fbpx

ირაკლი კობახიძე – ხაბეიშვილი, სანიკიძე, მე მასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ ღიმილის მომგვრელი და სამარცხვინოა

ღიმილისმომგვრელია როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან…

ირაკლი კობახიძე – რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, მას არ მივიღებდით

სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ. შენ პირველ რიგში, უნდა იყო სუვერენული სახელმწიფო, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი…

ირაკლი კობახიძე – ევროკომისია ამბობს, რომ საფრანგეთის ბევრად უფრო მკაცრი კანონი არის კარგი და მერე გეუბნებიან, რომ ჩვენი კანონი არის ცუდი, რა დონის პარადოქსზე გვაქვს საუბარი

ამერიკული კანონი და საფრანგეთის კანონპროექტი, რომელიც ევროკომისიამ მოიწონა, არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენი კანონი და…

ირაკლი კობახიძე – ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას

ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით,…

ირაკლი კობახიძე – ძალიან მკაცრად ვაფრთხილებ ყველას, არ გაბედონ პროვოკაციების მოწყობა, „ნაცმოძრაობას“ არ გაუვა ის, რაც გასდიოდა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ამას დამოუკიდებელი, სუვერენული ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს

მინდა, ძალიან მკაცრად გავაფრთხილო ყველა – თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის…

ირაკლი კობახიძე – აუცილებელია, პროცესი ბოლომდე იყოს მიყვანილი, ეს არის ღირსების საქმე, რომ დავიცვათ საზოგადოების ინტერესები, სახელმწიფოს სუვერენიტეტი და არავის მივცეთ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალება

ეს პროცესი უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი, ეს არის ღირსების საქმე, რომ ჩვენ დავიცვათ საზოგადოების ინტერესები, სახელმწიფოს…

ირაკლი კობახიძე – გვჯერა, რომ მხოლოდ ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასე რომ,წინ ღირსებით ევროპისკენ!

ღირსებით, გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ – ეს არის ჩვენი დევიზი და ჩვენი სულისკვეთება. გვჯერა, რომ მხოლოდ…

ირაკლი კობახიძე -მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, ისინი უმაღლესი ევროპული  სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეთა აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად  მოქმედებდნენ

მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, თითოეულ მათგანს, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ისინი უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეთა აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ. „ბოლოს, მინდა ორი სიტყვა ვთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედებების შესახებ. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი რომ ყოფილიყო მერაბიშვილი ან გახარია, რამდენიმე მომიტინგის ცხედარს ჯიხურის თავზე მიაგნებდით, რამდენიმე ადამიანი თვალს დაკარგავდა. ყველას გვახსოვს, როგორ მთავრდებოდა ამ ადამიანების მიერ ჩატარებული ოპერაციების უმრავლესობა. თუმცა, მადლობა ღმერთს, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს არა უცხოური ძალის აგენტი, არამედ პატრიოტი კაცი, ვახტანგ გომელაური, რომელიც უმაღლესი ევროპული სტანდარტებით უძღვება პოლიციის საქმიანობას. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, თითოეულ მათგანს, რომლებიც მოთმინებით იტანდნენ აგრესიული ჯგუფების შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას და რამდენიმე ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, იყო რამდენიმე ინცინდენტი, ისინი უმაღლესი ევროპული სტანდარტებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეთა აგრესიულ ნაწილს, რომლებიც უკიდურესად არაევროპულად მოქმედებდნენ. რამდენიმე შემთხვევაშიც უბრალოდ გაუსაძლისი იყო ის აგრესია, რომელსაც კონკრეტული ადამიანები გამოხატავდნენ პოლიციელების წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციელებზე ძალადობის საკმაოდ დიდი მასშტაბის მიუხედავად, გუშინ მძიმე ფიზიკური დაზიანება არავის მიუღია. ორივე პოლიციელს და ხუთივე მომიტინგეს, რომელსაც ჰოსპიტალიზება დასჭირდა, დროულად გაეწია სამედიცინო დახმარება, რისთვისაც ექიმებს მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა პრემიერმა.

ღიმილისმომგვრელია როცა ლევან  ხაბეიშვილი, ნიკა  გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად  მე მასწავლიან ევროპულობას, მათი  ანტიევროპული წარსული და ქცევა  არის ყველაზე ცხადი დასტური, თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ. ევროპული კამპანია,- ამის  შესახებ საქართველოს  პრემიერ მინისტრმა,  ირაკლი კობახიძე განაცხადა. 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე აქტიურობდნენ „ნაცმოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის ცნობილი სახეები.  „გუშინ აქტიურობდნენ ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ადეიშვილის ცნობილი მოადგილე და სხვები, რომლებიც მაღალ მატერიებზე გვესაუბრებოდნენ. გუშინ აქციაზე, უტიფრობის საზღვარიც ხომ არსებობს, ვიხილეთ შოთა უტიაშვილი, რომელმაც შეგახსენებთ, რა გააკეთა 2011 წელს, მაშინ რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგის ცხედარი მან განათავსა ჯიხურებზე და ეს ადამიანი დღეს უტიფრად დგას საპროტესტო აქციაზე. რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე ადამიანის ცხედარი განათავსეს უტიაშვილის პირდაპირი მითითებით, ეს მისი იდეა იყო, იმიტაცია გააკეთეს უბედური შემთხვევის და ეს სამარცხვინო შოთა უტიაშვილი, მის ცოლთან ერთად, რომელიც მაშინ აპრავებდა ე.წ. დამოუკიდებელი მედიიდან, კრიტიკული მედიიდან, გუშინ იდგა ამ აქციაზე. ეს არის უტიფრობის,  უსაზღვრობის ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელი ფაქტი. ასევე გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა ვინმე ჩიქოვანი, ის იყო მთავარი ორგანიზატორი აქციის და ფრანკლინის კლუბის, ახლა სხვა რაღაც ჰქვია, ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი, ვინმე ზიბზიბაძე. გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს კარგად გაცვეთილი რიტუალები – აკერმანის შეგირდებმა ასეთი ტრუკებით მოატყუეს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები, რამაც იმ ქვეყნებში მძიმე პროცესებს დაუდო დასაბამი, თუმცა ქართული საზოგადოება დღეს საკმარისად გამოცდილია, რომ ასეთმა იაფფასიანმა ტრუკებმა მასზე გავლენა არ მოახდინოს.  მინდა, გაგიზიაროთ ასევე ჩემი პირადი აღქმა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოებულ ფსევდოევროპულ კამპანიასთან დაკავშირებით, ღიმილისმომგვრელია, როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, პირადად მე მასწავლიან ევროპულობას, ხაბეიშვილი, სანიკიძე, მე მასწავლიან და ჩვენ გვასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ ღიმილისმომგვრელია, ეს ხომ სამარცხვინოა. მათი ანტიევროპული წარსული და ქცევა არის ყველაზე ცხადი დასტური იმისა, თუ რამდენად ყალბია მათ მიერ წარმოებული ე.წ. ევროპული კამპანია. გუბაზ სანიკიძის და ლკევან ხაბეიშვილის ევროპული კამპანია არის ღიმილის მომგვრელი“, – განაცხადა კობახიძემ. 

ეკა სეფაშვილი: როდესაც ოპოზიცია და არასამთავრობოები ახალისებენ მომიტინგეებს და ჰპირდებიან ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს

„ელემენტარულად, ვინ იხდის იმ ხმის გამაძლიერებელი აპარატურის საფასურს, რასაც აქციაზე იყენებენ და რაც ძალიან ძვირი ღირს?…

ირაკლი კობახიძე -კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა  არის უმდაბლესი  საქციელი, რაც ამ  ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებთ

ვითარებაში. ჩვენ ვიდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როცა ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე ისინი იდგებიან ჩვენს გვერდით, როცა ჩვენ, ყველა ერთად, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სპორტსმენებზე ზეწოლას ახორციელებდნენ იგივე ადამიანები, ვინც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს. „ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც, ამ ორი დღის განმავლობაში, განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ. ამ ზეწოლას ახორციელებდნენ, უხეშ ტერმინს გამოვიყენებ, იგივე უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს, ზუსტად იგივე ადამიანები. შეგვიძლია, ამოვიღოთ „ფეისბუქის“ „სქრინები“, რას აკეთებდნენ და ამბობდნენ მაშინ და როგორ ზეწოლას ახორციელებდნენ ახლა. თქვენ გახსოვთ, თორნიკე შენგელიას და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიები, პირდაპირ მოღალატეებად შერაცხეს ეს ჩვენი ორი საამაყო სპორტსმენი. ზუსტად იგივე ადამიანები, მტკიცებულებები გვაქვს, რომ ზუსტად იგივე ადამიანები არიან, ახლა, ამ ორი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ ზეწოლას ამ ორ სპორტსმენზე და სხვა სპორტსმენებზე მათთან ერთად. მე ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იდგება მათ გვერდით ყველა შემთხვევაში და ყველა ვითარებაში. ჩვენ ვიდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როცა ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე ისინი იდგებიან ჩვენს გვერდით, როცა ჩვენ, ყველა ერთად, გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული ჩვენი საამაყო სპორტსმენის მიმართ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებთ,“- აღნიშნა პრემიერმა.

გურამ მაჭარაშვილი: შოლცმა გააკრიტიკა ევროკავშირში არსებული „გამჭვირვალობის კანონი“ და დავაპირისპიროთ ისინი ახლა ერთმანეთს?! რომელს დავუჭიროთ მხარი – გერმანიას თუ ევროკავშირის იმ ქვეყნებს, ვინც ამ კანონპროექტს მხარს უჭერს?!

„შოლცმა გააკრიტიკა ევროკავშირში არსებული „გამჭვირვალობის კანონი“ და ახლა რა ვქნათ, დავაპირისპიროთ ისინი ერთმანეთს?! რომელს დავუჭიროთ მხარი…

დიმიტრი ხუნდაძე: ის, რომ დღეს პარლამენტის წინ საზოგადოების ერთ ნაწილს აპროტესტებინებენ იმას, რომ თავად იცოდეს მეტი, სწორედ ესაა სხვა ქვეყნის უნებლიე თუ განზრახული ინტერესების მხარდაჭერა საკუთარი ქვეყნის საზიანოდ

„გამჭვირვალობის შესახებ ქართულმა კანონმა თვითლუსტრაციისკენ უბიძგა ყველას, ვინც „შავი ფულის შემომწირველია“ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ“, – ამის…

ვაჟა კოკაია – მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, სწორედ ამიტომ, რუსული საქმის გამკეთებელი ოპოზიციის გვერდით ქართველი ახალგაზრდობა არ დადგება

ახალგაზრდებს ატყუებენ, გამჭვირვალობის ქართულ კანონს მტრის კანონად მოიხსენიებენ, ამით ცდილობენ ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე ითამაშონ, ახალგაზრდები ქუჩაში…

ცოტნე ცაგარეიშვილი “გამჭვირვალობის კანონზე”-ნებისმიერი რეკომენდაცია თუ დირექტივა საჭიროებს მსჯელობას და განხილვას-არავის ბრძანებას არ დამორჩილებია ქართველი და არც ახლა დავემორჩილებით

“ნებისმიერი რეკომენდაცია თუ დირექტივა საჭიროებს მსჯელობას და განხილვას, მეგობარი რომ ხარ აგვიხსენი რატომ გვაშორებს ეს კანონი…