fbpx

გოგებაშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად მოკლული საბა გახოკიაა

ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია. ცნობილია მოკლულის ვინაობა, ის 40…

უღმერთო ცხოვრება შეუძლებელია – რწმენაზე დამყარებული არსებობა ის მთავარი ფასეულობაა, რითაც ჩვენმა წინაპრებმა და წმინდანებმა ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიტანეს

„ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, ურთიერთპატივისცემა, მოყვასის სიყვარული, ტოლერანტობა, ჩვენი წინაპრების და ტრადიციების პატივისცემა – ეს ის მთავარი…

ეკა სეფაშვილი: ევროპარლამენტის ერთ-ერთ ბოლო სესიაზე გავხდი წევრი კონსერვატორთა ჯგუფისა, რომელიც იქ მესამე ძალაა და როგორც ევროპაში, ასევე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დღითიდღე ძალას იკრებს

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნული იდენტობის, ტრადიციების, ქრისტიანული და ზოგადად, სარწმუნოებრივი ღირებულებების წინააღმდეგნი არიან“, – ამის შესახებ…

დავით კაჭარავა: დღეს პრემიერის სიტყვაში ხაზგასმული იყო, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანას, სამშობლოს, სარწმუნოებას, ღირებულებებს საფრთხე ემუქრება, მაშინ ჩვენ ვომობთ თავგანწირვით

“თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადახედავენ, ზუსტად ამ ღირებულებებისთვის თავდადებამ, სხვებისადმი პატივისცემამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. პრემიერის ამ…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიური კონფერენციის  (CPAC) ჩატარების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა კონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებს, რომელთა უმრავლესობა არაერთი ქვეყნისთვის საერთო ღირებულებებს წარმოადგენს. განიხილეს საქართველო-უნგრეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის  სფეროებში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის არსებული პოტენციალის სრულად რეალიზების მიზნის ერთგული რჩება. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უნგრეთის მხარდამჭერი განცხადებების მნიშვნელობა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, რომელსაც ქვეყანა წლის ბოლოსათვის ელოდება. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის პატივსაცემად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის სახელით, სამუშაო სადილი გაიმართა.

ეკა სეფაშვილი: მთელი მსოფლიო შეშფოთებულია უმცირესობების ძალადობით უმრავლესობაზე, რომელსაც ისინი ფსევდოლიბერალიზმის სახელით ახორციელებენ

“პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ამ მნიშვნელოვან, საერთაშორისო თავყრილობაზე, კონსერვატორების კონფერენციაზე მართლა შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით…

მამუკა მდინარაძე ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე – უნდათ გადაფარონ ქართველი სამართალდამცველების უდიდესი წარმატება, რადგან მათ მოახერხეს ის, რაც ჩვენზე ბევრად ძლიერმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს

უკვე გამოიკვეთა, რომ მასალებზე წვდომა უნდათ, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს დიდი ინტერესი, რომ რამენაირად ჩაერთონ გამოძიებაში,…

ერთი დღე თავდაცვის აკადემიაში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამსტუდენტებს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროსა და უმაღლეს საგანმანათლებლოდაწესებულებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის…

ვატო შაქარიშვილი პრემიერ-მინისტრის კონსერვატიულ კონფერენციაში მონაწილეობაზე: დავინახეთ, რომ მარტო არ ვართ, ევროპასა და ამერიკაში გვყავს ბუნებრივი მოკავშირეები, რომლებიც ჩვენსავით ფიქრობენ, მსჯელობენ თუ როგორ უნდა გადავურჩეთ პროგრესის სახელით მომავალ ბოროტებას

ღრმად მწამს, რომ გლობალიზაციის, ომების, კრიზისების, ფსევდო-ლიბერლური აგრესიის თანამედროვე სამყაროში, მხოლოდ ქრისტიანული, ოჯახური, ტრადიციული, კონსერვატიული ღირებულებათა…

დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ ევროპული კონსერვატიზმი არის საუკეთესო პოლიტიკური იდეოლოგია საქართველოსთვის, რათა შევინარჩუნოთ წარსული და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპული სახელმწიფო

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე უნგრეთში გამართულ „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას“, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი…

ომი რომ დავიწყოთ, სტატუსს დღესვე მოგვანიჭებდნენ!-დიტო სამხარაძე

საქართველოს კანდიდატობის სტატუსის არ მიღება ვის აწყობს? რა თქმა უნდა ოპოზიციას! ყველანაირ ხერხს მიმართავენ, საბოტაჟს საბოტაჟზე…

დავით ქართველიშვილი: საქართველო ევროპაში იყო, არის და იქნება მიუხედავად იმ „ფორსმაჟორული“ პერიოდებისა, რომლებიც თვით ევროპულ ტრადიციულ და კონსერვატიულ ფასეულობებს არყევდნენ

საქართველო ევროპაში იყო, არის და იქნება მიუხედავად იმ „ფორსმაჟორული“ პერიოდებისა, რომლებიც თვით ევროპულ ტრადიციულ და კონსერვატიულ…

როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას  უმრავლესობაზე-ირაკლი ღარიბაშვილი

როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე, ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი – ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა – ქალია, მამა კი – კაცი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პატივს სცემს თითოეული მოქალაქის  უფლებებს და ამას საქმით ამტკიცებს. “ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თითოეული მოქალაქის  უფლებებს და ამას საქმით ვამტკიცებთ. 2014 წელს, ერთი მხრივ, ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ ასევე, საკუთარი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმნაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის  კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი – ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა – ქალია, მამა კი – კაცი. იმ ადამიანების, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უფლებებს, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომლის შედეგადაც ჩვენმა პარტიამ მოგვიანებით კონსტიტუციაში შეიტანა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის დეფინიცია. ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ, ოჯახურ ღირებულებს იზიარებს. ეს ფასეულობები მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა არ არის, იგი ცოცხალი დღევანდელობაა, გარემო, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ და გვსურს, ჩვენი შვილები აღვზარდოთ. მე ოთხი შვილის მამა გახლავართ და ქართველი მშობლების უდიდეს უმრავლესობასთან ერთად, მსურს ჩვენი მომავალი თაობები ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებზე აღიზარდონ; ისე, როგორც ჩვენ აღგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიქტორ ორბანი – შეგვიძლია ვისწავლოთ ირაკლი ღარიბაშვილისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები

აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია. “მე ვხედავ რამდენიმე კოლეგას დარბაზში, მე ვხედავ იმ ადამიანებს რომლებსაც განსაკუთრებით ვაფასებ. აქ არის პრემიერ-მინისტრი საქართველოდან, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ მისგან, როგორ უნდა მოახერხოს პატარა ქვეყანამ რუსეთის ჩრდილში ცხოვრება ისე, რომ შეინარჩუნოს საკუთარი ქვეყნის ღირებულებები. მისი ცოდნა ნამდვილად დასაფასებელია ამ მხრივ. გისურვებთ წარმატებებს”, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

 ისტორიულ ძველ თბილისში ერთმანეთის გვერდით არის მართლმადიდებლური ტაძარი, სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ტოლერანტობაზე მიანიშნებს; ტოლერანტობა ჩვენი უნიკალური ტრადიციაა-ირაკლი ღარიბაშვილი

დიახ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია; მაგრამ ჩვენი კათოლიკეები,  მუსლიმები, ებრაელები ჩვენს წინაპრებთან ერთად ქმნიდნენ ჩვენს დიდ ისტორიას და ქმნიან მის დღევანდელობას. ჩვენთვის ძალზე ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანმშრომლობის ეს ისტორია. ჯერ კიდევ XI-ე საუკუნეში ჩვენი უდიდესი მეფე, დავით აღმაშენებელი რელიგიურ დღესასწაულებზე მეჩეთში სტუმრობდა მუსლიმებს პატივისცემის გამოსახატად. სხვათა შორის, საქართველო უნიკალური ქვეყანა იმითაც, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები დღესაც ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ, – ამის შესახებ  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC), ბუდაპეშტში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ტოლერანტობა ქართველი ხალხის უნიკალური ტრადიციაა. „ისტორიულ ძველ თბილისში ერთმანეთის გვერდით არის მართლმადიდებლური ტაძარი, სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ტოლერანტობაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სადაც ებრაელები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდნენ,  არასდროს ყოფილა მათი დევნა. ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ჩვენს ერებს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან უნიკალურ მეგობრული თანაცხოვრების უდიდეს აღიარებას ნიშნავს. ასე რომ, ტოლერანტობა ჩვენი უნიკალური ტრადიციაა და საფრთხეს წარმოადგენს არა რომელიმე რელიგია, უმცირესობა, ან განსხვავებული აზრი, არამედ ის, ვინც რწმენისა და ფასეულობების გარეშე, ცინიზმით შეირაღებული, ხშირად სწორედ რელიგიის, დემოკრატიის, თავისუფლების სახელით – სინამდვილეში თავისუფლებასა და სიმართლეს უპირისპირდება,“- აღნიშნა პრემიერმა