fbpx

უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა იწყება

სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი – უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩებისდამაკავშირებელი გზის და გვირაბის მშენებლობა იწყება, – ამის შესახებ…

ირაკლი კობახიძე პირველად ისტორიაშიხვალ ევროპის ჩემპიონატზე აღიმართებასაქართველოს დროშა, აჟღერდება საქართველოს ჰიმნი და წარმოუდგენელი ემოციაა  ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისთვის

ათიათასზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს. ამაში მოკრძალებული წვლილი ჩვენც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით და მოხარულები ვართ, რომ ძალიან წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბილეთის საფასური იყო 195 ევრო, რამაც გაუმარტივა გულშემატკივრებს გერმანიაში მოგზაურობა და თამაშებზე დასწრება. „ხვალ საქართველოს ნაკრები იწყებს ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე. ეს არის დღე, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ველოდით მრავალი წლის განმავლობაში დს კიდევ უფრო მძაფრად ბოლო სამი თვის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური და პირველად ისტორიაში, ხვალ ევროპის ჩემპიონატზე უმაღლესი რანგის საფეხბურთო ტურნირზე აღიმართება საქართველოს დროშა, აჟღერდება საქართველოს ჰიმნი და წარმოუდგენელი ემოციაა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის და თითოეული ქართველისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ათიათასზე მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწრება თითოეულ მატჩს. ამაში მოკრძალებული წვლილი ჩვენც შევიტანეთ ფრენების სუბსიდირებით და მოხარულები ვართ, რომ ძალიან წარმატებით განხორციელდა ეს პროექტი. 195 ევრო იყო ბილეთის საფასური, რამაც გაუმარტივა ჩვენს გულშემატკივრებს გერმანიაში მოგზაურობა და თამაშებზე დასწრება. წარმატებას ვუსურვებ ბიჭებს, დარწმუნებული ვარ, რომ ისეთივე თავდადებით ითამაშებენ ისინი ევროპის ჩემპიონატზე, როგორი თავდადებითაც მოიპოვეს ევროპი8ს ჩემპიონატის საგზური. ცვენ გვყავს საამაყო ფეხბურთელები და მინდა, მათ ვუსურვო გამარჯვებები. რაც მთავარია, ჯგუფიდან გასვლა. დარწმუნებულები ვართ, რომ მათი ჟინით ისინი აუცილებლად შეძლებენ და მიაღწევენ ამ მნიშვნელოვან წარმატებას“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ტურიზმსა და ავიაციაში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები,  წელს ტურიზმიდან 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს და 7,9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ველოდებით

ტურიზმსა და ავიაციაში გვაქვს რეკორდული მაჩვენებლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კვარტალურ ჭრილში დაფიქსირდა რეკორდული შემოსავლები ტურიზმიდან – 808 მილიონი დოლარი, რამაც პანდემიამდელ მაჩვენებელს 40 პროცენტით გადააჭარბა. „ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. ჩვენ ამ კვარტალში ვუმასპინძლეთ მილიონ 300 ათას საერთაშორისო  მოგზაურს, რაც შარშანდელთან შედარებით არის 8-პროცენტიანი ზრდა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, აქაც გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი – ჩვენს ქვეყანაში ერთი კვარტლის განმავლობაში ვუმასპინძლეთ 939 ათას ტურისტს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერმა ავიაციის სფეროში არსებულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონზე შესრულდება 13 600 ავიარეისი, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. „ევროპაში კონკრეტულად 11 ავიაკომპანია ასრულებს რეისებს 38 მიმართულებით, რაც ასევე ისტორიულად ყველაზე მაღალი შედეგია. წელს საქართველოში ოპერირებს 50 ავიაკომპანია, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. 2011 წელს მხოლოდ 23 ავიაკომპანია ოპერირებდა საქართველოში. ასევე დაფიქსირდა ისტორიული მაქსიმუმი აეროპორტებში მგზავრთნაკადის კუთხითაც – მილიონ 400 ათას მგზავრს გადააჭარბა მგზავრთნაკადმა ჩვენს აეროპორტებში. გვაქვს კარგი ტენდენციები და შესაბამისად, ოპტიმიზმის ძალიან კარგი საფუძველი. წლიურ ჭრილში 4,5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს ველოდებით კონკრეტულად ტურიზმის სფეროდან, რაც შარშანდელი მაჩვენებლის 9-პროცენტიანი გაუმჯობესება იქნება. ველოდებით 7,9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, 5,2 მილიონ საერთაშორისო ტურისტს, რაც ასევე იქნება ისტორიული მაქსიმუმი. ძალიან კარგი მონაცემებია ტურიზმის და ავიაციის სფეროში და ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ზრდის ტემპები, რისი ძალიან კარგი პერსპექტივებიც არსებობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – 37 000 მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა გარკვეულ კატეგორიას – 800 ლარით

37 000 მასწავლებელს, რაც მასწავლებლების კონტიგენტის 70%-ია, ანაზღაურება გაეზრდება სულ მცირე 500 ლარით, მათ შორის, მასწავლებელთა…

ირაკლი კობახიძე – ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის და შესაბამისად, ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში

იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემა არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ…

ირაკლი კობახიძე – ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას –  შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მილიონი ლარი

პირველი ოთხი თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რაც გვაძლევს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას –  შევა…

ComCom-ის წარმომადგენლებმა EPRA-ს 59-ე შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა, ივანე მახარაძემ და ნათია კუკულაძემ, ასევე, ComCom-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ნინო გრძელიშვილმა,…

დავით ქართველიშვილი: საქართველოს მაგალითზე, ლიბერალური წრეების მიერ გამოზრდილი თაობების ერთი ნაწილი, ზოგადად უუნარო აღმოჩნდა ნებისმიერი ტიპის აჯანყებისთვის მათ შორის საზოგადოების ტრადიციული, კონსერვატიული, სარწმუნოებრივი სეგმენტის წინააღმდეგ

„დღევანდელი გადასახედიდან ჩვენ იოლად დავინახავთ, რომ საქართველოს პარლამენტთან განვითარებული მოვლენები ფსევდოლიბერალური მძევლობისა და თავისივე დაგებულ ხაფანგში…

ზაალ ანჯაფარიძე: კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას!” (პ)რეზიდენტმა შარშან 8 ნოემბერს დაიწყო და NDI/IRI გამოკითხვებით, მოსახლეობის 80% უნდა გამოქცეულიყო ხელმოსაწერად, დღემდე ხელი მოაწერა მხოლოდ 47,847-მა

ოქტომბრის არჩევნები კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროპული ღირებულებებისადმი საქართველოს მტკიცე ერთგულებას – უპატაკა გუშინ (პ) რეზიდენტმა სალომემ…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მუსლიმი თემი  საქართველოს ისტორიის, კულტურისა და დღევანდელობის განუყოფელი…