fbpx

ირაკლი კობახიძე  სპორტი ყველასია და ასეთად უნდა  დარჩეს, ამიტომ,  ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე  მაღლა დავდგეთ  და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას  პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ

კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენიპასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ოპოზიცია, აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. „ორი კვირის წინ ისტორიულმა საფეხბურთო გამარჯვებამ ქართველი ხალხი გაგვაერთიანა. ბედნიერებისა და ეროვნული სიამაყის განცდამ გააერთიანა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, ქვეყანა, ქართული ფეხბურთი და საქართველოს გამარჯვება. სპორტი და ფეხბურთი ყველასია. სპორტი და ფეხბურთი თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა გულშემატკივარს, ყველა პატრიოტ ქართველს. ქართულმა სპორტმა ბოლო წლებში უპრეცედენტო წარმატებებს მიაღწია. პირველად ისტორიაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, პირველად ისტორიაში მორაგბეებმა 6 ერის გუნდებს მოუგეს, პირველად ისტორიაში კალათბურთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და მსოფლიოს 16 საუკეთესო გუნდს შორისაც მოხვდა, პირველად ისტორიაში წყალბურთის ნაკრებმა ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დაიკავა ადგილი, პირველად ისტორიაში ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. როდესაც 30 წლის თავზე სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში რაღაც პირველად ხდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ყველაფერში ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია. თუმცა, ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები თავისთვის მიეწერა. კარგად გვესმის, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა დავდგეთ და ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად ავარიდოთ. სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს. აქედანაც ჩანს მათი დამოკიდებულება ქვეყნისა და იმ ყველაფრის მიმართ, რასაც საქართველოს იდენტობა უკავშირდება. მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც. ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას”, – აღნიშნავს პრემიერი.

ჟურნალისტი თეა ფირცხალავა დოიაშვილს-იცი, როდის დავიჯერებდით შენს და შენი მსახიობების გულწრფელობას? როდის და სააკაშვილის რუსული რეჟიმის დროს, პატარა დოის და მის პატარა მსახიობებს, ერთხელ მაინც გაებედათ და მაყურებლების წინაშე ეკივლათ: „არა მიშას რუსულ და სისხლიან რეჟიმს“

ჟურნალისტი თეა ფირცხალავა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით მსახიობების, ხელოვანების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან…

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის ჯუმა მეჩეთში მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

პრემიერმა მეჩეთში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მუსლიმი თემი ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია და…

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ვაჟა კოკაია: ჩვენ საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას ახალი კანონპროექტის შესახებ, ქვეყანას ვაახლოებთ ევროპასთან, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” მართული არასამთავრობოები პოსტერებზე გვიკრავენ ლგბტ საზოგადოების მხარდამჭერ პოსტერებს

“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ვაჟა კოკაია, სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართულმა არასამთავრობოებმა,…

ედიშერ გვენეტაძე: გვარამიასთანა ნაძირალა, როდესაც გლანძღავს ბატონო კახი ე.ი. ნამდვილად მაგარი და ჭეშმარიტად პატრიოტი კაცი ბრძანდები!

გვარამიასთანა ნაძირალა, როდესაც გლანძღავს ბნო კახი ე.ი. ნამდვილად მაგარი და ჭეშმარიტად პატრიოტი კაცი ბრძანდები! – ასე…

მამუკა მდინარაძე: რა არის რუსული ჩვენს კანონპროექტში მითხარით და კანონპროექტის გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არც ერთ ინიციატივას – ერთი კვირაა ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ “მდინარაძის…

ნინო ფოჩხუა ეკა ხერხეულიძეს და ნიკა გვარამიას: რატომ გაღიზიანდით კახის ნათქვამზე, თქვენ ხომ ამაყობთ “ნაცობით”, გულის სიღრმეში მაინც იცით, რომ “ტეხავს” – ჯერ კახა კალაძის გაკეთებულ კეთილ საქმეებს დაეწიეთ და მერე უკონტროლეთ სიტყვა-პასუხი

რატომ გაღიზიანდით კახის ნათქვამზე, თქვენ ხომ ამაყობთ ნაცობით, ხომ გჯერათ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა ახალი საქართველო…

ვეტერანი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე-გამოდიან გვარამიები, ეს არაკაცები და ყველანაირად ცდილობენ სპორტსმენებს ტვინი აურიონ. დაანებეთ სპორტსმენებს თავი, ნუ რევთ ამ ყველაფერში

ვეტერანი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს.გოცირიძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, სპორტსმენების…

გიორგი იაკობაშვილი: გამჭვირვალობა არის დედა ინფორმაციისა, ინფორმაცია აღძრავს სიფრთხილეს, თორემ უკვე საბოლოოდ გავიდნენ თავს ბნელზე-ბნელი გამჭვირვალეები, წერა-კითხვის უცოდინარი მედია-ექსპერტები, ბრაკონიერი ეკოლოგები და “სამართლიანი არჩევნები”

მე რომ დონორი ფონდი ვიყო, რომელიც პროექტებს უანგაროდ აფინანსებს და თავისი წვლილი შეაქვს დემოკრატიის განვითარებაში, ჩემს…

თამთა მეგრელიშვილი: „გამჭვირვალობის კანონის“ პროექტის ირგვლივ არგუმენტები ერთი წლის შემდეგაც არ გაქვთ, შესაბამისად საპირისპიროს მტკიცება მხოლოდ გამიზნული დეზინფორმაცია და სპეკულაციაა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტი მაქსიმალურად არის მიახლოებული დასავლურთან, ევროკავშირსა და საფრანგეთში ინიციირებულ კანონპროექტებთან, მაგრამ არის ქართული…

ვეხმიანებით ხელისუფლების უმოქმედობას აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობაზე

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ მნიშვნელოვან კორუფციულსაქმიანობაში ჩართულობის გამო ზემოხსენებული პირების სანქცირებამოახდინა, თუმცაა საქართველოში…

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრ ელჩებთან

2024 წლის 10 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით…

ხელი მოეწერა შეთანხმებას “საქართველოსა და ჩინეთს მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ“

2024 წლის 10 აპრილს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო…

ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი დავით შანიძე “გამჭვირვალობის კანონპროექტზე”: კოლეგებო, მივხედოთ ჩვენს საქმეს პირნათლად – დარწმუნებული ვარ, ეს კანონპროექტი ბევრს გადაკითხულიც არ აქვს და სამწუხაროა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, შეიძლება სახელმწიფოსათვის საზიანო აზრს ვუჭერდეთ მხარს

ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელი დავით შანიძე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ხელოვნების კონკრეტული წარმომადგენლების მიერ…

დავით ქართველიშვილი-შენ თვითონ როგორ უნდა გიტყდებოდეს ამ ქვეყანაში “ნაცობა”, როგორ კოგნიტურ დისონანსში უნდა იმყოფებოდე საკუთარ თავთან, რომ რეალურად შეურაცხყოფილად გრძნობდე თავს – “ნაცის” შეძახილზე

„მის დონემდე ავიდეს ვინმე სპორტის ისეთ სახეობაში, როგორიც ფეხბურთია, ისეთ წარმატებას მიაღწიოს და მერე ფეხის წვერებზე…