პრემიერი  – გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც წინა წლის მაჩვენებელს აღემატება 15%-ით

გასულ წელს მსოფლიოს 106 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული, 1.4 მლრდ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, – ამის შესახებ…

პრემიერი – 2024 წელს უკვე 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია;  გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის

2024 წელს 365 000 ახალი ბენეფიციარი გვეყოლება, საიდანაც 130 000-ს ცენტრალური  წყალმომარაგება არასოდეს ჰქონია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა, გაზიფიკაციის ნაწილშიც გრძელდება მნიშვნელოვანი სამუშაოები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა  პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულდა 63 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 9 000-ზე მეტი ოჯახისთვის. „ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  პრიორიტეტია  ინფრასტრუქტურის  ნაწილში წყალმომარაგება. გეგმის მიხედვით გრძელდება მუშაობა, ამოცანაა, რომ 2025 წლის ბოლომდე ყველა ქალაქი იყოს უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. 2024 წელს  უკვე 365…

ირაკლი კობახიძე -ტურიზმი,  ავიაცია არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და მოხარულები ვართ, რომ გაქვს ძალიან კარგი  ტენდენციები, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ და ძალისხმევა კიდევ უფრო  გავაძლიეროთ

პირველ კვარტალში ტურიზმიდან მივიღეთ 808 მლნ დოლარის შემოსავლები, რაც 40%-ით აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებელსაც კი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ტურიზმი და ავიაცია არის საქართველოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და სასიხარულოა,  რომ ამ მიმართულებით კარგი ტენდენციები ფიქსირდება. „მე მთავრობის სხდომაზე მქონდა საუბარი რეკორდულ მაჩვენებლებზე, რომლებიც გვაქვს ტურიზმსა და ავიაციაში და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ეს ყველაფერი. პირველ კვარტალში ტურიზმიდან მივიღეთ 808 მლნ დოლარის შემოსავლები, რაც 40%-ით აღემატება პანდემიამდელ მაჩვენებელსაც კი.  ჩვენ ვუმასპინძლეთ 1 მლნ 300 ათას საერთაშორისო მოგზაურს, 929 ათას საერთაშორისო ტურისტს, რაც არის ასევე ისტორიული რეკორდი. ზაფხულის სეზონის განმავლობაში შესრულდება 13 600 ავიარეისი, ესეც არის ისტორიულად მაქსიმალური მაჩვენებელი. საქართველოში დღეს ოპერირებს 50 ავიაკომპანია, როცა 2012 წლამდე 23 ავიაკომპანია ოპერირებდა. მხოლოდ შარშან, ბაზარზე შემოვიდა 9 ახალი ავიაკომპანია,  რომელიც რეისებს სხვადასხვა მიმართულებით ასრულებს. ევროპაში კონკრეტულად, რეისებს ასრულებს 11 ავიაკომპანია, 38 მიმართულებით. ესეც არის ისტორიული მაქსიმუმი. აეროპორტებით 1 მლნ 400 ათასზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, ესეც ისტორიული მაქსიმუმია. წელს ველოდებით ტურიზმიდან 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს. ეს იქნება მაქსიმალური მაჩვენებელი. ველოდებით წელს 7,9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს და 5,2 მილიონ ტურისტს. ესეც იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ტურიზმი, ავიაცია არის ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და მოხარულები ვართ, რომ გაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, რომლებიც უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა ამ სფეროების განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – სხვადასხვა ტიპის გეოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება 18 მეწყრულ ლოკაციაზე, საქართველოს მყინვარულ ხეობებში შეფასდება არსებული საფრთხეები, გაფართოვდა ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის ქსელი

მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვქონდა გარემოს დაცვის მიმართულებით, შემუშავდა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების რუკები მთელი ქვეყნის ტერიტორიისთვის, დასრულების ეტაპზეა გეოლოგიური…

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება სამშენებლო სამუშაოები

მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება და ძალიან მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს„დიდი ნაყინობანა“ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო…

ComCom-ის წარმომადგენლებმა სპექტრის მენეჯმენტის მე-19 ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს

კომუნიკაციების კომისიის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, სანდრო ქარუმიძემ და ამავე დეპარტამენტის დაგეგმვის ჯგუფის უფროსმა, გიორგი…

ირაკლი კობახიძე – გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა პროექტები სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრმა განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობები, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი…

ირაკლი კობახიძე – საქართველოსა ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 1 მლრდ 600 მილიონი დოლარი, ასევე საქართველოს შარშან ეწვია 48 ათასზე მეტი ტურისტი, რაც 6,5-ჯერ აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან.  გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის და…

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანაა, რომ თითოეული თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს, ეკონომიკური ზრდა  იქნება წამახალისებელი ამ თვალსაზრისითაც

დიასპორის საქართველოსთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი ხორციელდება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დიასპორის კავშირი სამშობლოსთან.  „გუშინ მონაწილეობა მივიღე ღონისძიებაში, რომელიც ამ თემას ეძღვნებოდა, მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება, პროექტი ხორციელდება, რათა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი დიასპორის კავშირი სამშობლოსთან, საქართველოსთან. კიდევ უფრო მეტად იხვეწება არსებული მექანიზმები პროცესში გათვალისწინებულია სხვადასხვა მოწინავე ქვეყნის მაგალითი როგორიც არის ირლანდია, ისრაელი, იტალია.  ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წარმატებულ პროგრამებსა და პროექტებს. დანერგილია საგრანტო მექანიზმების სისტემა და გაიზარდა ამ მექანიზმების მოცულობა, რამაც მკვეთრად გააძლიერა უცხოეთში არსებული საკვირაო სკოლები, ფოლკლორული ანსამბლები და დიასპორული ორგანიზაციები, მთლიანად მათი რაოდენობა 300-ს აჭარბებს, ასევე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 10 ახალი საკვირაო სკოლაში. მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა იყოს გაწეული, იმისთვის, რომ მაქსიმალური კავშირი შევინარჩუნოთ ჩვენ დიასპორასა და სამშობლოს შორის. ჩვენი მთავარი სურვილი და ამოცანა არის ის, რომ თითოეული ჩვენი თანამემამულე საბოლოოდ დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა იქნება წამახალისებელი ამ თვალსაზრისითაც. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად, მით უფრო მეტი ჩვენი თანამემამულე დაუბრუნდება საქართველოს უახლოესი წლების განმავლობაში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.  

ირაკლი კობახიძე  – წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა ერთი წლის განმავლობაში, 30%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა

რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონის ყველა ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს…

ირაკლი კობახიძე -კანონი,  რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის განმტკიცებას და  კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ  ამისათვის

კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა. პრემიერის თქმით, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ კვლავაც შეინარჩუნოს მშვიდობა, სტაბილურობა  და გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება. „საბოლოოდ, მიუხედავად, ამ რთული მოვლენებისა, რაც გამოვიარეთ 2020 წლის ბოლოს, 2021 წელს, 2022 წელს, 2023 და 2024 წელს, მოხდა ასეთი რამ – საქართველოს პარლამენტი შედგა, არ ჩატარდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ წარმატებით დავძლიეთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გამოვიარეთ 2021 წელს. ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა, მიუხედავად ძალიან ძლიერი ზეწოლისა სხვადასხვა მიმართულებიდან. ამ ყველაფრის ფონზე, წარმოიდგინეთ, მუდმივი ხელოვნური ტურბულენტობის ფონზე, ჩვენ დოლარში ნომინალური ეკონომიკა გავაორმაგეთ. ჩვენი ეკონომიკა იყო დაახლოებით 4250 დოლარი და წელს უკვე 9 000 დოლარს გადასცდება. წარმოიდგინეთ თქვენ, დამშვიდების საშუალება რომ მიეცათ ამ ქვეყნისთვის, სად  წავიდოდა ჩვენი ეკონომიკა. ასევე შეგახსენებთ იმას, რომ ეკონომიკის განვითარება არის ბევრი რამის აუცილებელი პირობა, მათ შორის, საქართველოს ევროინტეგრაციის აუცილებელი პირობაც. ყველას კარგად ესმის, რომ იმ ეკონომიკით, რომელიც აქვს დრეს უკრაინას, ან მოლდოვას, ეს ორი ქვეყანა ჩვენ ბევრად ჩამოგვრჩა ჩვენ არა მარტო ეკონომიკური კუთხით, არამედ ევროინტეგრაციის გზაზეც. მომავალში რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ კვლავაც შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში და განვაგრძოთ ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება, რაც არის ასევე მნიშვნელოვანი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. ამ რთული მოვლენების ფონზე ჩვენ შევძელით და გავიმყარეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ის კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაცხადებული სურვილი იყო ქვეყნის ომში ჩართვა და ამას ღია ტექსტითაც ამბობდნენ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების ლიდერები

2020 წელს, მმართველმა გუნდმა მოიგო საპარლამენტო არჩევნები, მიიღო პარლამენტში 90 მანდატი, თუმცა ამის მიუხედავად, ქვეყანას არ…

ირაკლი კობახიძე  – ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება განათლება,  ჯანდაცვა, შემოგთავაზებთ ფუნდამენტურ ცვლილებებს

ყველას გახსოვთ ქართველი ხალხის ბრძოლა 80-იანი წლების ბოლოდან 90-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის და ეს ბრძოლა…

ირაკლი კობახიძე – კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ვუსწრებთ ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას, თუმცა გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია და გვინდა, დავიკავოთ ადგილი ევროპის ქვეყნების სამეულში

ჩვენ გვაქვს ამბიციური ამოცანა, გვინდა, რომ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ადგილი დავიკავოთ ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორის, –…