fbpx

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორ ახერხებენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები, ერთდროულად, ფაშისტური მიდგომებით მოქმედებდნენ, თან მშიშარები იყვნენ?! ისე, როგორც ფაშიზმის მთავარი შემოქმედი ჰიტლერი და სააკაშვილი ახერხებდნენ

დღევანდელ დღეს უკვე თითქოს ყველა მივეჩვიეთ, რომ ადამიანებისგან აღარაფერია გასაკვირი, მით უფრო პოლიტიკაში, თუმცა ზოგიერთები მაინც…

ირაკლი ლატარია მამუკა მდინარაძის ოჯახის შესახებ “ტვ პირველის” სიუჟეტზე- მივარდნა მოხუც, ულამაზეს და ძალიან განათლებულ ქალთან რა ფაშიზმია?

„ჯერ რა სახლი იყო ასეთი რომ გადაირივნენ? ან ეს მივარდნა მოხუც, ულამაზეს და ძალიან განათლებულ ქალთან…

თამთა მეგრელიშვილი მამუკა მდინარაძის ოჯახის შესახებ ნოდარ მელაძის სიუჟეტზე-ასეთი იაფფასიანი სპეკულაციები მხოლოდ მათ მიერ მომზადებული სიუჟეტების უგემოვნობას და შინაარსობრივად არაფრისმომცემობას უსვამს ხაზს

“ნოდარ მელაძემ და მაკა ჩიხლაძემ, რომლებიც წლებია მამუკა მდინარაძისუკანონო შემოსავლებს ეძებენანონსი (სიუჟეტი) გააკეთეს თერჯოლაში, ღვანკითში, მისი…

ვიქტორ ჯაფარიძე: მე მიშას ახლობელი და მეგობარი არასოდეს ვყოფილვარ – დევნილი ვიყავი მთელი მისი მმართველობის პერიოდი

პარტია „ხალხის ძალის„ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს, თითქოს ის სააკაშვილის მმართველობის დროს, პრეზიდენტთან დაახლოებული…

წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება

ბოლო დღეებში დედაქალაქში უხვი ნალექის მოსვლამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებულ ფერდზე ქვათაცვენა გამოიწვია, რისთვისაც საჭირო გახდა ფერდის…

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადება

 ბოლო დღეების განმავლობაში სიმართლესთან და ქართველ ხალხთან სასტიკი დამარცხებით აგონიაში მყოფი რადიკალური ოპოზიცია მდიდარ ენჯეოებთან ერთად ბოლშევიკურ და ფაშისტურ მეთოდებზე გადავიდა. მიდიან სახლებთან, ოჯახებში, ცდილობენ დეპუტატების ოჯახის წევრების დაბულინგებას, რაშიც ასევე ჩართულები არიან მათი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. აკეთებენ წარწერებს, ემუქრებიან შვილებს, ოჯახის წევრებს და ა.შ. არ ერიდებიან ოჯახის ტრაგიკულად დაღუპული წევრების შეურაცხყოფასაც კი.  ისინი ცდილობენ არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები, არამედ უკვე რიგითი ამომრჩევლები, ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი დააბულინგონ. ამ ყველაფერმა უკიდურესად ამორალური სახე მიიღო. თუმცა, როგორი უსუსურიც იყო მათი მცდელობა განეხორციელებინათ რევოლუციური გეგმები, აერიათ ქვეყანა და ჩაეგდოთ გამჭვირვალობის კანონი, ისეთივე უსუსურია მათი უბინძურესი ფაშისტური კამპანია. ის მხოლოდ მათ რეალურ სახეს წარმოაჩენს და აგრძელებს მათ სრულ ლუსტრირებას. ყველასთვის ცხადია, რომ ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობის კამპანია რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის ორგანიზებული, რაშიც თავადაც ჩართულები არიან. ამ ყველაფრის ავტორები არიან სხვა ქვეყნების, ორგანიზაციების თუ ჯგუფების აგენტები, რომელთა გამოაშკარავებამ ისეთ დღეში ჩააგდო ისინი, რომ ყველაზე მდაბიო მეთოდებზეც კი აღარ ამბობენ უარს.  ეს ხალხი კრიმინალური რეჟიმის, მკვლელობის და წამების შემოქმედია. ეს ის ხალხია, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანებზე ძალადობდნენ ფიზიკურად, ახლა კი, ისე ძალადობენ რითიც და როგორც შეუძლიათ.  როგორც ჩანს მათ, შინაგანად, იმდენად აწუხებთ, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ღალატობენ და ყიდიან საკუთარ სამშობლოს, ამ კომპლექსების გადმონთხევას სხვებზე ცდილობენ და კადრულობენ უკადრებელს. ცდილობენ მოღალატის იარლიყი მიაკერონ სხვას, როცა თავად ყოველდღიურად ღალატობენ ქვეყანას და წარსულშიც არაერთხელ უღალატეს თავის სამშობლოს. ფაშისტურ კამპანიას აორგანიზებს ის ხალხი, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ეწერა, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს სამხედრო მოქმედებები და კასეტური ბომბებით დაბომბეს ცხინვალი. სწორედ მათ მისცეს ხმა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებას იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი რუსეთისთვის. ესენი არიან ის ძალები, რომლებმაც ომის შემდგომ პერიოდში სტრატეგიული ობიექტები მიყიდეს რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კომპანიებს და საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპანტს ჩააბარეს.  ეს ადამიანები უწოდებენ სხვებს რუსების მონებს და მოღალატეებს, როდესაც თავად ღალატის და სამშობლოს გაყიდვის სიმბოლოები არიან! წინა ხელისუფლების პირობებში უკვე ვიცხოვრეთ ისეთ საქართველოში, სადაც ყოველდღიურობას სისტემური წამება და გაუპატიურება წარმოადგენდა, სადაც მოქალაქეების საძინებლებში თვალთვალი რეგულარულად მიმდინარეობდა, სადაც ატერორებდნენ, ძალადობდნენ ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად, არ ინდობდნენ საპირისპირო აზრის მქონე პირებს და მათ ოჯახის წევრებს.  ამ ხალხს, ის დასავლელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებას დემოკრატიას უწუნებენ, დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ და დღესაც მათ რადიკალურ ქმედებებს აფინანსებენ და ახალისებენ. მივმართავ ამ ფსევდოლიბერალური ფაშიზმის მიმდევრებს თუ ბოლშევიკური კამპანიის ავტორებს: ქართული ოცნების ლიდერებს და მათ მომხრეებს შიში მაშინ არ გაუვლიათ გულში, როცა ფიზიკური განადგურების ყველა ბერკეტი ხელში გეჭირათ და გარედან არავინ იყო მომკითხავი, რატომ ხოცავდით ხალხს ქუჩებში, ციხეებში, რატომ არეკეტებდით ბიზნესებს და ა. შ.  მოგონილი საუკუნის აფიორით და სიტყვა რუსულის მილიონჯერ და უარგუმენტოდ გამეორებით, ვერც ვეღარავის მოატყუებთ და ვერც დააბულინგებთ. ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება უსამართლობას და სხვა ხალხის მიერ აგენტურის ხელით ქვეყნის მართვას. არ ვაპირებთ გაგიტაროთ თქვენი არც ერთი ამორალური გამოხტომა. კარგად იცოდეთ, რამდენი მცდელობაც გექნებათ გამოავლინოთ თქვენი ფაშისტური ზრახვები, რამდენჯერაც ეცდებით ჩვენზე, განსაკუთრებით კი ჩვენი ოჯახის წევრებზე და მხარდამჭერებზე რაიმე სახის ბინძურ ზემოქმედებებს, ზუსტად იმდენჯერ მიიღებთ უმკაცრეს რეაგირებას ჩვენგანაც და საზოგადოებისგანაც!…

თავდაცვის სამინისტრომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის ღონისძიებები გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო…

ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, პირველი ივნისის 18:00 საათიდან 3 ივნისის 04:00 საათამდე, ათონელისა…

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, მომავალ თაობას, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ბავშვის ინტერესი და მისი უფლება, არასდროს მოექცეს რომელიმე სხვა ინტერესის ჩრდილში

„დღეს, 1 ივნისია, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ყველა ბავშვს, გულითადად, ვულოცავ ამ ძვირფას დღეს და ვუსურვებ…

ედიშერ გვენეტაძე მამუკა მდინარაძის ოჯახის შესახებ “ტვ პირველის” სიუჟეტზე: ისეთი ზნეობასთან მწყრალად მყოფი კაცისაგან, როგორიც ნოდარ მელაძე და მისი ე.წ. გუნდია ყველაფერია მოსალოდნელი!

ისეთი ზნეობასთან მწყრალად მყოფი კაცისაგან, როგორიც ნოდარ მელაძე და მისი ე.წ. გუნდია ყველაფერია მოსალოდნელი! მათთვის უცხოა…

გიორგი ზერეკიძე მამუკა მდინარაძის ოჯახის შესახებ მომზადებულ სიუჟეტზე: მართლა მონებს და უსამშობლოებს, კოლექტიურ ნოდარ მელაძეებს მინდა ვუთხრა, სანამ არ “გაიჩალიჩებთ”, მანამდე ვერ მოისვენებთ როგორც ჩანს!

ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “ტვ პირველი”…

არჩილ თალაკვაძე მიხაელ როთს-როცა არ იცნობ საქართველოს ისტორიას, ამ ქვეყნის ხალხს, მხოლოდ მაშინ აძლევ თავს უფლებას, მართლმადიდებელ ეკლესიაზე ასეთი განცხადება გააკეთო. ჯერ არცერთ სტუმარს უკადრია ასე ესაუბრა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაელ როთის სტატუსს…

ზაალ ანჯაფარიძე-სახლებში მივარდნები გახდა კოლექტიური ოპოზიციის და მათი მედიების და აქტივისტების ტაქტიკა-სადამდე უნდა ითმინოს ეს ყოველივე ჩვენმა საზოგადოებამ?

“ვნახე ტვ-პირველის “ჟურნალისტების” მამუკა მდინარაძის მოხუც მშობლებთან მივარდნის ამაზრზენი კადრები, რასაც ჟურნალისტიკასთან არაფერი აქვს საერთო და…

ლევან ნიკოლეიშვილი “ტვ პირველის” სიუჟეტზე-მამუკა მდინარაძის დედას სოფელში მიუვარდნენ, უკადრებელს კადრულობენ. მათ ვერ შეძლეს მისი არათუ მორევა, მცირედითაც კი შეშინება და სწორედ ამან გაამწარა ნოდარ მელაძის ფაშისტური პროპაგანდისტული დაჯგუფება

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მამუკა მდინარაძის ოჯახის წევრების შესახებ “ტვ პირველის” სიუჟეტს გამოეხმაურა. ექსპერტი წერს, რომ ეს…

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცეცლხსასროლი იარაღით ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე სამართალ დამცავი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე,   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30…