fbpx

ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს 

საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს შეხვედრების პირდაპირი ტრანსლაციის ყურებას მიხეილ მესხის სტადიონზე შეძლებენ. ამჟამად,…

ზურაბ ქადაგიძე გახარიას “ლელოსთან” თანამშრომლობის სურვილზე: ათასი სისაძაგლე მიიზილა გახარიამ პოლიტიკური ჯგუფისგან, ვისაც ახლა უვაზელინოდ ეტენება, შეიძლება სულ არ სიამოვნებს, მაგრამ ასე უთხრეს “დიდმა ძმებმა” და რა ქნას, ასეთია მონის ბედი!

ამ კაცზე მეტად უთავმოყვარეო, პატივაყრილი პოლიტიკოსი, მეორე არ ჰყავს ოპოზიციას, – ასე აფასებს “ხალხის ძალის” წევრი,…

ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში

ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა. ამჯერად დეზინფორმაციული განცხადებები ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებული…

ლევან ნიკოლეიშვილი: მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად რომ დააყენო, კოალიცია დაარქვა, თან ისეთი მანტია გადააფარო, რომ მათი ნაცური, თაღლითური თუ ბოროტი წარსული დამალო?!

მართლაც ხელოვნებაა პოლიტიკა, მოფიქრება არ გინდა ერთმანეთის მაგინებელი, მლანძღველი და მტრულად განწყობილი პარტიები თუ სუბიექტები ერთად…

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი „ჯარის ბანაკიდან“ წავა ძალიან დიდი ემოციებითა და ცოდნით, რომელიც მომავალში გამოგადგებათ – ირაკლი ჩიქოვანი

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ახალგაზრდებს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში. დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან კარგი…

დაეუფლე ჟურნალისტიკას რეალურ გარემოში – ComCom-ის „მედიასკოლის სტუდია“ 4 თვიან პრაქტიკულ კურსზე კონკურსს აცხადებს

კომუნიკაციების კომისიის მედიასკოლა ბაკალავრის ხარისხის ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ასევე ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას…

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი „ნაყინობანა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს, „დიდი ნაყინობანა“ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს…

მიხეილ ყაველაშვილი: მგონი, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დააჯილდოვა სალომე ზურაბიშვილმა ღირსების ორდენით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მხოლოდ ნაწილი და ეს პასუხია – „იმიტომ“

„ფეხბურთის ფედერაციამ მიაწოდა პრეზიდენტს სია, თუ ვის ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დამსახურებების მიხედვით და ვნახეთ შედეგიც, რომ…

მიხეილ ყაველაშვილი დასავლელ პარტნიორებზე: ისინი ცდილობენ იმოქმედონ საზოგადოების ნაწილზე, რომ დააზარალონ ხელისუფლება და როგორმე მოხდეს ძალადობრივი ქმედებები. ახლა ალბათ დაელოდებიან არჩევნებს – იქნებ მაშინ გამოვიდეს ეს ამბავი

პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი დასავლელი პარტნიორების განცხადებებსა და ქმედებებს აფასებს. დეპუტატის თქმით, „ხალხის…

ზაალ ანჯაფარიძე: “ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალებმა” დამალეს, რომ ხალხთან შეხვედრები NDI-მ დაუფინანსათ

გამოდის, რომ უცხოელმა დონორებმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის გახსნამდე დაიწყეს ჩვენს არჩევნებში ჩარევაგამოდის, რომ უცხოელმა დონორებმა…

ზაალ ანჯაფარიძე: “ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალებმა” დამალეს, რომ ხალხთან შეხვედრები NDI-მ დაუფინანსათ – გამოდის, რომ უცხოელმა დონორებმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის გახსნამდე დაიწყეს ჩვენს არჩევნებში ჩარევა

გამოდის, რომ უცხოელმა დონორებმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის გახსნამდე დაიწყეს ჩვენს არჩევნებში ჩარევა, – ასე ეხმიანება…

დავით ქართველიშვილი-ომის მწარმოებელ, ევროკრიზისულ თუ ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენზე “წინ” მყოფ ქვეყნებში, ვითარება უფრო დაძაბული და არაპროგნოზირებადი აღმოჩნდა, ამიტომაც გვაქვს რეკორდული ტურისტული ბუმი და ავიაფრენები, მაგრამ უფრო შთამბეჭდავი რეკორდები წინ გვაქვს

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ტურიზმის რეკორდულ მაჩვენებელზე…

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას. შეხვედრაზე…

ირაკლი კობახიძე გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს  წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად  გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი

გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, არსებობს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმომადგენელი გლობალურ ომის პარტიაში. „ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. როგორც გაუცრუვდათ იმედები დღემდე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისე გაუცრუვდებათ იმედები მომავალშიც. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, კანონის ინიცირებამდე შანსი იყო ნული, ახლა არის 20-30%. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ მიზანს მივყვებით თანმიმდევრულად, მაგრამ ჯერ კიდევ გრძელდება შანტაჟი, რაც კონკრეტული ძალები თავიდან უკავშირებდნენ კანდიდატის სტატუსს, ახლა უკავშირებენ მოლაპარაკებების გახსნას. ეს არ არის ევროკავშირი. ეს არის ე.წ გლობალური ომის პარტია, რომელსაც სამწუხაროდ აქვს თვისებრივი გავლენა ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია აგრძელებს შანტაჟს საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა დღეს მოლაპარაკებების გახსნის თემა არის აბსოლუტურად გაცვეთილი, როგორც შანტაჟის ინსტრუმენტი. შესაბამისად, არავითარი ფასი ამ საკითხს არ აქვს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, გვარებთან დაკავშირებით, ვინც არის წარმომადგენელი გლობალურ ომის პარტიაში. მათ შორის, გვარებით ვიცით, ევროპარლამენტარები, სენატორები. სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის ამ ყველაფრის დაკონკრეტება, მაგრამ ვინც აშანტაჟებდა კანდიდატის სტატუსით საქართველოს, თქვენ ხომ გახსოვთ2022 წლის ივნისში საქართველოს ყოველგვარი არგუმენტის გარეშე ეთქვა უარი კანდიდატის სტატუსზე. ვინ გვაშანტაჟებდა, ევროკავშირი? არ იყო ეს ევროკავშირი. ესენი იყვნენ ის ძალები, რომლებსაც, სამწუხაროდ, თვისებრივი გავლენა აქვს ევროკავშირზე“, განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმით თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება,მზად  ვარ მივცე ჩვენება

ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმეზე მე მზად ვარ,  რომ თუ ნებისმიერი ქვეყნის  გამოძიება დაინტერესდება, მივცე ჩვენება და ეს გამოძიება შეიძლება იყოს აქტუალური კონკრეტული ქვეყნებისთვის და არა ქართული გამოძიებისთვის,ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ საქართველოს რეალობისთვის გამოძიების დაწყება იყოს რელევანტური. „რაც შეეხება ფიცოს ბედის გაზიარებით მუქარის საქმეს, მე ამასთან დაკავშირებით გავაკეთე განცხადება, რომ თუ ნებისმიერი ქვეყნის გამოძიება დაინტერესდება მზად ვარ, მივცე ჩვენება და ეს გამოძიება შეიძლება იყოს აქტუალური კონკრეტული ქვეყნებისთვის და არა ქართული გამოძიებისთვის. მე არ მგონია, რომ საბოლოო ჯამში, მუქარა იყო შედეგზე გათვლილი,აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ საქართველოში გამოძიების დაწყების ინტერესს. ფაქტია, რომ აღიარებაც მოჰყვა ამ ყველაფერს. პირდაპირ აღიარება იყო, გვითხრეს, რომ გარკვეული პროცესების შედეგი შეიძლება იყოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის ლიკვიდაცია. ეს არის რეალურად მუქარა. მე არ მგონია, რომ ეს საქართველოს შედეგზე იყოს გათვლილი, აქედან გამომდინარე, საქართველოს რეალობისთვის მე არ მგონია, რომ იყოს რელევანტური გამოძიების დაწყება, მაგრამ სხვა ქვეყნებისთვის შეიძლება იყოს აბსოლუტურად რელევანტური. თუ რომელიმე კონკრეტული ქვეყანა დაინტერესდება, მზად ვარ, მივცე ჩვენება. ეს იყო დაშინების უსუსური მცდელობა. აქედან ჩანს, რომ ის ადამიანები და ის ძალები, რომლებიც საქართველოს აშანტაჟებენ ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნით, არიან საკმაოდ უსუსურ მდგომარეობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.