28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთთან. გარდა ამისა, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვალსაზრისით.„28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთთან. გარდა ამისა, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. ბუნებრივია და პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.
დღე: ივნისი 3, 2024
პრემიერი – ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება; დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი 51 %, ხოლო კონსორციუმის – 49 % იქნება
საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება და დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას. მისივე თქმით, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება.„ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება. მინდა შეგახსენოთ, რომ დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რასთან დაკავშირებითაც ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება და დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება. მინდა შეგახსენოთ, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო კომპანიის წილი იქნება 51 %, ხოლო კონსორციუმის წილი იქნება 49 %. …
ირაკლი კობახიძე – გამჭვირვალობის კანონის მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და მისმა უსაფრთხოებამ, შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები
გამჭვირვალობის კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების გამარჯვება, როგორც ასეთი და არ უნდა განვიხილოთ, არც…
ირაკლი კობახიძე – 2000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება
დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი.„დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება ჩვენი აზრით სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა. ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა იქნება 5 მლნ 600 ათასი ლარი“, – განაცხადა პრემიერმა
ედიშერ გვენეტაძე-არ დარჩენილა კოლექტიურ ბიუროკრატიულ დასავლეთში არცერთი ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს სახელმწიფოს მიმართ მუქარის შემცველი განცხადება არ გაეკეთებინა-თუ ერთობით ვიქნებით ჩვენი მომრევი დედამიწაზე არავითარი ძალაა
“დაწყებული მარტის შუა რიცხვებიდან ამ პატარა ქვეყანას, რომელსაც საქართველო ჰქვია “დემოკრატიის” ვითომცდა დაცვის სახელით დაუპირისპირდა კოლექტიური…
ირაკლი კობახიძე – 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი თანამოქალაქე, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა სიღარიბის განულება და მოხარული ვართ, რომ წინსვლა გვაქვს
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა აპრილის ეკონომიკური ზრდის მონაცემები. აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საშუალო იანვარ აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო 9 პროცენტი.„მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. თავდაპირველად პროგნოზირებული იყო 4,8 პროცენტი წლიური ეკონომიკური ზრდა და ამ მაჩვენებელს ბევრად აღემატება 4 თვიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის მონაცემები და დარწმუნებული ვართ, რომ წლის ბოლომდე, 2024 წლის მომდევნო თვეების განმავლობაშიც შევინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდა ნიშნავს სამუშაო ადგილებს, უმუშევრობის, სიღარიბის შემცირებას და ქვეყნის წინსვლას ყველა მიმართულებით და აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ახალი ინიციატივებით კიდევ უფრო დავეხმაროთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენ ქვეყანაში და ამ ზრდას ახალი იმპულსები მივცეთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. …
ირაკლი კობახიძე – ლიბერალური ფაშიზმი კლასიკურ ფაშიზმზე და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგიაა, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით, უკვე წლებია, ხელოვნურად ინერგება ჩვენს ქვეყანაში, ყველას მოვუწოდებ, გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს
გამჭვირვალობის შესახებ კანონი უკვე ძალაშია, ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო…
პრემიერი: ეს ორი კვირა იყო იმის თვალსაჩინო დასტური, რომ ჩვენი სპორტი არის აღმავლობის გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალში ჩვენმა სპორტსმენებმა ქვეყანას კიდევ უფრო მეტი წარმატება და გამარჯვება აჩუქონ
მინდა, ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა. როგორც მოგეხსენებათ, აბუდ-აბიში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს,1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა საფეხბურთო ნაკრების წევრს, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიულოცა. „გიორგი სარდალაშვილს და ტატო გრიგალაშვილს ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონობას, ასევე გურამ თუშიშვილს ვულოცავ ვიცე-ჩემპიონობას და ვაჟა მარგველაშვილს ვულოცავ ბრინჯაოს მედალს, პრიზიორობას მსოფლიო ჩემპიონატზე. ასევე, ძიუდოისტთა ნაკრებს ვულოცავ ბრინჯაოს პრიზიორობას შერეულ გუნდურ ასპარეზობაში. ასევე მინდა მივულოცო ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრს, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, ავსტრიის ჩემპიონობა არის ძალიან დიდი წარმატება, ვულოცავ ოთარს ამ ძალიან მნიშვნელოვან აღიარებას. ეს ორი კვირაც იყო იმის თვალსაჩინო დასტური, რომ ჩვენი სპორტი არის აღმავლობის გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალში ჩვენმა სპორტსმენებმა ჩვენს ქვეყანას …
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საუდის არაბეთში გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად, საუდისარაბეთში, ერ-რიადში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულგამოფენაზე Riyadh Travel Fair.3 დღიან გამოფენაზე…
სოზარ სუბარი: სააკაშვილი და მისი გუნდი არის საქართველოში ჩანერგილი აგენტურა, რომელიც მართავდა ქვეყანას აგენტურა გადაისროლეს უკრაინაში, სადაც მათი ეს საქმიანობა აღმოჩნდა დამღუპველი
უკრაინისათვის საქართველოში უცხო ძალების აგენტურაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ეს…