„ნაციონალური მოძრაობა“ არ ასაჯაროებს იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს, რომელიც მათ ოფისთან მომხდარ ამბავს ეხება. მათი ეს…
დღე: ივნისი 4, 2024
პრემიერი გერმანიის ელჩის განცხადებაზე ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს
ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე. „ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩი, გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს. ყველას გახსოვთ, რომ ის, თავის დროზე, ჩართული იყო „ლელოს“ საარჩევნო აქტივობაში, ბოლნისში იყვნენ წასულები, სადაც ერთობლივად მონაწილეობდნენ კონკრეტულ პოლიტიკურ საარჩევნო ღონისძიებაში. გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე. ძალიან სამწუხაროა, ის სპეკულირებს. ვნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა გერმანიის ელჩის ეს განცხადება გამოიყენეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, წარმოაჩინეს ისე, თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როცა ის საუბრობდა თუ არ ვცდები, 5 წლის წინანდელ მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჯერ გერმანიის ელჩი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედიასაშუალებებს და შემდეგ ის, რომ მედიასაშუალებები ამას იტაცებენ. ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა
ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. შეხვედრის…
ირაკლი კობახიძე -ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს და კანონით ამის მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი
ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ კომენტირებისას განუცხადა. პრემიერის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. „ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა. საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული და მკაცრად უნდა იყოს დაცული. ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, პროპაგანდა არის მიუღებელი და ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცვირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას მანამდე დაინიცირდა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, ახლა უკვე ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში და ამ მოწვევის პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ პროცესს. ნებისმიერი ადამიანის უფლებები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა, განურჩევლად ცხოვრების წესისა, არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს და აქედან გამომდინარე, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე – საქართველოში პირველად, გამოიცა ფოტოალბომი, რომელიც თავს უყრის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანების როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე საკულტო ნაგებობის შესახებ
გამოიცა საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების შესახებ ფოტოალბომი, რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი საზოგადოებრივი, სამეცნიერო, რელიგიური და კულტურული…
ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია შემოგთავაზა და რა თქმა უნდა, უკვე ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება განწირულია წარუმატებლობისთვის
სალომე ზურაბიშვილმა ნათელაშვილის ფანჩატურის რეინკარნაცია შემოგთავაზა და რა თქმა უნდა, უკვე ჩავარდნილი პროექტის გაცოცხლება განწირულია წარუმატებლობისთვის, –…
პრემიერი – გერმანია არის ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო და ვერც ერთი ელჩი ვერ მოახერხებს ამ ტრადიციულ მეგობრობასა და პარტნიორობაში რაიმე ხინჯის შეტანას, რასაც ცდილობს მოქმედი ელჩი
გავრცელდა დეზინფორმაცია და ამის საფუძველი, სამწუხაროდ, შექმნა გერმანიის ელჩმა, რომელმაც ისე გაავრცელა გერმანიის კანცლერის განცხადება, რომ…
ირაკლი კობახიძე – როდესაც ანტიქართული ნაბიჯები იდგმება და ანტიქართული განცხადებები კეთდება, ჩვენი ვალდებულებაა, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ამაზე გვქონდეს ადეკვატური რეაგირება
როდესაც ანტიქართული ნაბიჯები იდგმება და ანტიქართული განცხადებები კეთდება, ჩვენი ვალდებულებაა, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ამაზე გვქონდეს სათანადო, ადეკვატური რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი ვერ შეფასდება ვერც ანტიევროპულ და ვერც ანტიამერიკულ ნაბიჯად. „როდესაც კონკრეტული სუბიექტები აკეთებენ ანტიქართულ განცხადებებს და დგამენ ანტიქართულ ნაბიჯებს, იგივე, მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების სანქცირებაც იყო ანტიქართული ნაბიჯი. როდესაც ანტიქართული ნაბიჯები იდგმება, როდესაც ანტიქართული განცხადებები კეთდება, ჩვენი ვალდებულებაა, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე, რომ ამაზე გვქონდეს სათანადო, ადეკვატური რეაგირება და ეს ყველაფერი ვერ შეფასდება ვერც ანტიევროპულ და ვერც ანტიამერიკულ ნაბიჯად. როცა იქიდან იდგმება ანტიქართული ნაბიჯები და კეთდება ანტიქართული განცხადებები, მასზე რეაგირება უბრალოდ ჩვენი ვალდებულებაა და მეტი არაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.
კახა კალაძე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიაზე“ : ერთი დიდი რადიკალური დაჯგუფებაა, რომლის მიზანი ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაა
თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვისსაპასუხოდ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის „ქარტიას“პოლიტიკურ სპექტრში არანაირი ცვლილების გამოწვევა…
კახა კალაძე: სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია, ამის არანაირი საფუძველი არარსებობს
„სანქციებზე ლაპარაკი არასერიოზულია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახაკალაძემ მედიასთან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერისგანცხადების…
კახა კალაძე: ანაკლიის პორტის მშენებლობა სტრატეგიული მნიშვნელობისპროექტია, პროცესში ჩინური კომპანიის ჩართულობა კი ქვეყნის ეკონომიკისთვის შვება იქნება
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისმიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით გაკეთებულგანცხადებას პასუხობს.როგორც დედაქალაქის…
„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრი იწმინდება
„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრისგაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მდინარევერეს ნაპირზე, ერთ…
კახა კალაძე: ახალი კანონპროექტი მხოლოდ ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვაზე
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია, განურჩევლადმრწამსისა და ორიენტაციისა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთანსაპარლამენტო უმრავლესობის…
ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობის კანონის მიღებით ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, არის ქართული სახელმწიფო და ერთადერთი, ვინც დამარცხდა არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები
გამჭვირვალობის შესახებ კანონის ძალაში შესვლა არ არის ხელისუფლების გამარჯვება, ეს არ არის არც კანონის ოპონენტების მარცხი და მითუმეტეს, ეს არ არის არც საერთაშორისო კონკრეტული პარტნიორების დამარცხება ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, ეს არის ქართული სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, მისი დამოუკიდებლობა ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით ერთადერთი, ვინც დამარცხდა ამ კანონის ძალაში შესვლით, არიან საქართველოს არაკეთილმოსურნეები. „ამ კანონის ძალაში შესვლა არ არის ხელისუფლების გამარჯვება, ეს არ არის არც კანონის ოპონენტების მარცხი და მითუმეტეს, ეს არ არის არც საერთაშორისო კონკრეტული პარტნიორების დამარცხება. ერთადერთი, ვინც გაიმარჯვა, ეს არის ქართული სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, მისი დამოუკიდებლობა და ერთადერთი, ვინც დამარცხდა ამ კანონის ძალაში შესვლით, არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები. ეს არის საერთო სურათი. აქედან გამომდინარე, როდესაც განმტკიცდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ამით დამარცხდება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე. ეს არის მკაფიოდ რაც შეიძლება ითქვას. ვის უნდა სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და ვის არა, ამაზე დასკვნებსგამოიტანს ქართული საზოგადოება. რაც შეეხება გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედებას, ამას წინ ვერავინ დაუდგება, აქედან გამომდინარე, სახელმწიფო იმოქმედებს სწორედ საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. კანონი შეიცავს ბერკეტებს, რომლითაც სახელმწიფოს შეუძლია დაძლიოს ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციის დაუმორჩილებლობა. კანონი თვითონ შეიცავს ამის ბერკეტებს. მონიტორინგი ჩატარდება და ყველას დეკლარაცია გამოქვეყნდება. ვერავინ ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ქართველმა მოქალაქემ ვერ მიიღოს ინფორმაცია ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ. საზოგადოებისთვის ამ ფინანსების გამჭვირვალობას წინ ვერაფერი დაუდგება, თვითონ კანონი შეიცავს შესაბამის ბერკეტებს“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერი მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს, ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი, საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ ეროვნული ინტერესების კარნახით
პარტნიორებთან ურთიერთობებს ძალიან ვუფრთხილდებით. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მეგობრობა და პარტნიორობა იმ ქვეყნებთან, რომლებიც, მთელი ამ წლების განმავლობაში, იდგნენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება დირექტივებს არავისგან მიიღებს. „ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები ეფუძნებოდეს ღირებულებებს და ამ ურთიერთობებს ჰქონდეს პარტნიორული ხასიათი, არ იყოს ისეთი დამოკიდებულება, რომ თითქოს, რომელიმე სხვა სახელმწიფო შეიძლება იყოს ქართულ სახელმწიფოზე ზემდგომი. ამაზე გვაქვს ჩვენ საუბარი. როდესაც საქართველოში ხელისუფლებაში იყო აგენტურა, ისინი კი არ უსმენდნენ პარტნიორებს, ისინი დირექტივებს იღებდნენ უცხო სახელმწიფოებისგან. ამაზე ჰქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველოს ხელისუფლება არავისგან არ მიიღებს დირექტივებს და იმოქმედებს მხოლოდ ეროვნული ინტერესების კარნახით. სადაც იქნება ეროვნული ინტერესები დასაცავი, ბოლომდე დავიცავთ. არავის კარნახით არ ვიმოქმედებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მოვუსმენთ აბსოლუტურად ყველას, თუ იქნება არგუმენტირებული, მათ შორის კრიტიკული შენიშვნები. ჩვენი ვალდებულებაა, ყველას მოვუსმინოთ, მაგრამ არავის დირექტივებით და კარნახით ჩვენ არ ვიმოქმედებთ. როდესაც, მაგალითად, 27 ელჩი მიდის იუსტიციის მინისტრთან და ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ეს არის დირექტივის უმახინჯესი ფორმა. გახსოვთ, თავის დროზე ჩვენ ამ დირექტივას არ გავყევით, დავიცავით ეროვნული ინტერესები. ეს იყო ერთადერთი უალტერნატივო ნაბიჯი, რომელიც მაშინ შეიძლებოდა გადაგვედგა. ასევე, ჩვენ არ გავითვალისწინეთ სრულიად უსამართლო რეზოლუციები, რომლებიც ევროპარლამენტმა მიიღო 4-ჯერ, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, სადაც ითხოვდნენ კრიმინალების გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას. ასეთი დირექტივები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. ასეთ დირექტივებს მიჰყვებოდა თავის დროზე წინა ხელისუფლება, იმიტომ რომ ის იყო აგენტურა. გახსოვთ, რეებსაც აკეთებდნენ, რა მდგომარეობაში შეიყვანეს მათ ქვეყანა სხვადასხვა კუთხით, იყო 1 000 პრობლემა, რბილად რომ ვთქვათ, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ტერიტორიების დაკარგვის კუთხით და ა.შ. ეს ყველაფერი ხდებოდა დირექტივების გამო,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.