საქართველოს პარლამენტის წევრის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკისმაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ბიუროში მელიორაციის საკითხებზესამუშაო შეხვედრა გაიმართაშეხვედრა…
დღე: აპრილი 23, 2024
ზურაბ ქადაგიძე: ფსევდოლიბერალური მედია მუშაობს ასე – დააბრალე, დაადანაშაულე, რეპუტაცია და ღირსება შეულახე, ხოლო თუ რამეა – ერთი ბოდიში მოიხადე და გააგრძელე მოღვაწეობა მომავალ ნაძირალობამდე
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ მიერ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით მათ გავრცელებულ სტატიაზე…
პრემიერ-მინისტრმა უხუცეს საჯარო მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უხუცეს საჯარო მოხელეს, რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, 100 წლის იუბილე მიულოცა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაური რევაზ კაპანაძეს სამსახურში ესტუმრა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რევაზ კაპანაძე, შვიდ ათეულ წელზე მეტია, პროფესიას სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის პოზიციიდან ემსახურება. ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა პედაგოგიურ და სამეცნიერო კვლევით სფეროში. აღზრდილი ჰყავს პროფესიონალთა მრავალი თაობა. მის სახელს უკავშირდება 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სახელმძღვანელოები. იყო 15ზე მეტი საკანდიდატო დისერტაციისა და 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი.
პრემიერ-მინისტრი გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობას. ხაზი გაესვა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელობას კონფლიქტების პრევენციის, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და არაღიარების პოლიტიკას. აღინიშნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობა დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება დაადასტურა.