 % ეკონომიკური ზრდა. განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკურ გუნდს, ეკონომიკის მინისტრს, ჩვენს მინისტრებს ეკონომიკური გუნდიდან.…

ირაკლი კობახიძე – საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი წარმატებით ხორციელდება, დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული ექვსივე გვირაბის მშენებლობა

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც წარმატებით ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ…

ირაკლი კობახიძე – მთლიანობაში წელს 90 კმ ავტომაგისტრალი აშენდება, მარტო წელს შესრულდება ამ მიმართულებით იმაზე მეტი სამუშაო, ვიდრე წინა ხელისუფლებამ 9 წლის განმავლობაში შეასრულა, ამხელა ცვლილებაა წინა და ახალი ხელისუფლების ეფექტიანობას შორის

ეკონომიკის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის დამაკავშირებელი – სატრანზიტო ფუნქციის განვითარება;…

ირაკლი კობახიძე  – რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, ინტელექტუალური რესურსი მათ მხარეს არის ძალიან მწირად წარმოდგენილი და სიმართლე არ არის მათ მხარეს

რადიკალურმა ოპოზიციამ ამ შემთხვევაშიც ვერ გაბედა სხდომაზე დასწრება, დებატებში შემოსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

ირაკლი კობახიძე- მეამაყება, რომ ვარ  ქართველი და ეს სიამაყის განცდა არის  ის, რამაც უნდა მოგვცეს სტიმული ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის,30 ივნისს მინდა, ჩვენს  ნაკრებს ვუსურვო მორიგი გამარჯვება

სპორტის პრაქტიკულად ყველა გუნდურ სახეობაში გვაქვს უნიკალური, უპრეცედენტო მიღწევები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველად ისტორიაში, პრაქტიკულად ყველა გუნდურ სახეობაში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა.  „ფეხბურთთან დაკავშირებით ყველა ვიცით, რამხელა წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენი საკალათბურთო ნაკრები ამ საანგარიშო პერიოდში გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე და მოხვდა მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორის, რაც კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ. ჩვენმა რაგბისტებმა პირველად გაიმარჯვეს „6 ერის“ გუნდებთან დაამარცხეს იტალიისა და უელსის ძალიან ძლიერი ნაკრებები. წყალბურთელები გავიდნენ ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის და გავიდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე, ესეც არის ძალიან დიდი წარმატება. მადლობა წყალბურთელებს ამისათვის. ჩვენი ხელბურთელებიც პირველად 30 წლის თავზე, გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, მოიპოვეს პირველი ისტორიული გამარჯვება და მადლობა მათ ამისათვის. ჩვენ რეალურად ვიბრუნებთ სიამაყის განცდას, რომელიც ჯერ 90-იან წლებში დავკარგეთ და შემდეგ დავკარგეთ 2000-იანი წლების დასაწყისში. დღეს სპორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც ქართველ ხალხს უბრუნებს სიამაყის განცდას. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ განვაგრძობთ ამ გზაზე სიარულს და კიდევ უფრო გაიზრდება ის სიამაყის განცდა, რომელიც თითოეულ ქართველს სამართლიანად უნდა ეუფლებოდეს. მე მეამაყება, რომ ვარ ქართველი და ეს სიამაყის განცდა არის ის, რამაც უნდა მოგვცეს სტიმული ჩვენი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის. 30 ივნისს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ყველაფერი არის შესაძლებელი და ჩვენს საფეხბურთო ნაკრების მინდა, ვუსურვო მორიგი გამარჯვება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.