ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება. ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. მთავარია, რომ ჩვენ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები. როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება. მე მახსოვს, ერთ-ერთი კონფერენცია…
დღე: ივნისი 6, 2024
ComCom-ის წევრი ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტზე: „საქართველომ უნდა გამოიყენოს დარგის პოტენციალი და ციფრული სერვისების რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბდეს“
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა, მზია გოგილაშვილმა, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ორგანიზებით…
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედიაში იუსტიციის სახლი გახსნა
ეს არის რიგით 119-ე იუსტიციის სახლი, ქვეყნის მასშტაბით; ეს ყველაფერი ნიშნავს ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე, უკეთესი მომსახურების მიწოდებას მათთვის და ეს არის ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედიაში, იუსტიციის სახლის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალ იუსტიციის სახლში სამტრედიელები კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას შეძლებენ. მისივე განცხადებით, შედარებისთვის, 2012 წლამდე საქართველოში სულ 12 იუსტიციის…
ვლადიმერ ბოჟაძე: დღეს კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციიდან აგრძელებს ძალადობას სპორტსმენებზე, ამუნათებენ და მათთვის საჭირო პოზიციის დაფიქსირებას აიძულებენ და ვინც არ ,,დაემორჩილება” უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავენ
მიხეილ სააკაშვილის დავალებით 2007 წლის 13 მაისს, არჩევიდან 30 წუთში იძულებით დაატოვებინეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი…
სოზარ სუბარი: საქართველოს სურს ნატოს წევრობა, ოღონდ იმისთვის, რომ დაცული იყოს ქვეყნის უსაფრთხოება და არა იმისთვის, როგორც ერთხელ ედუარდ შევარდნაძემ იხუმრა – დაგვაყენონ ღია კარებში უსასრულოდ
„ჩვენ ეჭვით უნდა შევხედოთ იმ დაპირებებს, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ წლების განმავლობაში კეთდებოდა და დღესაც კეთდება,“…
რაკლი კობახიძე – აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იხსენებენ იმ პროცესებს, რომელიც 2014 წელს განვითარდა უკრაინაში
აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იხსენებენ იმ პროცესებს,რომელიც 2014 წელს განვითარდა უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, უკრაინამ მაიდნის შემდეგ დაკარგა ტერიტორიების 20%-ს, დაღუპულია ათიათასობით ადამიანი, ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში და ინფრასტრუქტურა არის განადგურებული. „მაიდანს რაც შეეხება, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც საქართველოს კონტექსტში იხსენებენ იმ პროცესებს, რომელიც 2014 წელს განვითარდა უკრაინაში. მაიდნამდე უკრაინა იყო ერთიანი და განუყოფელი სახელმწოფო, რომელსაც ჰქონდა ტერიტორიული მთლიანობა. ეკონომიკა იყო თითქმის 200 მილიარდი დოლარი და ეკონომიკა იყო მუდმივი, ყოველწლიური აღმავლობის გზაზე. ამის შემდეგ უკრაინა კარგავს ტერიტორიების 20%ს, დაღუპულია ათიათასობით ადამიანი, ეკონომიკა არის კატასტროფულ მდგომარეობაში, ინფრასტრუქტურა არის განადგურებული, მოსახლეობის ერთი მეოთხედი, დაახლოებით 10 მლნ არის ან დევნილი, ან ლტოლვილი, ქვეყნიდან გასულია დაახლოებით 7-8 მილიონი გასულია ქვეყნიდან. 90% არიან ქალები და ბავშვები. რამდენიმე მილიონი ქვეყნის შიგნით არიან დევნილებად ქცეული და ეს ყველაფერი მოიტანა მაიდანმა. როდესაც ის ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ უკრაინაში ამ პროცესების განვითარების გამო, ჩვენ გვემუქრებიან მაიდნით და ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – ცინიკურია, როდესაც იმ კანონს, რომელიც განიხილება კონგრესში, ეწოდება „მეგობარი აქტი“, როცა პირდაპირ მტრობაზეა საუბარი, “დაუდზინებელი აქტი“, ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა
ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა,…
რაკლი კობახიძე -რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, აქ სპეკულაციებისთვის სინამდვილეში არ არის არავითარი სივრცე
რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, აქ სპეკულაციებისთვის სინამდვილეში არ არის არავითარი სივრცე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ არის მის ანგარიშში ნახსენები, რომ რუსეთი ოკუპანტია და არ არის საუბარი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე, პრემიერმა უპასუხა, რომ ანგარიშში ყველა თემაზეა საუბარი. „ანგარიშში ყველაზე თემაზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ამ თემებზე იქნება საუბარი საპარლამენტო განხილვის დროს. ის, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი, არის ფაქტობრივი მოცემულობა, აქედან გამომდინარე, აქ სპეკულაციებისთვის სინამდვილეში არ არის არავითარი სივრცე. ყველამ ვიცით, რა არის მოცემულობა, რა არის გამოწვევები ჩვენს წინაშე. ასეთ დროს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ვიღაცები გარედან, დასავლეთიდან ცდილობენ, დაგვაშანტაჟონ, დააშანტაჟონ ჩვენი მოსახლეობა, დააშანტაჟონ ჩვენი ქვეყანა, ეს რბილად რომ ვთქვათ, არის უბრალოდ გაუგებარი. ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, იმსახურებს ჯანსაღ დამოკიდებულებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერი – ჩვენი საქმე არ არის სხვისი ცხოვრების წესის განსჯა, მაგრამ პროპაგანდას აქვს ძალიან მძიმე შედეგი და საზოგადოების დასაცავად გვჭირდება შესაბამისი კანონის მიღება
რაც შეეხება „პროპაგანდის წინააღმდეგ“ კანონს, აქ მარტივი ლოგიკაა, ვინც ეწინააღმდეგება პროპაგანდის შეზღუდვას, ის მხარს უჭერს პროპაგანდას,…
საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟოგამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.საქართველოს საბაჟო საზღვარზე საერთაშორისო…
დავით კაჭარავა: როგორც კოლონიას ისე გვიყურებენ
ეს კი შემთხვევითი არ არის. იყო პერიოდი, როცა საქართველოს ხელისუფლება ისე მოქმედებდა, რა დავალებასაც მიიღებდნენ „მეგობრების“…
ედიშერ გვენეტაძე- საქართველო რომ შემდგარი სახელმწიფოა ამას ადასტურებს ქვეყნის სამართალდამცავების გამართული მუშაობა
. 2012 წლიდან მოყოლებული სამართალდამცავი ორგანოების თვისობრივი ცვლილებების შედეგად სახეზე გვაქვს უმნიშვნელოვანესი წარმატებები „სუს-ის კიდევ ერთი…
ბექა ოდიშარია: შალვა ნათელაშვილს,0 %-იან კლოუნს რომ დააწერინებ ბლანკზე მოსაზრებას, რომლის ტიტულატურაშიც ფანჩატურია გამოსახული და იმას ააკრავ სანქციებს, უკვე განსხვავებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენასთან და ხელისუფლებისთვის სანქციების შესაძლო დაწესებასთან…
კახა კალაძე ბაქოსა და განჯის მერებს შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე კახა გულედანთან ერთად, ბაქოს მერსელდარ აზიზოვსა და განჯის მერს ნიაზი ბაირამოვს…
გურამ მაჭარაშვილი: რაც დააანონსა ნაციონალურმა მოძრაობამ – თავად დაემართათ, დააანონსეს რიგგარეშე არჩევნები, არეულობა, საქართველოს დაშლა – თვითონ მიიღეს და თავად დაიშალნენ მარტივ მამრავლებად
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან რევოლუციით მუქარას ეხმიანება. დეპუტატი ამბობს, რომ…